საქართველოსა და სომხეთს შორის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდება

იმპორტირებული კვტ.სთ ელექტროენერგიის ფასი 2021 წელს 2014 წელთან შედარებით 27%-ით არის შემცირებული

მონაცემები იმპორტირებულ ელექტროენერგიაში გადახდილი თანხების შესახებ აღებულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, ხოლო იმპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობის შესახებ ესკოს ვებგვერდიდან

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებგვერდზე იმპორტირებულ ელექტროენერგიაში 2009 წლიდან დღემდე გადახდილი თანხების შესახებ მოიპოვება ინფორმაცია.

ელექტროენერგეტიკული ბაზრის კომერციული ოპერატორის (ესკო) და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებ გვერდზე განთავსებული მონაცემების თანახმად, საქართველომ საქართველოს მიერ 2009 წლიდან დღემდე იმპორტირებული ელექტროენერგიის კვტ.სთ-ის საშუალო წლიური ფასი, როგორც ეს ინფოგრაფიკიდან ჩანს, 2009 წლიდან 2014 წლის ჩათვლით იზრდებოდა, შემდეგ, 2018 წლამდე კი – იკლებდა. 2018-2019 წლების საშუალო წლიური ფასის 12,8%-იანი მატების შემდეგ კი, ძირითადად, 2020-2021 წლებში პანდემიის თანმდევი ეკონომიკური აქტივობის შემცირების გამო, საშუალო წლიური ფასის 7,2%-იანი კლება დაფიქსირდა.

იმპორტირებული ელექტროენერგიის ერთეულის ფასის გამოთვლის დროს, ჩვენ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ იმპორტირებულ ელექტროენერგიაში გადახდილი ფასიდან და ესკოს ვებგვერდზე იმპორტირებული ელექტროენერგიის მთლიან მოცულობას გამოკლებული ოკუპირებულ აფხაზეთში მიწოდებული იმპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობიდან გამოვდივართ.

წყარო: ipress.ge

Leave a Reply