მიმდინარე წლის მეორე კვარტალში Saudi Aramco-ის სუფთა მოგება გაიზარდა 48,39 მილიარდ დოლარამდე.
სახელმწიფო ნავთობგიგანტმა Saudi Aramco-მა გააკეთა განცხადება მ/წლის მეორე კვარტალში მოგების 90%-ით გაზრდასთან დაკავშირებით, Reuters-ზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”.
კომპანიამ გადააჭარბა ანალიტიკოსების მოლოდინს ნავთობის ფასების ზრდის, გაყიდვების მოცულობისა და გადამუშავების რენტაბელობის ფონზე.
Aramco-ის სუფთა მოგება კვარტალში 30 ივნისის ჩათვლით გაიზარდა 181,64 მილიარდ რიალამდე (48,39 მილიარდი აშშ დოლარი) წინა წლის 95,47 მილიარდი რიალის მაჩვენებელთან შედარებით.
ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ სუფთა მოგებას 46,2 მილიარდი დოლარის ოდენობით.
EnergyNews EnergyNews.ge