Author Archives: admin

რუსეთმა ფინეთის ენერგოსისტემას ბუნებრივი აირის მიწოდება სრულად შეუწყვიტა

რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო კომპანია Gazprom-მა ფინეთის ენერგოსისტემას ბუნებრივი აირის მიწოდება სრულად შეუწყვიტა. ამის შესახებ BBC წერს. ოფიციალური ჰელსინკის განცხადებით, ქვეყნის ენერგოსისტემა სრულ მზადყოფნაში იყო მსგავსი გადაწყვეტილებისთვის. მათივე თქმით, რუსეთიდან იმპორტის შეზღუდვით ფინეთის მოსახლეობას პრობლემები არ შეექმნება, რადგან მთავრობამ უკვე მოიძია გაზის მიწოდების ალტერნატიული წყაროები.

Read More »

გერმანია და ყატარი ენერგეტიკულ პარტნიორობაზე შეთანხმდნენ

გერმანია და ყატარი ენერგეტიკულ პარტნიორობაზე შეთანხმდნენ, რომლის მიხედვითაც, ყატარმა 2024 წლიდან გერმანიისათვის თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდება შეიძლება დაიწყოს. გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ყატარი მნიშვნელოვანი იქნება გერმანიის სამომავლო ენერგეტიკულ სტრატეგიაში რუსული გაზის დივერსიფიკაციისთვის. „ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხი ჩვენთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებს. გერმანია თავის ინფრასტრუქტურას განავითარებს, რათა გემით თხევადი გაზის იმპორტი იყოს შესაძლებელი. ეს დიდი ნაბიჯია და ყატარი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჩვენს ...

Read More »

გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრედერი „როსნეფტის“ დირექტორთა საბჭოს ტოვებს

გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრედერი რუსული კომპანია „როსნეფტის“ დირექტორთა საბჭოს ტოვებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თავად კომპანია „როსნეფტი“ ავრცელებს. „ნავთობკომპანია „როსნეფტი“ იტყობინება, რომ გერჰარდ შრედერმა და მატიას ვარნიგმა კომპანიის დირექტორთა საბჭოში მათი უფლებამოსილების გაგრძელების შეუძლებლობის თაობაზე განაცხადეს“ , – ნათქვამია „როსნეფტის“ ინფორმაციაში. ცნობისთვის, მანამდე გერმანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროპარლამენტი მზადაა, გერმანიის ყოფილი კანცლერის, გერჰარდ შრედერის წინააღმდეგ სანქციები დააწესოს. მიზეზად მედიაში ასახელებდნენ შრედერის კავშირებს რუსეთის ...

Read More »
სომხეთში საქართველოსგან იაფფასიანი ელექტროენერგიის შეძენას განიხილავენ

ლიეტუვის ენერგეტიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ ქვეყანა რუსული ელექტროენერგიის მოხმარებას წყვეტს

ლიეტუვა რუსული ელექტროენერგიის მოხმარებას წყვეტს. როგორც „ბიბისი“ წერს, აღნიშნულის შესახებ დღეს ლიეტუვის ენერგეტიკის სამინისტროში განაცხადეს. სამინიტროს მიხედვით, ლიეტუვა კვირას ელექტროენერგიის მომწოდებელ რუსულ კომპანია „ინტერ რაოსთან“ შეწყვეტს თანამშრომლობას. ელექტროენერგიაზე უარის თქმით, ლიეტუვა შეწყვეტს ყველა სახის რუსული ენერგიის მოხმარებას – გაზის, ნავთობის და ელექტროენერგიის. „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა არა მხოლოდ ლიეტუვის ენერგეტიკული დამოუკიდებლობისკენ მიმავალ გზაზე. ეს არის ჩვენი სოლიდარობის გამოხატვა საომარ მდგომარეობაში მყოფი ...

Read More »

ნავთობის ფასი ზრდას განაგრძობს

2022 წლის 20  მაისის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  112.04  (+  2.93)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  112.21  (+  2.62)  დოლარი/ბარელზე.  

Read More »

ბელორუსიაში ევროპულ ტვირთგადამზიდებს საწვავს უფრო ძვირად ჩაუსხამენ

ევროკავშირში რეგისტრირებული სატვირთო მანქანები ბელორუსულ ბენზინგასამართ სადგურებზე მხოლოდ გარკვეული მარკის დიზელზე და სპეციალურად დაწესებულ ფასად შეძლებენ საწვავის შევსებას. ამის შესახებ კონცერნი „ბელნეფტეხიმი“ იტყობინება. ცნობილია, რომ 20 მაისიდან 12 სასაზღვრო ბენზინგასამართი სადგური დიზელის საწვავს მაღალ ფასებში გაყიდის. საუბარია ბენზინგასამართ სადგურებზე დიზელის საწვავის რეალიზაციაზე, რომელიც მთავრობის გადაწყვეტილებით განთავსებულია საგუშაგოებზე და მისაბმელიანი ტვირთის გადატვირთვის დაწესებული ადგილებისთვის. ევროპული ნომრებით სატვირთო მანქანებისთვის ამიერიდან მხოლოდ გარკვეული ...

Read More »

გიორგი ფანგანი დამოუკიდებელ ორგანოებთან საქართველოს პარლამენტის ურთიერთობის შეფასების კვლევის ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრი, გიორგი ფანგანი დამოუკიდებელ ორგანოებთან საქართველოს პარლამენტის ურთიერთობის შეფასების კვლევის ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო და დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო. ღონისძიება გახსნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა. „აღნიშნული კვლევა ერთი მხრივ ხელს უწყობს მარეგულირებელი ინსტიტუტის, როგორ დამოუკიდებელი ორგანოს გაძლიერებას, ხოლო მეორე მხრივ წარმოაჩენს იმ გამოწვევებს, რომელთა დაძლევაც უნდა მოხდეს უწყებების გაძლიერების მიზნით. სემეკი აქტიურად იყო ...

Read More »
საწვავის მოხმარება მნიშვნელოვნად გაიზარდა

როდიდან გაიაფდება საწვავი – კონკურენიის სააგენტო სავარაუდო თარიღს ასახელებს

„არაბრენდულმა ქსელებმა შეამცირეს ფასი, პრობლემა მსხვილი ბენზინგასამართი სადგურებია. თუ ადექვატურები იქნებიან კომპანიები, უახლოესი ორი კვირის განმავლობაში მათ აქვთ რესურსი ფასების, 15-20 თეთრით დარეგულირების“, – განაცხადა კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ ლევან კალანდაძემ, საწვავის ბაზრის მონიტორინგის შედეგებზე საუბრისას, გადაცემაში „ბიზნეს პალიტრა“. მისივე ინფორმაციით, აქტიური შეხვედრების შედეგად ბიზნესი აღიარებს, რომ არსებობდა შესაძლებლობები კონკურენტული გარემოს გაუმჯობესებისა და განვითარების, რაც არ გამოიყენეს, უახლოეს ...

Read More »

ენერგომატარებლებზე ფასების მკვეთრი ზრდის ფონზე, მიმდინარე წელს რუსეთმა ევროპაში გაზის გაყიდვიდან რეკორდული 100 მილიარდი დოლარი შეიძლება მიიღოს

ენერგომატარებლებზე ფასების მკვეთრი ზრდის ფონზე, მიმდინარე წელს რუსეთმა ევროპაში გაზის გაყიდვიდან რეკორდული 100 მილიარდი დოლარი შეიძლება მიიღოს. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Les Echos Citi ბანკის ანალიტიკოსების პროგნოზზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, რუსული გაზის გაყიდვიდან პროგნოზირებადი შემოსავალი თითქმის ორჯერ მეტი იქნება, ვიდრე გასულ წელს იყო. აღსანიშნავია, რომ ანალიზი არ ითვალისწინებს ფინანსურ შემოსავალს ნავთობის, ქვანახშირისა და სხვა წიაღისეულის გაყიდვიდან. ევროპის საწვავის ბაზრის საკითხებში სპეციალისტის, ...

Read More »
ნამახვან ჰესების კასკადზე ინტერესთა გამოხატვის ვადა გახანგრძლივდა

ქვეყანაში არათუ დიდი, არამედ საშუალო ზომის ჰესებიც ვეღარ შენდება

ქვეყანაში ჰესების მშენებლობა თითქმის ყველგან შეჩერებულია. ენერგეტიკული დარგი თანდათან ჩიხში შედის. გამოსავალი ჯერჯერობით არ ჩანს. ნამოხვანჰესის შემდეგ არათუ დიდი, არამედ საშუალო სიდიდის ელექტროსადგურიც კი არ შენდება. რამდენიმე დღის წინ ნენსკრაჰესის დაპაუზებულ მშენებლობის შესახებ, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დაადასტურა, რომ ინვესტორმა, კორეულმა კომპანია „ქეი უოთერმა“ ვალდებულებები ვერ შეასრულა და ჰიდროელექტროსადგური ამ დრომდე ვერ ააშენა. ამჟამად მთავრობა ინვესტორთან აწარმოებს მოლაპარაკებებს, რათა სახელმწიფოსთვის პროექტის პირობები გაუმჯობესდეს. ...

Read More »