Author Archives: admin

Tanap საქართველოს რეგიონალურ და გლობალურ დონეზე მნიშვნელოვანი მოთამაშედ აქცევს

ყაზახეთის პრეზიდენტმა რუსეთის გვერდის ავლით ნავთობის მიწოდების გაზრდის დავალება გასცა

“ნავთობის ტრანსპორტირება ტრანსკასპიური მარშრუტით (საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანი, რომელიც გადის ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და შემდგომ თურქეთსა და ევროპის ქვეყნებში) წელიწადში 20 მილიონ ტონამდე გაიზრდება”, –  ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტმა, კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა მანგისტაუს რეგიონის საზოგადოებასთან შეხვედრაზე განაცხადა, იუწყება ყაზახეთის ხელმძღვანელის პრესსამსახური Telegram-ზე. ტოკაევის თქმით, მსოფლიო ბაზრებზე არსებული ვითარების გათვალისწინებით, ტრანსკასპიური მარშრუტის შემდგომ განვითარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. „ამ საკითხთან დაკავშირებით ...

Read More »

ევროკავშირის 17-მა ქვეყანამ უკრაინაში 500 ელექტრო გენერატორი გაგზავნა

ევროკავშირის ქვეყნები უკრაინის თხოვნას გამოეხმაურნენ და ქვეყანას 500 ელექტრო გენერატორი გაუგზავნეს. ამის შესახებ უკრაინის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ვიცეპრემიერმა, ოლგა სტეფანიშინამ დაწერა. “გმადლობთ, რუსული ტერორის წინააღმდეგ უკრაინის მხარდაჭერისთვის. კვირების განმავლობაში რუსეთი უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას უტევს. ევროკავშირის 17-მა წევრმა ქვეყანამ ჩვენი მოთხოვნა შეისმინა და 500 ელექტრო გენერატორი გაუგზავნა, რომ დაეხმარონ უკრაინელებს ზამთრის გადატანაში”, – დაწერა მან Twitter-ში. უკრაინამ შესაბამისი თხოვნით ნატოსა და ევროკავშირის ...

Read More »
გორის გარდა, ქარის ენერგიის ასათვისებლად საქართველოში 4 ლოკაციის შესწავლა მიმდინარეობს

ნიგოზას ქარის ელექტროსადგური წინასამშენებლო ფაზაშია

რადიო „კომერსანტის“ ეთერში ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილე ანი ჯანუყაშვილმა განაცხადა, რომ ტრადიციული და ალტერნატიული ენერგეტიკული პროექტების წასახალისებლად გასულ კვირას მთავრობამ კიდევ უფრო მოქნილი და საინტერესო წახალისების სქემა შემოგვთავაზა. „ეს სქემა, ელექტროსადგურის ოპერირებიდან 15 წლის განმავლობაში, კონკრეტულ მხარდაჭერას გულისხმობს. ეს მხარდაჭერაა – ბაზარზე დაფიქსირებულ წონასწორობის ფასსა და შემოთავაზებულ ტარიფს შორის სხვაობის ანაზღაურება, რაც რეალური ინვესტორებისთვის საინტერესო და მიმზიდველი იქნება,“ — განაცხადა ანი ...

Read More »

ვოლოდიმირ ზელენსკი – მინდა, გავაფრთხილო რუსეთი, რომ კახოვსკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების შესაძლო მცდელობა მთელი მსოფლიოსთვის ომის გამოცხადებას ნიშნავს

მინდა, კიდევ ერთხელ და ცალკე გავაფრთხილო ყველა, ვინც მოსკოვში შესაბამის გადაწყვეტილებებს იღებს – თქვენი ნებისმიერი მცდელობა, ააფეთქოთ კახოვსკის ჰიდროელექტროსადგური, დატბოროთ ჩვენი ტერიტორია და გააუწყლოოთ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური, ნიშნავს თქვენს მიერ ომის მთელი მსოფლიოსთვის გამოცხადებას, დაფიქრდით, რა დაგემართება, – ასე მიმართავს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის ხელისუფლებას. ზელენსკის თქმით, ახლა დონეცკის რეგიონში არის ყველაზე დიდი დაპირისპირება და იქ ბევრი რამ წყდება. მისივე თქმით, ნებისმიერი დანაკარგი იქ, არის ქვეყნის დანაკარგი. პრეზიდენტის განცხადებით, ისინი ...

Read More »

ლევან დავითაშვილი ევროკომისარს ენერგეტიკის საკითხებში, კადრი სიმსონს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ევროკომისარს ენერგეტიკის საკითხებში, კადრი სიმსონს შეხვდა. საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული ორმხრივი პროექტები და საქართველოს საკანონმდებლო ბაზის ევროპულ კანონმდებლობასთან დაახლოება, – ეს იყო ძირითადი თემები, რომლებზეც ლევან დავითაშვილმა და კადრი სიმსონმა ისაუბრეს. „ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი განხილვა ორმხრივ პროექტებზე და იმაზე, თუ როგორ შეუძლია საქართველოს თავისი კანონმდებლობა და რეგულაციები ...

Read More »
საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება პირველ კვარტალში 1.8%-ით გაიზარდა

თბილისის ქუჩები, რომლებსაც დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

10 ნოემბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს. საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), გაგარინის, ალმასიანის, აფაქიძის, კვერნაძის, ბერბუკის, ასლანიდის, ალექსიძის, ბოჭორიშვილის, ფიზკულტურის, ტყვარჩელის, იმედაშვილის, არდაზიანის, შარტავას, ვაზისუბნის, ზემო ვეძისის, გოთუას, მგალობლიშვილის, კანდელაკის, სახოკიას, ჩერქეზიშვილის, დარასელიას,  ლვოვის, ონიაშვილის, ოდესის, ზოვრეთის, ქანთარიას, იმედაშვილის, ანაგის და ბახტრიონის ქუჩების მოსახლეობას. გლდანის ...

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი $100-ს ჩამოსცდა

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 2,68 აშშ დოლარით შემცირდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 99,92 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »
სახელმწიფო კომპანიებისგან საწვავს 1.33–დან 1,47 ლარამდე ფასად შეიძენს

მსოფლიოში საწვავი ძვირდება, საქართველოში – იაფდება!

საქართველოში საწვავი იაფდება და შესაშურად სტაბილურ ტენდენციას აჩვენებს, მსოფლიოში კი, პირიქით, ნავთობპროდუქტის ფასი იზრდება. საერთაშორისო ბირჟებზე გაძვირების ტალღა „ოპეკი პლუსის“ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას უკავშირდება. გლობალურ ბაზრებზე არსებული ვითარების საწინააღმდეგოდ, საქართველოში დადებითი დინამიკა ნარჩუნდება, მიუხედავად იმისა, რომ იგი მსოფლიო ბაზრის ტრენდს არ ემთხვევა. როგორ “რეზონანსმა” გაარკვია, ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება. უკვე ერთ კვირაზე მეტია, რაც მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასმა გეზი გაძვირებისკენ ...

Read More »

ევროპაში გაზის ფასი 3,5%-ით შემცირდა

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი შემცირდა. დღვანდელი მონაცეებით, ევროპაში გაზის სექტემბრის ფიუჩერსების ფასი ბოლო 24 სთ-ის მანძილზე დაახლოებით 3.5%-ით შემცირდა და 1000 კუბურ მეტრზე 1 180 დოლარი შეადგინა. 2000 დოლარიან ფსიქოლოგიურ ნიშანულს ბუნებრივი აირის ფასი ბოლოს 26 ივლისს ასცდა, როდესაც „გაზპრომმა“ გამოაცხადა, რომ Nord Stream-ის გაზსადენზე მდებარე პორტოვაიას სადგურზე Siemens-ის კიდევ ერთი ტურბინა იყო გაჩერებული. 27 ივლისს Nord Stream-ით გადასატანი გაზის ...

Read More »
ყირიმის მოსახლეობას კიდევ რამდენიმე თვით ემუქრება ელექტროენერგიის მიწოდებაში შეფერხება

ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდებაზე გრაფიკი დაწესდა

კომპანია „ჩერნომორენერგომ“ ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდების გრაფიკი გამოაქვეყნა. გრაფიკის მიხედვით, მოსახლეობის უმეტესობას ელექტროენერგია დღე-ღამეში ხუთჯერ თითო საათით შეუწყდება, ნაწილს კი – ოთხჯერ. მანამდე კომპანია „ჩერნომორენერგომ“ განაცხადა, რომ სატესტო რეჟიმში მუშაობისას, „«Ачгуара-ს” (აჩიგვარა) მაღალი გადამცემი ხაზის გარკვეულ მონაკვეთებზე პრობლემები გამოვლინდა. შეზღუდვები აბონენტებს არსებული ხარვეზების სრულ აღმოფხვრამდე ექნებათ. ოჩამჩირის რაიონში“Ачгуара-ს” (აჩიგვარა) მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზზე, 1 ნოემბერს ავარია მოხდა. მანამდე 4 თვის ...

Read More »