გადამცემი სისტემის ოპერატორების ევროპულმა ქსელმა ENTSO-E-მ ღამით, უკრაინასა და ევროპას შორის ელექტროენერგიის საექსპორტო გადაცემის სიმძლავრე – 50 მეგავატით გაზარდა.
ამის შესახებ NPC “უკრენერგოს” პრესსამსახური იტყობინება.
ახლა უკრაინულ ელექტროენერგიის მწარმოებლებს, რუმინეთსა და სლოვაკეთში მთელი საათის განმავლობაში 300 მგვტ-ის ექსპორტირება შეუძლიათ.
უკრაინა ელექტროენერგიის გაზრდილი მოცულობის მიწოდებას 23 სექტემბრიდან შეძლებს.
გამტარუნარიანობის შემდეგი ზრდა რუმინეთთან, სლოვაკეთთან და უნგრეთთან განიხილება ოქტომბერში, ხოლო წლის ბოლოს პოლონეთთან კიდევ ერთი ინტერკონექტორის ექსპლუატაციის განახლება იგეგმება.
EnergyNews EnergyNews.ge