Author Archives: admin

გაზის ფასის გაძვირების გამო მოლდოვის პარლამენტმა მოსახლეობას კომპენსაცია გაუზარდა

გაზის ფასის გაძვირების გამო,ც მოლდოვის პარლამენტმა ქალაქებში ცენტრალიზებული გათბობის მომსახურებისთვის კომპენსაცია გაზარდა. როგორც აზრბაიჯანული “რეპორტი” იუწყება, იანვრიდან ტარიფის კომპენსაცია 67%-დან 80%-მდე გაიზრდება. შესაბამისად, გათბობის გადასახადზე კომპენსაციის მაქსიმალური ოდენობა თვეში 450-დან 815 ლეიმდე გაიზრდება (45 აშშ დოლარზე მეტი – რედ.). გარდა ამისა, მოცულობა რომელზეც გავრცელდება კომპენსაცია, 1-დან 1,5 გიგაკალორიამდე გაიზრდება. გასული წლის ბოლოს, ბუნებრივი აირის ფასის ორჯერ გაზრდის შემდეგ, მოლდოვის მთავრობამ ...

Read More »

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი 6%-ით გაიზარდა

ევროპაში გაზის ფიუჩერსების ფასი, ბოლო 24 საათში, დაახლოებით 6%-ით გაიზარდა. გაზის თებერვლის ფიუჩერსების ფასმა ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში ვაჭრობის გახსნისას ათას კუბურ მეტრზე  880 აშშ დოლარი შეადგინა. შეგახსენებთ, რომ 21-22 დეკემბერს გაზი ევროპის ბაზარზე $2 000-ზე მეტი ღირდა. თუმცა, შემდეგ, ევროპაში ძლიერი ქარის გამო ქარის ელსადგურებზე ელგამომუშავების რეკორდულ მაჩვენებელისა და აშშ-დან გათხევადებული აირის მარაგების გაზრდის გამო ბუნებრივი აირის ფასი განახევრდა. ფასების ...

Read More »

ატომურ ელექტროსადგურ ფოკუსიმა-1-ზე ხსნარის გაჟონვა მოხდა

ატომურ ელექტროსადგურ ფოკუსიმა-1-ის ოპერატორი, Tokyo Electric Power Company-ის 4 ტონა ხსნარის გაჟონვის შესახებ იტყობინება, რომელიც ავარიული სადგურის ქვეშ ყინულის კედლის შენარჩუნებისთვის გამოიყენებოდა. გაჟონილი ხსნარისგან აკეთებენ მიწისქვეშა „კედელს“, რომელიც საშუალებას არ აძლევს მიწისქვეშა წყლებს რეაქტორის კონსტრუქციაში მოხვდეს. როგორც ცნობილია ყინულის კედელი კიდევ ინარჩუნებს გრუნტის წყლებს, ხოლო ხსნარი ბუნებას ზიანს არ აყენებს. შეგახსენებთ, რომ ფოკუსიმას ბირთული კატასტროფა 10 წლის წინ მოხდა. ყინულის ...

Read More »

გაზის მიწოდების გაზრდის განხილვის მიზნით, ევროკომისარი ენერგეტიკის საკითხებში აზერბაიჯანს ეწვევა

ევროპის კომისარი ენერგეტიკის საკითხებში კადრი სიმსონი თებერვალში აზერბაიჯანსა და აშშ-ში გამართულ კონფერენციებს დაესწრება, სადაც ევროპისთვის გაზის მიწოდების გაზრდის გზებს განიხილავენ. ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისრის განცხადება საფრანგეთში კონტინენტის ენერგეტიკის მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ გაკეთდა. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირი აქტიურად აწარმოებს მოლაპარაკებებს პარტნიორებთან გაზის მიწოდების გაზრდის შესაძლებლობაზე. ევროპაში გაზის მიწოდების კრიზისმა რუსეთიდან გაზის მიწოდების დეფიციტის გამო, ენერგიის ფასების ზრდა გამოიწვია.

Read More »

2021 წელს რუსეთიდან ჩინეთში ნავთობის იმპორტი 4,5%-ით შემცირდა

2021 წელს რუსული ნავთობის იმპორტი ჩინეთში 4,5%-ით შემცირდა და შეადგინა 79,64 მლნ ტონა. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავარ საბაჟო სამმართველოს განცხადებაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, რუსეთი მეორე ადგილზეა ჩინეთში ნავთობის წამყვან მიმწოდებლებს შორის. პირველ ადგილზეა საუდის არაბეთი, რომელმაც 12 თვეში ჩინეთს 87,56 მილიონი ტონა მიჰყიდა 43,93 მილიარდ დოლარად (ზრდა 3,1%-ით და 56,54%-ით შესაბამისად). რუსეთს მოსდევს ერაყი (54,07 მლნ ...

Read More »
საქართველოსა და სომხეთს შორის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდება

იმპორტირებული კვტ.სთ ელექტროენერგიის ფასი 2021 წელს 2014 წელთან შედარებით 27%-ით არის შემცირებული

მონაცემები იმპორტირებულ ელექტროენერგიაში გადახდილი თანხების შესახებ აღებულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, ხოლო იმპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობის შესახებ ესკოს ვებგვერდიდან სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებგვერდზე იმპორტირებულ ელექტროენერგიაში 2009 წლიდან დღემდე გადახდილი თანხების შესახებ მოიპოვება ინფორმაცია. ელექტროენერგეტიკული ბაზრის კომერციული ოპერატორის (ესკო) და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებ გვერდზე განთავსებული მონაცემების თანახმად, საქართველომ საქართველოს მიერ 2009 წლიდან დღემდე იმპორტირებული ელექტროენერგიის კვტ.სთ-ის საშუალო წლიური ფასი, როგორც ეს ინფოგრაფიკიდან ...

Read More »

ნავთობის ფასი კვლავ შემცირდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2022 წლის 21 იანვრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  87.89 (- 0.49)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  85.14 (-  0,41)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

ბენზინი დაახლოებით 5 თეთრით გაძვირდება

საქართველოს ნავთობპროდუქტების ბაზარზე საწვავის გაძვირებას ელიან. დაახლოებით 10 დღეში ფასები დაკორექტირდება და ბენზინი  დაახლოებით 5 თეთრით გაძვირდება. ამის შესახებ ,,კომერსანტთან“ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელმა ვანო მთვრალაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ამ ეტაპზე იმპორტი  შედარებით პასიურია, რაც ფასის სტაბილურობის შესაძლებლობას იძლევა. თუმცა მომავალ პერიოდში, დაახლოებით 10 დღეში, ან უფრო ადრე, როცა ახალი პარტიები შემოვა, ფასები დაკორექტირდება ზრდის მიმართულებით. „ადგილობრივ ბაზარზე ვითარება ჯერჯერობით ...

Read More »
ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვით ჰაერის დაბინძურება კვლავ მწვავე პრობლემად რჩება

ავტომობილში „კატალიზატორის“ ქონის ვალდებულება გადავადდა

ავტომობილების ინსპექტირების ტექნიკურ რეგლამენტში რამდენიმე ვალდებულების ამოქმედება გადავადდა. ამის შესახებ „საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი სოციალურ ქსელში წერს. „2023 წლამდე ავტომობილში სავალდებულო არ იქნება: ხმაურის ჩამხშობი სისტემისა და ჩამკეტების, ცეცხლმაქრის, გამაფრთხილებელი სამკუთხედისა და გატაცების საწინააღმდეგო მოწყობილობის ქონა. ასევე არ ამოქმედდება „კატალიზატორის“ ქონის ვალდებულება, გარდა იმ ავტომობილებისა, რომლებიც პირველად რეგისტრაციას გაივლიან პირველი იანვრიდან. „კატალიზატორი“ მოეთხოვებათ ახალ იმპორტირებულ ავტომობილებს“,- აცხადებს დავით მესხიშვილი და იქვე ...

Read More »

ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის ამოქმედება შესაძლოა რუსეთის უკრაინაში გადადგმულმა ნაბიჯებმა გადაწყვიტოს

განცხადებები იმის შესახებ, რომ დასავლეთი რუსეთს მაღალ ფასს გადაახდევინებს უკრაინაში ხელმეორე შეჭრის შემთხვევაში, ბოლო პერიოდში ამერიკის ადმინისტრაციის და კონგრესის მხრიდან ხშირად ისმის. მსგავსი განცხადებები კეთდება ნატოს მოკავშირეებისგანაც. ერთ-ერთი თემა, რომელზეც ნატოს ორი გავლენიან მოკავშრე – შეერთებული შტატები და გერმანია – ერთმანეთს საჯაროდ ეწინააღმდეგებიან, რუსული “ჩრდილოეთის ნაკადი 2”-ია. მილსადენთან დაკავშირებით, ამერიკის სენატშიც არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა. რესპუბლიკელი სენატორი ტედ კრუზი მილსადენზე მკაცრი სანქციების ...

Read More »