Author Archives: admin

J.P. MORGAN: წელს ბარელი ნავთობის ფასმა შესაძლოა $120-ს მიაღწიოს

საერთაშორისო საინვესტიციო ბანკის, J.P. Morgan-ის პროგნოზით, 2022 წელს ერთი ბარელი ნავთობის ფასმა შესაძლოა $120-ს მიაღწიოს. საფინანსო ინსტიტუტის ვარაუდით ბარელი ნავთობის ფასი აღნიშნულ მაჩვენებელს იმ შემთხვევაში მიაღწევს, თუ რუსეთსა და უკრაინას შორის არსებული დაძაბულობის გამო, რუსეთიდან ნედლეულის ექსპორტი შეფერხდება. საინვესტიციო ბანკის-ის შეფასებით, გლობალური მარაგების სიმჭიდროვემ და გეოპოლიტიკურმა მოვლენებმა ნავთობის ფასი მიმდინარე წელს 15%-ით უკვე გაზარდა. Brent-ის მარკის ნავთობის ფასმა იანვრის ბოლოს ...

Read More »
იაპონიაში ატომური ელექტრსადგურების მუშაობა განახლდა

საფრანგეთი ექვს ახალ ატომურ ელექტროსადგურს ააშენებს

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ქვეყანა ექვს ახალ ბირთვულ რეაქტორს ააშენებს და დამატებით კიდევ რვა რეაქტორის აშენებას განიხილავს. “ბირთვული რენესანსის დრო დადგა,” – თქვა მაკრონმა ბელფორში, 2050 წლის ენერგეტიკული სტრატეგიის წარდგენაზე. საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, სახელმწიფო ენრგოკომპანია EDF ათობით მილიარდ ევროს მიიღებს ახალი ბირთვული რეაქტორების ასაშენებლად. პირველი ასეთი რეაქტორი მუშაობას 2035 წელს დაიწყებს. მაკრონმა ასევე განაცხადა, რომ ამჟამად მოქმედი არცერთი ...

Read More »

SOCAR-ის პრეზიდენტი აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გახდა

როვნაგ აბდულაევი აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიას SOCAR-ს ტოვებს. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა SOCAR -ის პრეზიდენტის როვგან აბდულაევის გათავისუფლების ბრძანებას ხელი მოაწერა. კომპანიის სათავეში 17 წლიანი მმართველობის შემდეგ აბდულაევი აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გახდა. SOCAR-ის პრეზიდენტის მოვალეობას როვშან ნაჯაფი შეასრულებს. ის უკვე დაინიშნა პირველ ვიცე-პრეზიდენტად. ამ დრომდე SOCAR-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო. როვგან აბდუალევი 2005 წლიდან იკავებდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ...

Read More »
ირანის პოზიციები ნავთობს ისევ აიაფებს

სოჰრაბის ნავთობის საბადოს განვითარების მიზნით, ირანი $800 მილიონიან კონტრაქტს აფორმებს Dana Energy-სთან

ირანის ეროვნულმა ნავთობკომპანიამ (NIOC) ხელი მოაწერა 800 მილიონი დოლარის კონტრაქტს Dana Energy-სთან ერაყის საზღვარზე სოჰრაბის ნავთობის საბადოს ათვისებაზე. NIOC-ის ინფორმაციით, საბადოს დაფინანსება, განვითარება და ექსპლუატაცია დაევალა Dana Energy-ს, ნავთობის გარიგების ახალი მოდელის – Iran Petroleum Contract (IPC) ფარგლებში. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია დღეში 30 000 ბარელი ნავთობის მოპოვება. ვარაუდობენ, რომ ნავთობის მთლიანი მოპოვება ხელშეკრულებით 20 წლის განმავლობაში იქნება 160 მილიონი ბარელი. ...

Read More »

გრძელვადიანი ბიზნეს სესხი თიბისისგან მზის პანელებზე

თანამედროვე მსოფლიოში ენერგიის ალტერნატიულ, ეკომეგობრულ წყაროებზე გადასვლა ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილებაა, განსაკუთრებით იმ კომპანიებისთვის, რომლებსაც ფუნქციონირებისთვის დიდი ოდენობით ელექტროენერგია ესაჭიროებათ. მზის პანელების ხელმისაწვდომობისა და ბიზნესების ენერგოდამოუკიდებლობის ხელშეწყობისთვის თიბისი კომპანიებს გრძელვადიან სესხს სთავაზობს. მზის ენერგიას დიდი ხანია წარმატებით იყენებს ბიზნესების ნაწილი, თუმცა ბევრს მისი შესაძლებლობების შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია არ აქვს. მზისგან მიღებული ენერგია განახლებადია და მუდმივი,  ეკოლოგიური თვალსაზრისით მზის პანელების გამოყენება გონივრული ...

Read More »
აზერბაიჯანული გაზის პირველი მიწოდება ევროპაში 2019 წლის ბოლოსთვის დაიწყება

საქართველოს დერეფანში გაზის ტრანზიტი გაოთხმაგებულია

საქართველოს დერეფანით გაზის ტრანზიტი 4-ჯერ გაიზარდა. BP-ის ინფორმაციით, 2021 წელს “სამხრეთ კავკასიური მილსადენის” დღიური საშუალო საექსპორტო გამტარუნარიანობა დღეში 48,5 მლნ კუბ. მეტრი გაზი იყო, ანუ წლის განმავლობაში საქართველოს დერეფნით 17.7 მლრდ კუბ. მეტრი აზერბაიჯანული გაზია გატარებული. მილსადენის დატვირთვა 2010 წელთან შედარებით, როდესაც, 4.3 მლრდ კუბ. მეტრი გაზის გატარება ხდებოდა, 4-ჯერ გაიზარდა. 2020 წელთან შედარებით კი, ზრდა 59%-ია. BP-ის ანგარიშიდან ირკვევა, ...

Read More »

ნინო სამადაშვილი კონკურსის “ჟურნალისტები ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის” გამარჯვებულია

“ჟურნალისტები ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის” კონკურსში, რომლის მიზანიც ოკუპირებული რეგიონების ჭრილში, ენერგეტიკის სექტორში არსებული პრობლემების ანალიზია, energynews.ge-ს რედაქტორმა ნინო სამადაშვილმა გაიმარჯვა. ნინო სამადაშვილი “ბიზნესპარტნიორთან” ამბობს, რომ მისი სტატია ეხებოდა ენერგეტიკული ობიექტების როლს კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების ხელშეწყობაში. “ჩემი ნაშრომი „ენგურჰესისა“ და აფხაზეთის ჭრილში იყო, რომელზეც ბევრი სტატია იწერება, პრობლემებზე და სხვადასხვა საკითხზე. თუმცა, სადაც რისკები და პრობლემებია, იქ არის შესაძლებლობებიც და გადავწყვიტე ჩემი ...

Read More »

2021 წელს საავიაციო ნავთის იმპორტი პანდემიამდელ მაჩვენებლებთან შედარებით 5,3%-ითაა შემცირებული

2021 წელს საავიაციო ნავთის იმპორტმა  96,4 ათასი ტონა შეადგინა, რაც 40 ათასი ტონით ანუ 70,9%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (56,4 ათასი ტონა) შედარებით და 5,4 ათასი ტონით ანუ 5,3%-ით ნაკლებია პანდემიამდე არსებულ 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (101,8  ათასი ტონა) შედარებით. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, 2021 წლის იანვარ-დეკემბრის განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტის 59,9%  (57,7 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან, ...

Read More »

ენერგოეტიკეტირებასთან დაკავშირებულ სიახლეებზე საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში იმსჯელეს

ენერგოეტიკეტირებასთან დაკავშირებული ახალი რეგულაციების პროექტზე, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებმა ერთობლივ შეხვედრაზე იმსჯელეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ბიზნესმენთა ასოციაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ მთავრობის დადგენილებები, რომლებიც რიგი პროდუქტების მიმართ, ენერგოეტიკეტირების სავალდებულო მოთხოვნებს აწესებს, მიმდინარე წელს უნდა ამოქმედეს, ხოლო პროდუქტების ჩამონათვალში ხვდება კონდიციონერები, გამათბობლები, სავენტილაციო საშუალებები და სხვა დანადგარები, რომლებზეც სავალდებულო იქნება მომხმარებლის ინფორმირების ...

Read More »
ქარის ენერგეტიკის განვითარების ტენდენცია 2000-2050 წლებზე (ინფოგრაფიკი)

საფრანგეთი 2050 წლამდე ქარის 50 საზღვაო ელექტროპარკს შექმნის

საფრანგეთი 2050 წლისთვის ქარის ელექტროსადგურების 50 ახალ საზღვაო პარკს შექმნის. ამის შესახებ პრეზიდენტ ემანუელ მაკრონმა განაცხადა. „ჩვენი მიზანია, საზღვაო ქარის ელექტროსადგურების სიმძლავრე 2050 წლისთვის 40 გვტ-მდე გავზარდოთ, რასაც ზღვაზე 50 ახალი პარკის მშენებლობით მივაღწევთ,“ – განაცხადა პრეზიდენტმა პრეს-კონფერენციაზე, რომლეზეც ქვეყნის ენერგეტიკის შესახებ ისაუბრა. მაკრონის თქმით, ქარის ენერგეტიკა ხმელეთზეც განაგრძობს განვითარებას და საფრანგეთი სექტორის ამჟამინდელ მაჩვენებელს, ანუ 18,2 გვტ-ს გააორმაგებს. „განახლებადი ...

Read More »