Author Archives: admin

სამხრეთ კორეულ კომპანიას თურქეთში ოთხი ბირთვული რეაქტორის აშენება სურს

კორეის ელექტროენერგეტიკული კორპორაციის (KEPCO) გენერალურმა დირექტორმა ჩუნგ სუნგ ილმა თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს ფატიჰ დონმეზს წარუდგინა წინასწარი განაცხადი ქვეყანაში ოთხი ატომური რეაქტორის მშენებლობის შესახებ. პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 30 მლრდ დოლარზე მეტია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Yonhap ავრცელებს. სამხრეთ კორეის მხარის მიერ შედგენილ დოკუმენტაციაში დეტალურადაა გაწერილი პროექტის დეტალური გეგმა. KEPCO გეგმავს, რომ მიმდინარე წელს ობიექტის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადება დაიწყოს და ხელშეკრულებაც ...

Read More »

ბრიტანულ-ნიდერლანდური Shell-ი, 2023 წლიდან რუსულ გაზს აღარ შეისყიდის

ბრიტანულ-ნიდერლანდური ნავთობკომპანია Shell-მა რუსული მილსადენის გაზისა და ნავთობპროდუქტების შესაძენად გასული წლის ბოლომდე ყველა კონტრაქტი დასრულა. ამის შესახებ კომპანიის მიერ მედიაში გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი. „2022 წლის 22 დეკემბერს Shell-მა ხელი მოაწერა დოკუმენტებს Gazprom Neft-თან Salym Petroleum Development Limited Liability Company-ში მისი 50%-იანი წილის გაყიდვის შესახებ. ტრანზაქციის დასრულება დამოკიდებულია რუსეთის ფედერაციაში მოქმედ განონმდებლობაზე”, – აცხადებენ კომპანიაში.

Read More »

ფატიჰ დონმეზი: შავი ზღვის გაზის მარაგი თურქეთის საჭიროებებს 30 წლის განმავლობაში დაფარავს

თურქეთის მიერ გამოკვლეულმა გაზის მარაგმა შავ ზღვაში შეიძლება ქვეყნის საჭიროებები მომდევნო 30 წლის განმავლობაში დაფაროს. ამის შესახებ თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა, ფატიჰ დონმეზმა განაცხადა სტამბოლში ფორუმზე „თურქეთის საუკუნე ენერგეტიკაში“ სიტყვით გამოსვლისას, იუწყება TVnet. „შავ ზღვაში არსებული გაზის მარაგი მოიცავს ჩვენს საჭიროებებს მომდევნო 30 წლის განმავლობაში. ახალი შესწავლილი საბადოებით ეს პერიოდი კიდევ უფრო გაიზრდება. შავი ზღვის გაზის მოპოვების პირველი ...

Read More »

მიხეილ დუნდუა: შავი ზღვის კაბელის პროექტის იდეა საქართველოს ეკუთვნის

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროეექტის იდეა, ინიციატივა საქართველოს ეკუთვნის. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოდგილე მიხეილ დუნდუამ გადაცემაში “ბიზნესპარტნიორი“ განაცხადა. მისი ინფორმაციით, ამ პროექტს თავისუფლად შეუძლება ეწოდოს საუკუნის პროექტი. „2021 წლის ზაფხულში, როდესაც არც კონფლიქტი იყო, არც თემა იყო აქტუალური, საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც მსოფლიო ბანკთან იმუშავა, პარტნიორები მოიზიდა, პროექტი დაიწყო, ინიცირება მოახდინა, იდეა განხორციელა, კვლევა ჩაატარა.  ამ მიმართულებით ინვესტიცია ...

Read More »

ბულგარეთსა და სერბეთს შორის გაზსადენის მშენებლობა დაიწყო

სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა და ბულგარეთის პრეზიდენტმა რუმენ რადევმა ბულგარეთის ტერიტორიაზე დამაკავშირებელი გაზსადენის მშენებლობა (Bulgaria-Serbia Interconnector Gas Pipeline, IBS) გახსნეს. ამის შესახებ სააგენტო Tanjug იტყობინება. ნიშ-დიმიტროვგრადის გაზსადენის მშენებლობა ქალაქ კოსტინბროდში (დედაქალაქი სოფიას დასავლეთით 15 კმ) დაიწყო. ბულგარეთი – სერბეთის დამაკავშირებელი გაზსდენის მარშრუტია- სერბეთის ქალაქი ნისი – ბულგარეთის ქალაქი დიმიტროვგრადი – ქალაქი სოფია; გაზსადენის სიგრძეა – 109 კმ, ორმხრივი გაზსადენის საერთო სიგრძე ...

Read More »

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 4,1 მლნ ბარელით გაიზარდა

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები გაიზარდა 04,1 მლნ  ბარელით და შეადგინა 452,7 მლნ ბარელი. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ბენზინის მარაგები  გაიზარდა 2,6 მილიონი ბარელით  და შეადგინა  234,6 მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები  გაიზარდა 2,3 მილიონი ბარელით და შეადგინა  1157,6 მლნ ბარელი. ნავთობის მოპოვება აშშ-ში კვირის განმავლობაში უცვლელი დარჩა  და შეადგინა 12,2 მლნ ბარელი/დღე-ღამეში.

Read More »

BP კასპიის ზღვაში ორ ახალ ჭაბურღილს გაიყვანს – მიზანი გაზის რეზერვუარების აღმოჩენაა

ბრიტანული ნავთობმომპოვებელი გიგანტი BP გაზის მარაგების აღმოსაჩენად კასპიის ზღვის ფსკერზე ორი ახალი ჭაბურღილის გაყვანას იწყებს. გადაწყვეტილება ემთხვევა მოცემულობას, რომელშიც აზერბაიჯანი გაზს ირანიდან და რუსეთიდან ყიდულობს შიდა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად და საექსპორტო კონტრაქტების შესასრულებლად. 5 წელში ბაქოში ევროპაში ექსპორტის გაორმაგებასაც ისახავენ მიზნად. BP-ის თანახმად, პირველი ჭაბურღილის სიღრმე 7,000 მეტრს მიაღწევს, რათა რეზერვუარიდან ბუნებრივი აირის მოპოვება გახდეს შესაძლებელი. რეზერვუარის სავარაუდო ადგილმდებარეობა შაჰ დენიზის ...

Read More »
აფხაზეთის ელექტროენერგიით მომარაგებისთვის გაწეული მილიონობით ლარი ჩამოიწრება

თბილისის ქუჩები, რომლებსაც დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

2 თებერვალს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს.  ვაკის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სანაპიროს, მელიქიშვილის და კოსტავას ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), წყნეთის გზატკეცილის, მიქელაძის, ყიფშიძის და ტაბლიაშვილის ქუჩების მოსახლეობას. ნაძალადევის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 09:30 საათიდან 11:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გუდამაყრის, ხორნაბუჯის ...

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი ინტენსიურად მცირდება

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 0,26 აშშ დოლარით შემცირდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 87,46 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »
კლიმატის ცვლილებაზე თბილისში ევროკავშირ-საქართველოს კონფერენცია ჩატარდება

2023 წელს ევროპაში წიაღისეული საწვავის მოხმარება შემცირდება

გაერთიანებული სამეფოს ენერგეტიკული კვლევითი ცენტრ Ember-ის მონაცემებით, 2023 წელს, ევროკავშირის მასშტაბით, წიაღისეული საწვავის წვის შედეგად წარმოებული ელექტროენერგიის რაოდენობა შემცირდება. ბლოკის ქვეყნები, რუსეთის ენერგომიწოდებაზე დამოკიდებულების შესამცირებლად, უკრაინის ომის შემდეგ, განახლებად ენერგიაზე გადასვლას უფრო მეტად აჩქარებენ. Ember-ის პროგნოზით, მიმდინარე წელს წიაღისეული საწვავის მთლიანი წარმოება 20%-ით შემცირდება, ხოლო შედარებით ძვირად ღირებული ბუნებრივი აირის გამომუშავება ყველაზე სწრაფი ტემპით დაეცემა. რუსეთის მიერ ბუნებრივი აირის მიწოდების ...

Read More »