Author Archives: admin

პოდოლიაკი – მსოფლიოს უნდა ესმოდეს, რომ რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა, მისი ნავთობისა და გაზის ყიდვა ტერორიზმის დაფინანსებაა

კრემატორსკის რკინიგზის სადგურზე განხორციელებული თავდასხმა დაშინების მიზანმიმართული აქტია,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში, დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკში რკინიგზის სადგურზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით განაცხადა. პოდოლიაკის შეფასებით, რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა. „კრემატორსკის რკინიგზის სადგურზე განხორციელებული თავდასხმა დაშინების მიზანმიმართული აქტია. თავდასხმის შედეგად ათეულობით დაშავებული და გარდაცვლილი ადამიანია – ოჯახები ბავშვებით, რომლებიც ევაკუირებას ცდილობდნენ. მსოფლიოს უნდა ესმოდეს: რუსეთი ტერორისტული ...

Read More »

შოლცი: გერმანიას, რუსული ნახშირის იმპორტის აკრძალვისთვის, ოთხთვიანი გარდამავალი პერიოდის გამოყენება მოუწევს

გერმანია, ევროკავშირის სანქციების შესაბამისად, რუსული ნახშირისგან ეტაპობრივად გასათავისუფლებლად, ოთხთვიანი გარდამავალი პერიოდის გამოყენებას გეგმავს. მიმდინარე კვირას ევროკავშირის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეხუთე პაკეტზე შეთანხმდნენ, მათ შორის, რუსეთის ნახშირზე ემბარგოს დაწესებაზე, რისთვისაც 120-დღიანი გარდამავალი პერიოდი განისაზღვრა. ”ამ პერიოდის გამოყენება დაგვჭირდება. თუ უფრო დაჩქარდება, კარგი იქნება. მაგრამ ჩვენ დაგვჭირდება დრო და კომპანიებს დასჭირდებათ დრო, მიუხედავად იმისა, რომ ისინი დიდი ხანია, ახალ მიმწოდებლებს ეძებენ“, ...

Read More »
იაპონიაში ატომური ელექტრსადგურების მუშაობა განახლდა

გაერთიანებული სამეფო რვა ბირთვული რეაქტორის მშენებლობას გეგმავს

გაერთიანებული სამეფოს ახალი ენერგეტიკული სტრატეგიის ფარგლებში, ნავთობსა და გაზზე დამოკიდებულების შესამცირებლად, არსებულ ობიექტებზე დამატებით რვა ბირთვული რეაქტორის განთავსება განიხილება. სტრატეგია, რომელიც გაერთიანებული სამეფოს ენერგოდამოუკიდებლობას გააძლიერებს და ქვეყანას მზარდი ენერგოფასებისგან დაიცავს, ქარის, წყალბადისა და მზის ენერგიის წარმოების ზრდასაც ითვალისწინებს. მთავრობის განცხადებით, ბირთვული წარმოების გასაძლიერებლად ახალი ორგანო Great British Nuclear-ი ამოქმედდება. გეგმის თანახმად, 2050 წლამდე, პროგნოზირებადი ელექტრომოთხოვნის 25%-ის, შესაბამისად 24 გიგავატი ელექტროენერგიის ...

Read More »

სამხრეთ კორეა ნავთობის დამატებითი სტრატეგიული მარაგების გათავისუფლებას აპირებს

სამხრეთ კორეამ გადაწყვიტა გამოყოს  კიდევ 7,23 მილიონი ბარელი ნავთობის სტრატეგიული მარაგი, რათა დაეხმაროს ენერგომატარებლებს  მაღალი ფასების შემცირებას უკრაინაში მიმდინარე კრიზისის ფონზე. აღნიშნულის შესახებს “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი” იუწყება”. მანამდე სეულს უკვე ჰქონდა გადაწყვეტილი 4,42 მლნ ბარელის გამოყოფა. გადაწყვეტილება ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს წევრი ქვეყნების შეთანხმების შესაბამისად იქნა მიღებული. გასული თვიდან, ისინი შეთანხმდნენ, რომ მათი მარაგებიდან სულ 180 მილიონი ბარელი ნავთობი გამოყოს  უკრაინის ...

Read More »

დუდა: Nord Stream 2-ის დემონტაჟი უნდა მოხდეს

Nord Stream 2-ის გაზსადენი, რომელიც უკრაინის გვერდის ავლით, რუსეთიდან გერმანიას ბუნებრივ არის მიაწოდებს, უნდა განადგურდეს. თქვა პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ CNN-თან ინტერვიუში. “ჩვენ კვლავ გვჯერა, რომ Nord Stream 2 არა მხოლოდ უნდა დაიბლოკოს, არამედ უბრალოდ უნდა განადგურდეს, რადგან ის საზიანოა მთელი ევროკავშირისთვის. ეს იწვევს რუსეთის ჰეგემონიას ევროპაში, უპირველეს ყოვლისა – გაზის ბაზარზე. რაც აშკარაა – ახლა ეს შავ-თეთრად ჩანს – უბრალოდ ...

Read More »

ნავთობის ფასი შემცირებას განაგრძობს

2022 წლის 7 აპრილის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  100.58  (-  0.49)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  96.03  (-  0.20)  დოლარი/ბარელზე.

Read More »
ენგურჰესი გარკვეული პერიოდებით მუშაობას შეწყვეტს

აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა სტრატეგიული ობიექტების პრივატიზების აკრძალვა უარყო – სიაშია „ენგურჰესიც“

აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის ე.წ. დეპუტატებმა 5 აპრილის სესიაზე „აფხაზეთის რესპუბლიკის სტრატეგიული ობიექტების შესახებ“ ე.წ. კანონპროექტი მეორე და საბოლოო მოსმენით უარყვეს. დოკუმენტი ითვალისწინებდა სტრატეგიული ობიექტების პრივატიზაციისა და იჯარით გაცემის აკრძალვას. სტრატეგიულ ობიექტებს მიეკუთვნება „შინაგან საქმეთა სამინისტროს“, „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის“, „თავდაცვის სამინისტროს“ და „საგანგებო სიტუაციების სამინისტროს კონტროლის“ ქვეშ მყოფი ქონება. სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების სიაში შედის ენერგეტიკული ობიექტები (ენგურჰესის ჩათვლით), საჰაერო მოძრაობის მართვისა ...

Read More »

ჯონსონი: ვერ დავუშვებთ, მსოფლიო რუსულ გაზსა და ნავთობზე იყოს დამოკიდებული

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ დაუშვებელია მსოფლიო რუსულ გაზსა და ნავთობზე იყოს დამოკიდებული. “ვერ დავუშვებთ, მსოფლიო რუსულ გაზსა და ნავთობზე იყოს დამოკიდებული, სწორედ ამიტომ, ვასწორებთ წარსულის შეცდომებს. ჩვენ ვდგამთ უზარმაზარ ნაბიჯს წინ იმის უზრუნველსაყოფად, რომ წელიწადში ერთი რეაქტორი ავაშენოთ მომავალი 8 წლის განმავლობაში. ასე რომ, ვგეგმავთ დამატებით 8 რეაქტორის აშენებას. ვგეგმავთ დიდ პროექტებს, რაც საშუალებას მოგვცემს გვქონდეს სუფთა, ...

Read More »

გერმანიაში უკრაინის ელჩი: უკრაინა რუსეთზე გერმანიის სამარცხვინო ენერგეტიკული დამოკიდებულების მსხვერპლი გახდა

გერმანიაში უკრაინის ელჩმა, ანდრიი მელნიკმა გერმანიის მთავრობა უკრაინის გაუბედავ მხარდაჭერაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ უკრაინა რუსეთზე გერმანიის სამარცხვინო ენერგეტიკული დამოკიდებულების მსხვერპლი გახდა. „ეს არ არის მხოლოდ რუსული გაზი, ეს არის ნავთობი, ქვანახშირი, ლითონები, ბრილიანტი და სხვა ნედლეული. უკრაინა ამ გაუკუღმართებული ურთიერთობის ყველაზე დიდი მსხვერპლი გახდა. უკრაინელებს გერმანიის ეს წარუმატებელი პოლიტიკა სიცოცხლის ფასად უჯდებათ“, – განუცხადა საინფორმაციო სააგენტო Reuters-ს უკრაინელმა დიპლომატმა. ანდრიი მელნიკმა ხაზგასმით ...

Read More »

ლევან დავითაშვილმა არაბულ კომპანია MASDAR-ის დელეგაციასთან საქართველოს განახლებადი ენერგეტიკის პროექტები განიხილა

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების კომპანიის ABU DHABI FUTURE ENERGY COMPANY PJSC – MASDAR დელეგაციას შეხვდა, რომელიც საქართველოში განახლებადი ენერგეტიკის პროექტების შემდგომი განვითარების საკითხების განსახილველადაა ჩამოსული. შეხვედრას ასევე დაესწრნენ მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე და საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი ჩიქოვანი. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდსა და ABU DHABI FUTURE ENERGY COMPANY PJSC ...

Read More »