ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე რუსეთის თავდასხმის შედეგად ერთ-ერთი ენერგობლოკი გაითიშა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული „ენერგოატომი“ ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, რუსეთის სამხედროების სარაკეტო თავდასხმის შედეგად ჩაირთო ავარიული დაცვა და სამი მუშა ენერგობლოკიდან ერთ-ერთი გაითიშა. „სროლის შედეგად სერიოზულად არის დაზიანებული აზოტ-ჟანგბადი სადგური, კომბინირებული დამხმარე კორპუსი, კანალიზაციის სატუმბი სადგური. დაზიანდა ასევე ღია გამანაწილებელი, ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს სახანძრო განყოფილებას, რომელიც სადგურის გარე პერიმეტრზე მდებარეობს. რჩება წყალბადის გაჟონვისა და რადიაქტიური ნივთიერებების გაფრქვევის საფრთხე“, – ...
Read More »