Author Archives: admin

ყოველდღიურად რამდენ მილიონ დოლარს კარგავს რუსეთი ნავთობზე ფასის ჭერის დაწესების შემდეგ

ჰელსინკის ენერგეტიკისა და სუფთა ჰაერის კვლევის ცენტრის (CREA) თანახმად, დასავლეთის მიერ დაწესებული ფასის ჭერი რუსულ ნავთობზე კრემლს ყოველდღიურად 160 მილიონი ევრო (172 მილიონი დოლარი) უჯდება.  ეს მაჩვენებელი, 5 თებერვლიდან, როდესაც შეზღუდვა ნავთობპროდუქტებზე გავრცელდა, დღეში 280 მილიონ დოლარამდე გაიზრდება. CREA-ს თანახმად, თუ ფასის ზღვარი კიდევ შემცირდება 60 დოლარიდან 25-35 დოლარამდე ბარელზე, ეს შეამცირებს რუსეთის ნავთობის შემოსავალს მინიმუმ €100 მილიონით. სხვა შემოთავაზებული ...

Read More »
„თელასმა“ დაბა კოჯრის ელექტრომომარაგების საიმედოობა გააუმჯობესა

ძლიერი ქარის გამო, სამეგრელოში, აბონენტთა ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდა

ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა სამეგრელოს რეგიონში. რამდენიმე მუნიციპალიტეტში მოსახლეობას ელექტროენერგია არ მიეწოდება. „ენერგო-პრო ჯორჯიის“ განმარტებით, ყველა პრობლემურ ადგილზე ჯგუფები უკვე მუშაობენ და ელექტროენერგიის მიწოდება ეტაპობრივად აღდგება. „რეგიონში ელექტროენერგიის მასშტაბური წყვეტა არ მომხდარა, თუმცა ძლიერი ქარის გამო ნაწილობრივ დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც აბონენტების ნაწილს შეზღუდვით მიეწოდება ელექტროენერგია. კომპანიის ტექნიკური ბრიგადები ოპერატიულად აწარმოებენ აღდგენით სამუშაოებს და აბონენტებს ელექტროერგიის მიწოდება ეტაპობრივად აღუდგებათ“, ...

Read More »
აფხაზეთის ელექტროენერგიით მომარაგებისთვის გაწეული მილიონობით ლარი ჩამოიწრება

თბილისის ქუჩები, რომლებსაც დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

11 იანვარს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს. მთაწმინდის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: 8 მარტის, ბორბალოს, მესხის, რიწის, ვანო სარაჯიშვილის, ტარიელის, ცხემის, ძმები კაკაბაძეების, პოლიკარპე კაკაბაძის, ზეინაბ ბოცვაძის, ეკატერინე გაბაშვილის, სოლომონ ზალდასტანიშვილის, მაყაშვილის, ზურაბ და თეიმურაზ ზალდასტანიშვილების ქუჩების   მოსახლეობას. საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, პეტრე ქავთარაძის, ...

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი მცირედით გაიზარდა

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 0,03 აშშ დოლარით გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 84,63 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »

ავსტრალიაში ძლიერი წყალდიდობაა

ავსტრალიაში ძლიერი წყალდიდობაა. ქვეყნის ჩრდილო დასავლეთ ნაწილში ასობით ათასი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. განსაკუთრებით დაზარალდა ქალაქი ფიცროი კროსინგი. ადიდებულმა წყალმა საცხოვრებელი სახლები და გზები დატბორა. მოსახლეობის ევაკუაცია სამაშველო ვერტმფრენებით მიმდინარეობს.

Read More »

კემბრიჯში შესაძლოა დაიწყონ CO2-ის გამოყენება სახლის სახურავებზე ბაღების გასაშენებლად

სახლის სახურავებზე გაშენებულ მეურნეობებსა და ბაღებს შეუძლიათ ბევრი დადებითი შედეგის მოტანა: გარემოს გაგრილება, შენობების თბო-იზოლაციისა და ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება. მაგრამ ასეთ პირობებში გაზრდილი მცენარეები უფრო პატარა ზომის და არაჯანსაღია ქარისა და მზის ძლიერი ზემოქმედებისა და ნაკლებად ნოყიერი ნიადაგისა და ტენიანობის გამო. ახალგაზრდა სტუდენტების გუნდმა, კემბრიჯის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის მეთვალყურეობის ქვეშ ბოსტონის უნივერსიტეტის კამპუსის შენობის სახურავზე სიმინდი და ისპანახი გაზარდეს. მათ სურდათ ...

Read More »
გააძვირებს თუ არა გაზის გადასახადს "ყაზტრანსგაზის" გასხვისება

ნავთობთან ერთად, ევროპაში გაზის ფასიც იზრდება

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი გაიზარდა. დღვანდელი მონაცეებით, ევროპაში გაზის სექტემბრის ფიუჩერსების ფასი ბოლო 24 სთ-ის მანძილზე დაახლოებით  0,3%-ით გაიზარდა და 1000 კუბურ მეტრზე 824,8 დოლარი შეადგინა. 2000 დოლარიან ფსიქოლოგიურ ნიშანულს ბუნებრივი აირის ფასი ბოლოს 26 ივლისს ასცდა, როდესაც „გაზპრომმა“ გამოაცხადა, რომ Nord Stream-ის გაზსადენზე მდებარე პორტოვაიას სადგურზე Siemens-ის კიდევ ერთი ტურბინა იყო გაჩერებული. 27 ივლისს Nord Stream-ით გადასატანი გაზის მოცულობა ...

Read More »

ინგლისში პლასტმასის ერთჯერადი ჭურჭლისა და დანა-ჩანგლის მოხმარება აიკრძალება

დაბინძურების შემცირების მიზნით ინგლისში პლასტმასის ერთჯერადი დანა-ჩანგლისა და თეფშების აკრძალვა იგეგმება. ინფორმაციას სახელმწიფოს მთავრობა ადასტურებს. მონაცემების თანახმად, ინგლისში ყოველწლიურად 1.1 მილიარდ ერთჯერად თეფშსა და 4.25 მილიარდ დანა-ჩანგალს იყენებენ, მოხმარების შემდეგ კი ამის მხოლოდ 10% გადამუშავდება. კვლევას თუ დავეყრდნობით, მსოფლიოს ოკეანეებში ნაგვის უდიდესი წილი სწორედ კვებისათვის განკუთვნილი პლასტმასის ნივთებზე მოდის. აკრძალვის შესახებ აქამდე გავრცელებული უწყებები ახლახან გარემოს მდივანმა ტერეზა კოფიმ დაადასტურა. “პლასტმასის ჩანგლის დაშლას 200 წელი შეიძლება დასჭირდეს, ...

Read More »

ნავთობის ფასი ზრდას აგრძელებს

2023 წლის 10 იანვრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  79.65  (+  1.08)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  74,63  (+   0,86)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

ევროპამ უნდა მიაქციოს ყურადღება აფრიკას, რათა რუსული ენერგორესურსები ჩაანაცვლოს – Eni-ს ხელმძღვანელი

აფრიკასთან მჭიდრო თანამშრომლობა საშუალებას მისცემს ევროპას შექმნას სამხრეთ-ჩრდილოეთის ენერგეტიკული ღერძი, რომელიც დააკავშირებს ორ კონტინენტს. რუსული ენერგორესურსების ჩანაცვლების საკითხზე ევროკავშირმა აფრიკას უნდა მიმართოს და არა აშშ-ს. ამის შესახებ იტალიური ენერგეტიკული კომპანია Eni-ს აღმასრულებელმა დირექტორმა კლაუდიო დესკალციმ Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, აუცილებელია ევროპასა და აფრიკას შორის ენერგეტიკული ღერძის შექმნა, რათა ჩაანაცვლოს ენერგომომარაგება რუსეთიდან. „ჩვენ არ გვაქვს ენერგია, მაგრამ მათ აქვთ. ...

Read More »