Author Archives: admin

ნავთობის ფასი გაიზარდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2022 წლის 14 იანვრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  86.22 (+ 1.75)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  83.56 (+  1.44)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

პანდემიამ „მწვანე ენერგეტიკის“ დანერგვა შეაფერხა

ამის ყველას ეშინოდა, თუმცა საბოლოოდ, 2021 წელმა ისევ გლობალური პანდემიის ეგიდის ქვეშ ჩაიარა. მეორე პლანზე გადავიდა სხვა, ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა, მაგალითად მწვანე ენერგეტიკის დანერგვა, რომელიც მომავალში მსოფლიო ეკონომიკისთვის გადამწყვეტი იქნება, მაგრამ არა დღეს. პანდემიის პირობებში, მსოფლიოს ყურადღება რამდენიმე საკითხმა მიიპყრო: ინფლაცია 2021 წელს კაცობრიობა არა ლოკდაუნებმა, არამედ ფასების საყოველთაო ზრდამ, და ეკონომიკური თანამშრომლობის და მიწოდების ჯაჭვების დარღვევამ შეძრა. ეს ...

Read More »

დღეს თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 17 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. საბურთალოს რაიონი – 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ დიღმის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის, დიდი დიღმის I, III მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ფარნავაზის გამზირის, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), დიღმის მასივის I კვარტლის (ნაწილობრივ), ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირის, ტარიელის, გიორგი ბრწყინვალის, მეფე მირიანის, პეტრე იბერის, პეტრიწის, დემეტრე თავდადებულის, ვეფხისტყაოსნის, ...

Read More »

კატასტროფული „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ და „მწვანე ევროპა“

არსებობს სრულიად რეალური ალბათობა იმისა, რომ ზამთარში ევროკავშირში საწვავის მწვავე დეფიციტი წარმოიქმნას – მაღალი ფასები გაზზე და ელექტროენერგიაზე უკვე ნორმად იქცა და ამას ბოლო არ უჩანს. პუტინი კარგად ხვდება, რომ ევროპა რუსულ გაზზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული, ახალი გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ კი ამ დამოკიდებულებას გააორმაგებს და უკრაინაზე, ევროკავშირზე, ნატო-ზე და პირველ რიგში ევროპის უმსხვილეს ეკონომიკაზე, გერმანიაზე პოლიტიკური ზეწოლის იარაღი გახდება. გერმანია აგრძელებს ...

Read More »

„თბილისი ენერჯი“: უსაფრთხოების ერთ-ერთი დიდი დარღვევა – გამათბობელი დამონტაჟებულია მისაღებ ოთახში, ხოლო საკვამლე მილი გადის ლოჯიაში

„თბილისი ენერჯი“ ერთ-ერთი მომხმარებლის სახლში თვითნებურად დამონტაჟებული გამათბობლის ფოტოებს ავრცელებს, სადაც საკვამლე მილი მეორე ოთახში, დახურულ სივრცეში გადის. „უსაფრთხოების ერთ-ერთი დიდი დარღვევა, რაც კი ოდესმე გვინახავს – გამათბობელი დამონტაჟებულია მისაღებ ოთახში, ხოლო საკვამლე მილი გადის ლოჯიაში! გთხოვთ, მიაქციეთ ყურადღება თქვენს სახლში დამონტაჟებულ გაზის დანადგარებს! არ გამოიყენოთ კუსტარული აკრძალული დანადგარები“, – აცხადებენ კომპანიაში.

Read More »

მაინინგის პრობლემა სვანეთში: რა არის გამოსავალი

სვანეთში ელექტროენერგიის მოხმარება ადგილობრივების მიერ ხატზე დაფიცების შემდეგ, შემცირების ნაცვლად, გაიზარდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კრიპტოვალუტის მაინერები ისევ ჩართულია. ამჟამად რეგიონის ელექტრომომარაგება უწყვეტად ხორციელდება, მაგრამ ნებისმიერ წუთს შეიძლება ელექტროქსელმა დიდ დატვირთვას ვერ გაუძლოს და ავარიულად გაითიშოს. ენერგო–პრო ჯორჯია ვერ ამბობს, როგორ მოაგვარებს ენერგეტიკულ პრობლემებს რეგიონში და რას უშველის ჭარბ მოხმარებას. მაინინგი თუ უფასო დენი?! მესტიაში მოსახლეობამ წმინდა გიორგის ხატზე 2021 წლის 30 ...

Read More »
საწვავის მოხმარება მნიშვნელოვნად გაიზარდა

მოკლევადიან პერიოდში „ვისოლი“ საწვავის ფასს არ გაზრდის – ვასილ ხორავა

მოკლევადიან პერიოდში „ვისოლი“ საწვავის ფასს არ გაზრდის, ამის შესახებ „ბიზნეს ფორმულას“ კომპანია „ვისოლის“ გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხორავამ განუცხადა. მისი განმარტებით, სანავთობო ბირჟებზე გაზრდილი ფასებიდან გამომდინარე, კომპანია ნავთობის ფასს ვერ შეამცირებს, თუმცა არსებული მარაგების ხარჯზე უახლოეს პერიოდში ფასები არსებულ დონეზე შენარჩუნდება. „იანვრის დასაწყისიდან მოყოლებული ნავთობი ყოველდიურად მაღალ ნიშნულს აფიქსირებდა. დღეს უკვე ბარელის ფასი 85 დოლართან არის მიახლოებული. ეს რა თქმა უნდა, ...

Read More »

ელექტრომობილებზე მოთხოვნის ზრდა ნიკელს აძვირებს

რამდენიმე დღის წინ საერთაშორისო ბირჟებზე ნიკელის ფასმა 10-წლიან მაქსიმუმს – 1 ტონაზე $22 745-ს მიაღწია. ამ ლითონის ფასს ელექტრომობილებზე მოთხოვნის მატების მოლოდინი ზრდის, რადგან ამ მანქანების მთავარ დეტალში – ბატარეაში – ნიკელი დიდი რაოდენობით გამოიყენება. დღევანდელი ფასი რეკორდულია 2011 წლის შემდეგ. ბოლო დღეებში ნიკელი მცირედით გაიაფდა, თუმცა, მაინც საკმაოდ მაღალი დარჩა – $22 245. ბოლო პერიოდში ფერადი ლითონების მარაგი მსოფლიოში ...

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი ზრდას განაგრძობს

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 1,80%-ით, 1,57 აშშ დოლარით გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 84,47 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »

ჩინეთი სახელმწიფო რეზერვიდან ნავთობს გაყიდის

ჩინეთი სახელმწიფო მარაგებიდან ნავთობის გაყიდვას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს. შეთანხმება 2021 წლის ბოლოს იქნა მიღწეული. ნავთობის მოცულობა, რომლის გამოშვებას პეკინი გეგმავს, არ არის დაკონკრეტებული, მაგრამ ცნობილია, რომ ეს დამოკიდებული იქნება ენერგიის ფასების დონეზე. შეერთებულმა შტატებმა აზიის რამდენიმე ქვეყანას სთხოვა ნავთობის სტრატეგიული მარაგები გაეთავისუფლებინათ, რათა OPEC-ზე ზეწოლა მოეხდინათ და მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის ფასები შემცირებულიყო. ჯოზეფ ბაიდენის კოალიციას, ნავთობის მსოფლიო ფასების ...

Read More »