Author Archives: admin

აზერბაიჯანი 2022 წელს ევროპაში გაზის მიწოდებას 9,1 მლრდ კუბ.მ-მდე გაზრდის

აზერბაიჯანი გეგმავს, ევროპაში გაზის ექსპორტი 9,1 მლრდ კუბ.მ-მდე გაზარდოს. ამის შესახებ ანტალიაში მიმდინარე დიპლომატიურ ფორუმზე რესპუბლიკის ენერგეტიკის მინისტრმა ფიარვიზ შახბაზოვმა განაცხადა. „ტრანსადრიატიკის მილსადენის ამოქმედების დროიდან დღემდე, ევროპაში ექსპორტირებულია 9,7 მლრდ კუბ.მ გაზი. წელს ჩვენი გაზის ექსპორტი თურქეთში გაიზრდება 8,2 მლრდ კუბ.მ-მდე, ხოლო ევროპაში 9,1 მლრდ კუბ.მ-მდე” – განაცხადა მინისტრმა. მან ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანაში გაზის მარაგები, აზერბაიჯანული გაზის მიმართ დაინტერესება ...

Read More »

ნავთობის ფასი შემცირებას განაგრძობს

2022 წლის 14 მარტის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  108,88  (-3.79)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  105,48  (-3.81)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, თბილისში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, თბილისში, 14 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობით, დიდუბის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის V კვარტლის, აღმაშენებლის ხეივანის მე-9 კილომეტრის, სამხედრო გზატკეცილის, ახმეტელის, ლუბლიანას, ბელიაშვილის, გიული ჭოხონელიძის, ესმა ონიანის, მიხეილ ჭიაურელის და დავით რონდელის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო, 12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ჩაჩავას ქუჩის მოსახლეობას. ...

Read More »

ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის დენით მომარაგება განახლდა

უკრაინის ეროვნულმა ენერგეტიკულმა კომპანიამ „უკრენერგომ“ დაასრულა სარემონტო სამუშაოები და განაახლა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის დენით მომარაგება. ინფორმაციას CNN ავრცელებს. „უკრენერგოს“ ტელეგრამის არხზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინელმა სპეციალისტებმა დაასრულეს სარემონტო სამუშაოები და აღადგინეს ელექტროენერგიის მიწოდება ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე და ქალაქ სლავუტიჩზე.  

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი თითქმის 2 დოლარით შემცირდა

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 1,912 აშშ დოლარით შემცირდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 116,64 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »

ირანთან ბირთვული შეთანხმება შესაძლოა ჩაიშალოს რუსეთის მოთხოვნების გამო

საფრანგეთმა, ბრიტანეთმა და გერმანიამ 12 მარტს რუსეთი გააფრთხილეს, რომ მისმა მოთხოვნებმა, გარანტირებული ჰქონდეს ირანთან ვაჭრობა, შესაძლოა ჩაშალოს თითქმის დასრულებული ბირთვული შეთანხმება. სამი ქვეყანა, რომლებიც ირანთან 2015 წელს გაფორმებული, გარღვევად მიჩნეული ბირთვული ხელშეკრულების ხელმომწერ სახელმწიფოთა შორის იყვნენ, ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ირანის ბირთვული ხელშეკრულება არავინ უნდა გამოიყენოს სხვა შინაარსის გარანტიების მოსაპოვებლად. “ეს ქმნის შეთანხმების ჩაშლის საფრთხეს, რაც ირანის ხალხს ...

Read More »

ევროპაში გაზის ფასი $3 900-დან $1 400-მდე შემცირდა

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი ორშაბათის რეკორდული  3 900 აშშ დოლარამდე გაზრდის შემდეგ, შემცირდა და კვირის მანძილზე დაახლოებით 3 300 აშშ დოლარიან ნიშნულზე იყო გაჩერებული. თუმცა, პარასკევს კვლავ მკვეთრად შემცირდა და 1400 აშშ დოლარიან ნიშნულსაც ჩამოსცდა. ევროპაში ბუნებრივი აირის ფიუჩერსების ფასმა ბოლო 24 სთ-ის მანძილზე 1000 კუბურ მეტრზე 1 387,6 დოლარი შეადგინა.  

Read More »

რუსეთის საგარეო უწყება ევროკავშირს ენერგორესურსებზე ფასების ზრდით ემუქრება

რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გე­ნე­ლის ნი­კო­ლაი კობ­რი­ნე­ცის გა­ნა­ცხა­დე­ბით, რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ და­წე­სე­ბუ­ლი სან­ქცი­ე­ბის გამო, ევ­რო­კავ­შირს ენერ­გო­რე­სურ­სებ­ზე ფა­სე­ბის ზრდა ემუქ­რე­ბა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას „რო­ი­ტერ­სი“ ავ­რცე­ლებს. „ევ­რო­კავ­შირ­მა შე­საძ­ლოა სამ­ჯერ მეტი გა­და­ი­ხა­დოს ნავ­თობ­ზე, გაზ­ზე და ელექტრო­ე­ნერ­გი­ა­ზე. მე მჯე­რა, რომ ევ­რო­კავ­ში­რი ამით სარ­გე­ბელს არ მი­ი­ღებს – ჩვენ გვაქვს უფრო მტკი­ცე მა­რა­გი და უფრო ძლი­ე­რი ნერ­ვე­ბი”, – დას­ძი­ნა კობ­რი­ნეც­მა.

Read More »

რუსეთის ბირთვული საწვავის მომავალი გაურკვეველია

უკრაინაში რუსეთის შეჭრამ ევროპის ენერგეტიკული მომავალი ეჭვქვეშ დააყენა. სლოვაკეთმა, რომელიც სრულადაა დამოკიდებული TVEL-ის მიერ შემუშავებულ რუსულ ბირთვულ საწვავზე, უკრაინაში ომის დაწყების შემდგომ, მიმწოდებლის ალტერნატივის ძიება დაიწყო. ამ მხრივ ერთადერთი ეფექტიანი შემცვლელი ამერიკული Westinghouse-ი უნდა იყოს, რომელიც, ქვეყნის ეკონომიკის მინისტრის აზრით, საკმაოდ ძვირია. ალტერნატიული მიმწოდებლის მოძიების შესახებ დისკუსია გასულ კვირას დაიწყო, როდესაც ბირთვული საწვავით დატვირთული რუსული თვითმფრინავი, მიუხედავად მათთვის დაკეტილი საჰაერო ...

Read More »

აზერბაიჯანი: ევროპის მოსამარაგებლად საკმარისი გაზი გვაქვს

აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტრო მსოფლიოს ენერგეტიკულ ბაზრებზე შექმნილ ვითარებას გამოეხმაურა. უწყების ცნობით, აზერბაიჯანს ბუნებრივი აირის საკმარისი მარაგები აქვს როგორვ ევროპაში ექსპორტისთვის, ასევე მეზობელ სახელმწიფოებისთვის მიწოდებული გაზის მოცულობის გასაზრდელად.

Read More »