აფხაზეთის ელექტროენერგიით მომარაგებისთვის გაწეული მილიონობით ლარი ჩამოიწრება

თბილისის ქუჩები, რომლებსაც დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

11 იანვარს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს.

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: 8 მარტის, ბორბალოს, მესხის, რიწის, ვანო სარაჯიშვილის, ტარიელის, ცხემის, ძმები კაკაბაძეების, პოლიკარპე კაკაბაძის, ზეინაბ ბოცვაძის, ეკატერინე გაბაშვილის, სოლომონ ზალდასტანიშვილის, მაყაშვილის, ზურაბ და თეიმურაზ ზალდასტანიშვილების ქუჩების   მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, პეტრე ქავთარაძის, დავით თავხელიძის, შავიშვილის, უნივერსიტეტის, თოფურიას და ჯურხა ნადირაძის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 14:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კარტოზიას ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII მიკრორანის (ნაწილობრივ) და ქერჩის ქუჩის მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის  მასივის IIIა, V მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ომარ ხიზანიშვილის და ილია ვეკუას ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ირაკლი აბაშიძის ქუჩის (ნაწილობივ) მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მიხეილ წინამძღვრიშვილის, ივანე ჯავახიშვილის, კიევის და მაზნიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), თორნიკე ერისთავის, ჭყონდიდელის, მექანიზაციის და გიორგი ჭყონდიდელის  ქუჩების  მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვიქტორ კუპრაძის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

“კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – აცხადებს თელასი.

Leave a Reply