Author Archives: admin

ქარის ენერგეტიკის განვითარების ტენდენცია 2000-2050 წლებზე (ინფოგრაფიკი)

მსოფლიოში უდიდესმა ქარის ტურბინამ ენერგიის გამომუშავება დაიწყო

პრეს რელიზის მიხედვით, დანიაში, დასავლეთ იუტლანდიაში, Østerild-ის ქარის ტურბინების საცდელ ცენტრში Vestas V236-ის პროტოტიპი ამუშავდა. ეს 15 მეგავატიანი ქარის ტურბინა ამ მომენტში მსოფლიოში უდიდესია. მსოფლიოს განვითარებული ქვეყნები წიაღისეული საწვავის მოხმარების შემცირებასა და ენერგიის განახლებადი წყაროების წახალისებას ცდილობენ. ამ პროცესში ქარის ენერგია ერთ-ერთი ყველაზე დაწინაურებული არჩევანია. მზის ენერგიასთან შედარებით, ქარის ენერგიის გამოყენებას არაერთი უპირატესობა აქვს. მაგალითად, ქარის ტურბინა ბევრად ნაკლები ფართობის მიწა ...

Read More »

ევროპაში რეკორდულად მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება

ევროპაში რეკორდულად მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება. როგორც BBC იუწყება, პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში 2023 წლის პირველ დღეებში, ჰაერის ტემპერატურამ პლიუს 18.9 გრადუსს მიაღწია, ესპანეთის ქალაქ ბილბაოში კი, 25.1 გრადუსზე მეტია. როგორც დასავლური მედია იუწყება, ბილბაოში ტემპერატურა, ივლისის თვის საშუალო ტემპერატურას გაუტოლდა. რეკორდულად მაღალია ტემპერატურა ნიდერლანდებში, ლიეტუვაში, ლატვიაში, ჩეხეთსა და დანიაშიც. შვეიცარიაში სინოპტიკოსებმა პლიუს 20 გრადუსი დააფიქსირეს. მაღალი ტემპერატურა შვეიცარიის სამთო-სათხილამურო კურორტებზე ნეგატიურად აისახა.

Read More »

ევროპა თხევადი გაზის უმსხვილესი მომხმარებელი გახდა

2022 წელს ევროპამ მნიშვნელოვნად გაზარდა თხევადი გაზის შეძენა, ხოლო ჩინეთმა და აზიის სხვა ქვეყნებმა, პირიქით, თხევადი გაზის შეძენა შეამცირეს. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება. გასულ წელს ჩინეთმა თხევადი გაზის შეძენა 21%-ით შეამცირა, ბრაზილია 72%-ით და ინდოეთმა 17%-ით. რუსულ ბუნებრივ გაზზე უარის თქმის შემდეგ საფრანგეთმა თხევადი გაზის შეძენა 99%-ით გაზარდა, ბელგიამ 167%-ით და ნიდერლანდებმა – 99%-ით. ამით გერმანიამაც ისარგებლა, რომელსაც დეკემბრამდე თხევადი გაზის ...

Read More »

ჩინეთში კოვიდთან დაკავშირებული სიტუაციის ფონზე, ნავთობის ფასი მკვეთრად შემცირდა

2023 წლის  5  იანვრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  77,93 (-5,08%)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  73,69 (-4,21%)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

ბულგარეთმა თურქეთთან, გაზის მიწოდებაზე 13-წლიანი კონტრაქტი გააფორმა

ბულგარულმა გაზის კომპანია Bulgargaz-მა და თურქულმა სახელმწიფო კომპანია BOTAŞ-მა, ხელი მოაწერეს 13-წლიან შეთანხმებას ბულგარეთისთვის თხევადი ბუნებრივი აირის ტერმინალებზე და ბუნებრივი აირის ქსელზე წვდომის მინიჭების შესახებ, რათა გაზის მიწოდება შეძლონ. თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ფატიჰ დონმეზის თქმით, „13-წლიანი შეთანხმება ითვალისწინებს წელიწადში 1,5 მილიარდ კუბურ მეტრ გაზის ტრანსპორტირებას და ხელს შეუწყობს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის მიწოდების უსაფრთხოების გაუმჯობესებას“. შეთანხმების თანახმად, ბუნებრივი აირი, რომელსაც ...

Read More »
აზერბაიჯანმა 2016 წლის ბიუჯეტში ბარელი ნავთობის ფასი 50$ ჩადო

ჩინური კომპანია ავღანეთში ნავთობის საბადოების ექსპლუატაციას იწყებს

ავღანეთის „თალიბანის მოძრაობის“ სამთო და ნავთობის მინისტრმა შაჰაბუდინ დელავარმა და ჩინური კომპანიის წარმომადგენელმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ქვეყნის ჩრდილოეთში ნავთობის საბადოების ექსპლუატაციის შესახებ. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. „ჩინურ კომპანიას კონტრაქტით გადაცემული საბადოების ფართობი 4,5 ათასი კვადრატული კილომეტრია და ისინი ქვეყნის სამ პროვინციაში – სირპულში, ჯავზჯანსა და ფარიაბშია განლაგებული“, – ნათქვამია ინფორმაციაში. კონტრაქტის სხვა დეტალები ამ დრომდე არ გახმაურებულა.

Read More »
ინტერ რაო სპეციელური კომისია: საქართველო ზამთრის სეზონს მომზადებული ხვდება

“ინტერ რაო საქართველო”-ს შემოსავალი გაორმაგდა

საქართველოში რუსული ელექტროენერგიით ვაჭრობისთვის კომპანია “ინტერ რაო საქართველო” 2019 წელს დაფუძნდა. მასში 50.01%-იან წილს რუსული ენერგოგიგანტი ფლობს, ხოლო 49.99%-იანი წილი შპს “ლუქს ენერჯი ჰოლდინგს” ეკუთვნის. “კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს იმპორტირებული ელექტროენერგიის რეალიზაციას საქართველოში, სომხეთსა და თურქეთში,” – ნათქვამია, BM.GE-ს ცნობით, კომპანიის მმართველობით ანგარიშში. 2021 წელს კომპანიის შემოსავალი გაორმაგდა და მან 107.9 მილიონ ლარს მიაღწია. გაოთხმაგებულია კომპანიის წმინდა მოგებაც და მან ...

Read More »

გერმანიაში თხევადი გაზის კიდევ ორი ტერმინალი გაიხსნება

მომდევნო კვირას, გერმანიაში, ლუბმინში კიდევ ერთი LNG (თხევადი გაზის) ტერმინალის გახსნა იგეგმება. ამის შესახებ გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრ იონას გაჰრ შტორესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. . „ჩვენ უკვე გვაქვს LNG-ის (თხევადი გაზის) მიღების ტერმინალი გერმანიის პორტში, ვილჰელმშავენში. ლუბმინში მსგავსი ტერმინალი მომავალ კვირას, ხოლო ბრუნსბრუტელში უახლოეს კვირებში გაიხსნება. ამრიგად, ჩვენ შევძელით ავაშენოთ LNG ინფრასტრუქტურა, რომელსაც შეუძლია შეცვალოს Nord Stream ...

Read More »

გერმანია და ნორვეგია წყალბადის სატუმბ მილსადენს ააშენებენ

გერმანია და ნორვეგია ენერგეტიკისა და კლიმატის დაცვის სფეროებში გრძელვადიან მჭიდრო პარტნიორობაზე შეთანხმდნენ. გერმანიის ვიცე-კანცლერი და ეკონომიკის მინისტრი რობერტ ჰაბეკი და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი იონას გარ სტიორე 5 იანვარს, ოსლოში შეხვედრაზე სტრატეგიულ პარტნიორობაზე შეთანხმდნენ. ამ მილსადენით ნორვეგიული კონცერნი Equinor ჯერ გერმანიას ბუნებრივ აირს მიაწოდებს, შემდეგ კი განახლებადი ენერგიის გამოყენებით წარმოებულ წყალბადს, რომელსაც გერმანული კომპანია RWE მიიღებს. “ჩვენ ვიცით, რომ წყალბადი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ...

Read More »

სემეკმა მოქალაქეებს კომუნალური კომპანიების მიერ უსაფუძვლოდ დარიცხული 1 მილიონ ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) 2022 წლის განმავლობაში 15 437 განცხადება/წერილი შევიდა. აქედან, კომუნალური კომპანიების წინააღმდეგ  3549 განცხადება/საჩივარი იყო, რომელთა საფუძველზეც  გასული წლის განმავლობაში სემეკმა მოქალაქეებს ჯამურად 1 244 818 ლარი ჩამოაწერა. ელექტროენერგეტიკის სექტორში ჩამოწერილი თანხების ჯამმა 166 266 ლარი შეადგინა, ბუნებრივი გაზის სექტორში – 730 233 ლარი. წყალმომარაგების სექტორში – 348 319 ლარი. სემეკი შეახსენებს ელექტროენერგეტიკის, ...

Read More »