Author Archives: admin

ილჰამ ალიევმა როვშან ნაჯაფი SOCAR-ის ახალ პრეზიდენტად დანიშნა

როვშან ჩინგიზ ოღლუ ნაჯაფი აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. შესაბამის ბრძანებას ხელი მოაწერა პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა. პრეზიდენტის კიდევ ერთი ბრძანებით როვშან ნაჯაფი სახელმწიფო ნავთობკომპანიის პრეზიდენტად დაინიშნა.

Read More »

თურქეთი ხმელთაშუა ზღვაში გაზის დაზვერვითი სამუშაოების განახლებას აგვისტოში აპირებს

აგვისტოდან თურქეთის ახალი საბურღი გემი აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაზე გაზის საბადოებში დაზვერვით სამუშაოებს დაიწყებს, ამის შესახებ თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა ფუატ ოქტაიმ განაცხადა. „აგვისტოს დასაწყისში საბურღი ხომალდი „აბულჰამიდ ხანი“ შეუდგება დაზვერვას,“ – განაცხადა მან და დასძინა, რომ თურქეთი მიიღებს ყველა საჭირო ზომას სამუშაო არეალში შესაძლო პროვოკაციის შემთხვევაში. თურქეთის ენერგეტიკის მინისტრი ფატიჰ დომნეზის განცხადებით კი, გაზის მოპოვება მოხდება მხოლოდ თურქეთის ეკონომიკურ ზონაში. „აბდულჰამიდ ხანი“ ...

Read More »

გერმანიის ვიცე-კანცლერი: Nord Stream 2-ის გაშვება კატეგორიულად შეუძლებელია

გერმანია რუსული გაზსადენის Nord Stream 2-ის ექსპლუატაციაში გაშვებას ეწინააღმდეგება. ამის შესახებ ვიცე-კანცლერმა, ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა ZDF-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით მილსადენის გაშვება „კატეგორიულად შეუძლებელია“, რადგან ეს ნიშნავს რუსულ გაზზე დამოკიდებულების ზრდას და ევროპა ამას არ დაუშვებს. „ეს იქნება თეთრი დროშის აწევის ტოლფასი”, – თქვა ჰაბეკმა. გაზის კრიზისის მენეჯმენტის შესახებ კითხვაზე პასუხისას, ჰაბეკმა აღნიშნა, რომ გერმანიამ კრიზისს აქამდე საკმაოდ ...

Read More »

რუსული ნავთობის ანგარიშსწორების მიზნით, ევროკავშირმა ანტირუსული სანქციები შეამსუბუქა

ევროკავშირის ანტირუსული სანქციების მეშვიდე პაკეტით, დაწესდა აკრძალვა რუსული ოქროს ექსპორტზე და გაფართოვდა ორგანიზაციების ჩამონათვალი შავი სიაში, მაგრამ ასევე მნიშვნელოვნად შემსუბუქდა რიგი ფინანსური შეზღუდვები რუსეთის ნავთობისა და სურსათის ექსპორტზე. ამასთან, გაუქმდა გარკვეული აკრძალვები გარკვეული საქონლისა და მომსახურების მიწოდებაზე რუსეთს ავიაციისთვის, ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში. „სანქციების გარკვევისა და დაზუსტების ახალი პაკეტი მოიცავს რუსეთიდან ოქროს, მათ შორის ძვირფასეულობის შეძენის, იმპორტის ან გადაცემის აკრძალვას. ...

Read More »
საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება პირველ კვარტალში 1.8%-ით გაიზარდა

თბილისის ზოგიერთ რაიონს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, თბილისის მოსახლეობის ნაწილს, 22 ივლისს, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, ვაკის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შატბერაშვილის, კეკელიძის, ნინო ჟვანიას და მარაბდის ქუჩების მოსახლეობას. მთაწმინდის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭოველიძის, ზანდუკელის და ...

Read More »

ბიტკოინის ფასი იზრდება – კრიპტოვალუტის ღირებულებამ 20%–ით მოიმატა

ბიტკოინის (BTC) ფასი ბოლო კვირაში 20%-ზე მეტით გაიზარდა და ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში უმაღლეს დონეს მიაღწია. კრიპტოვალუტის ღირებულებამ $23,500 გადააჭარბა, რაც 8 თვის განმავლობაში დაღმავალი დინამიკის შემდეგ პირველად მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს გარანტია, რომ ეს უკანასკნელი აღმავლობა ბაზარის გამოჯანმრთელების წიაპირობაა, მაინც დიდი შეღავათი და შვებაა ინვესტორებისთვის, განსაკუთრებით გრძელვადიანი საცალო და ინსტიტუციური მფლობელებისთვის. ბიტკოინთაან ერთად, Binance Coin (BNB), ...

Read More »

ნავთობის ფასი შემცირებას განაგრძობს

2022 წლის  21 ივლისის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  106,92  (-  0,43)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  102,26  ( –  1.96)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

ინდოეთი კრიპტოვალუტების აკრძალვას გეგმავს

ინდოეთის ცენტრალური ბანკი კრიპტოვალუტების აკრძალვას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაცია პარლამენტში, მთავრობის სხდომაზე გახდა ცნობილი. ცენტრალური ბანკის ინიციატივას მხარს უჭერს ქვეყნის ფინანსთა სამინისტრო, რომელიც კრიპტოაქტივებს მონეტარული და ფისკალური სტაბილურობისთვის მნიშვნელოვან გამოწვევად მიიჩნევს. „კრიპტოვალუტებს ქვეყნის მონეტარულ და ფისკალურ სტაბილურობაზე დესტაბილიზაციის ეფექტი აქვს. მივიჩნევთ, რომ კრიპტოვალუტები უნდა აიკრძალოს“, – განაცხადა ინდოეთის ფინანსთა მინისტრმა, ნირმალა სითჰარამანმა. მინისტრის განმარტებით, აკრძალვის ეფექტიანად აღსრულებისთვის აუცილებელია საერთაშორისო კოორდინაცია ...

Read More »

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 0,45 მლნ ბარელით შემცირდა

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 0,45 მილიონი  ბარელით შემცირდა და შეადგინა 426,609 მლნ ბარელი. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ბენზინის მარაგები  გაიზარდა 3,5  მილიონი ბარელით  და შეადგინა  228.435  მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები  შემცირდა 1,3  მილიონი ბარელით და შეადგინა  112,508 მლნ ბარელი. ნავთობის მოპოვება აშშ-ში კვირის განმავლობაში გაიზარდა 100 ათასი  ბარელით  და შეადგინა 12,1 ...

Read More »
იაპონიაში ატომური ელექტრსადგურების მუშაობა განახლდა

რუსული Rosatom-ი ეგვიპტის პირველი ატომური რეაქტორების მშენებლობას იწყებს

რუსეთის სახელმწიფო კომპანია Rosatom-მა ეგვიპტის პირველი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყო. ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყანა აბალანსებს კავშირებს კრემლთან და დასავლელ მოკავშირეებთან, რომლებმაც მოსკოვს სანქციები დაუწესეს უკრაინაში ომის გამო. Rosatom-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ სამუშაოები დაიწყო ოთხი 1200 მეგავატიანი სიმძლავრის ელექტროსადგურებიდან პირველზე, რომლებიც აშენდება ელ დაბააში, კაიროს ჩრდილო-დასავლეთით. კომპანია მსოფლიოში ატომური საწვავის და რეაქტორების უდიდესი მიმწოდებელია. განცხადების თანახმად, Rosatom-ი ატომურ საწვავს მიაწვდის ოთხივე რეაქტორს. რუსეთს ...

Read More »