Author Archives: admin

აზერბაიჯანი რუსეთიდან გაზს შეისყიდის

უნგრულმა კომპანიებმა აზერბაიჯანიდან გაზის იმპორტზე მოლაპარაკებები დაიწყეს

უნგრეთი ნამდვილად არის დაინტერესებული აზერბაიჯანული გაზით, ამის შესახებ უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა აზერბაიჯანში ტამაშ ტორმამ 3 ნოემბერს Trend-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, უნგრეთის ბუნებრივი აირის გადამცემი სისტემა მალე იქნება მზად აზერბაიჯანული ბუნებრივი აირის მისაღებად. ამასთანავე, ელჩის თქმით, როგორც აზერბაიჯანისთვის, ასევე უნგრეთისთვის, განახლებადი ენერგიის გამოყენებაზე გადასვლა პრიორიტეტული და მნიშვნელოვანი ამოცანაა. „სამხრეთ გაზის დერეფნის მეშვეობით ჩვენი შესაძლო გაზის შესყიდვის შესახებ მოლაპარაკებები ...

Read More »

შვეიცარია უკრაინას ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის $106 მილიონს გამოუყოფს

შვეიცარიის ფედერალურმა საბჭომ მიიღო სამოქმედო გეგმა, რომელიც უკრაინელებზე მომავალი ზამთრის გავლენის შემსუბუქებას გულისხმობს.  გეგმა მოიცავს უკრაინისთვის თითქმის 106 მილიონი დოლარის გამოყოფას უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის სასწრაფო რეაბილიტაციისთვის. ქვეყანა უკრაინას გენერატორებით, ტუმბოებითა და წყლის გამწმენდი დანადგარებით დაეხმარება.

Read More »

Nord Stream-მა „ჩრდილოეთის ნაკადების” შემოწმების შედეგები გამოაქვეყნა

Nord Stream AG-მა, რომელიც  Nord Stream და Nord Stream 2-ის გაზსადენებს მართავს, გაზსადენებზე მომხდარი ავარიის შესახებ, გამოძიების შედეგენი გამოაქვეყნა. როგორც მოხსენებაშია ნათქვამი, 248 მეტრის დაშორებით ბალტიის ზღვის ფსკერზე აღმოჩენილია ორი კრატერი, რომელთა სიღრმე სამიდან ხუთ მეტრამდეა. კრატერებს შორის გაზსადენის მილები ძლიერაა დაზიანებული, მათი ფრაგმენტები 250 მეტრის რადიუსში, ფსკერზეა მიმოფანტული. წყლის ტერიტორია, სადაც სავარაუდო აფეთქებები მოხდა, შვედეთის ეკონომიკურ ზონას ეკუთვნის. გამოძიების ინიციატორი ...

Read More »

შუა დერეფნის პოტენციალის გაძლიერებაზე სამარყანდში გამართულ კონფერენციაზე იმსჯელებენ

ევროკავშირი შუა კორიდორის განვითარების მხარდაჭერისთვის მზად არის, – ამის შესახებ ვროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ყაზახეთში ვიზიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, სამარყანდში ევროკავშირი-ცენტრალური აზიის მდგრადი კავშირის კონფერენცია ნოემბერში გაიმართება, სადაც ტრანსკასპიური შუა დერეფნის პოტენციალის გაძლიერებაზე იმსჯელებენ. “განვიხილავთ როგორ უნდა გავზარდოთ შუა დერეფნის პოტენციალი. ევროკავშირი წარადგენს ორ ინიციატივას, რომლებიც ეხება სასმელ წყალს, ენერგიას, კლიმატის ცვლილებებს და ციფრულ კავშირს”, – განაცხადა მიშელმა. მისივე თქმით, დერეფნის გაუმჯობესებაზე ევროკავშირი ყაზახეთთან მუშაობს, რათა მოხდეს ისეთი საკითხების იდენტიფიცირება, ...

Read More »

თურქმენეთი საქართველოს გავლით გაზსადენის მშენებლობას განიხილავს

თურქმენეთი კასპიის ზღვიდან საქართველოს გავლით ევროპისკენ მიმავალი გაზსადენის მშენებლობას დღის წესრიგში ტოვებს. ამის შესახებ ქვეყნის ვიცე-პრემიერ შაჰიმ აბდრახმანოვმა ADIPEC-ის კონფერენციაზე განაცხადა, რასაც „ინტერფაქს-აზერბაიჯანი“ ავრცელებს. მისი თქმით, „ტრანსკასპიური პროექტი დღის წესრიგიდან არ მოხსნილა.“ ვიცე-პრემიერი განმარტავს, რომ ეს პროექტი აზერბაიჯანის გავლით საქართველოში, ხოლო შემდეგ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში გაზსადენის მშენებლობას ითვალისწინებს. შაჰიმ აბდრახმანოვის მონაცემებით, თურქმენეთის პოტენციური რესურსები 71,2 მილიარდ ტონა ნავთობის ეკვივალენტს შეადგენს, ...

Read More »

საერთაშორისო ატომურ სააგენტოსთან უთანხმოების აღმოსაფხვრელად, ირანის დელეგაცია უახლოეს დღეებში ვენაში ჩავა

საერთაშორისო ატომურ სააგენტოსთან უთანხმოების აღმოსაფხვრელად, ირანის დელეგაცია ავსტრიის დედაქალაქს უახლოეს დღეებში ეწვევა. ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანმა განაცხადა. დიპლომატი იმედს გამოთქვამს, რომ მხაარები ბოლო დღეებში მიღწეული შეთანხმების ფონზე, არსებული პრობლემური საკითხების გადაჭრას შეძლებენ. მინისტრის თქმით, ის საუბარს გეგმავს ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლეს კომისარ ჯოზეფ ბორელთანაც, რა დროსაც ბირთვულ შეთანხმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების განახლების საკითხს განიხილავენ. ...

Read More »

ირანი მზადაა დაეხმაროს რუსეთს ნავთობის სანქციებზე გვერდის ავლაში

ირანულმა სადაზღვევო კომპანიებმა, რუსულ მხარესთან ერთად, შექმნეს კომპანიების სპეციალური კონსორციუმი, რომელსაც ხელმძღვანელობს ირანის სახელმწიფო სადაზღვევო კომპანია Bimeh Markazi. ისინი დაეხმარებიან ნავთობის ტრანსპორტირებაში ჩართული რუსული გემების დაზღვევაში. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება. ირანელი სადაზღვევო კომპანიები მზად არიან გაუწიონ მომსახურება რუსულ და უცხოურ კომპანიებს, რომლებიც მონაწილეობენ რუსული ნავთობის საზღვაო ტრანსპორტირებაში. ამრიგად, ირანი მზადაა დაეხმაროს რუსეთს დასავლური სანქციების გვერდის ავლაში, რაც გულისხმობს ფინანსური, ...

Read More »

თბილისის ქუჩები, რომლებსაც დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

3 ნოემბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს. ისნის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  წმინდა ქეთევან  დედოფლის  გამზირის, არბოშიკის, ბოდბეს, ბოჭორმის, გლახო ზახაროვის, იალბუზის, ლუსინიანის, სამასი  არაგველის, შავსოფლის, დოლაბაურის და ლეხ კაჩინსკის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  კახეთის გზატკეცილის, აეროდრომის დასახლების (ნაწილობრივ), ლაღიძის, ალექსანდრე წულუკიძის, ...

Read More »

ინდოეთში აცხადებენ, რომ უკრაინის ომის ფონზე რუსული ნავთობის ყიდვისას მორალური კონფლიქტი არ არსებობს

ინდოეთში აცხადებენ, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის ფონზე რუსული ნავთობის ყიდვისას მორალური კონფლიქტი არ არსებობს. ამის შესახებ RBC CNN-ზე დაყრდნობით იტყობინება. „არ არსებობს კონფლიქტი. ჩვენ გვყავს ჩვენი მომხმარებლები… ჩვენ გვყავს 1,34 მილიარდი მოსახლეობა და ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ მათი ენერგომომარაგება“, – განაცხადა ინდოეთის ნავთობის მინისტრმა ჰარდიპ სინგ პურიმ. მისი თქმით, მარტის ბოლოს ინდოეთში რუსული ნავთობის იმპორტმა მთლიანი იმპორტის 0,2% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ინდოეთი ...

Read More »

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა წლიური ანგარიშები მოისმინა

სსიპ მინერალური რესურსების სააგენტოს უფროსმა ანდრო ასლანიშვილმა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტს მინერალური რესურსების სააგენტოს საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. ანგარიში წიაღის სექტორის სტრატეგიას – ხედვას, მიზნებს, ამოცანებს და სტრატეგიით გათვალისწინებულ ძირითადი მიმართულებებს მოიცავდა. მომხსენებელმა ისაუბრა წიაღის სექტორის რეფორმის განხორციელების ფაზებზე ისაუბრა და შესაბამისი სტატისტიკური მონაცემები წარადგინა. მან დეპუტატებს განხორციელებული და მიმდინარე აქტივობების თაობაზე და 2023 წლის გეგმებზე მიაწოდა ინფორმაცია. „ჩვენთვის ...

Read More »