Author Archives: admin

„ენერგოატომში“ აცხადებენ, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე რუსეთის თავდასხმის შედეგად ერთ-ერთი ენერგობლოკი გაითიშა

ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე რუსეთის თავდასხმის შედეგად ერთ-ერთი ენერგობლოკი გაითიშა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული „ენერგოატომი“ ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, რუსეთის სამხედროების სარაკეტო თავდასხმის შედეგად ჩაირთო ავარიული დაცვა და სამი მუშა ენერგობლოკიდან ერთ-ერთი გაითიშა. „სროლის შედეგად სერიოზულად არის დაზიანებული აზოტ-ჟანგბადი სადგური, კომბინირებული დამხმარე კორპუსი, კანალიზაციის სატუმბი სადგური. დაზიანდა ასევე ღია გამანაწილებელი, ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს სახანძრო განყოფილებას, რომელიც სადგურის გარე პერიმეტრზე მდებარეობს. რჩება წყალბადის გაჟონვისა და რადიაქტიური ნივთიერებების გაფრქვევის საფრთხე“, – ...

Read More »

Saudi Aramco-მა მ/წლის II კვარტალში სუფთა მოგება 90%-ით გაზარდა

მიმდინარე წლის მეორე კვარტალში Saudi Aramco-ის სუფთა მოგება  გაიზარდა 48,39 მილიარდ დოლარამდე. სახელმწიფო ნავთობგიგანტმა Saudi Aramco-მა გააკეთა განცხადება მ/წლის  მეორე კვარტალში მოგების 90%-ით გაზრდასთან დაკავშირებით, Reuters-ზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. კომპანიამ გადააჭარბა ანალიტიკოსების მოლოდინს ნავთობის ფასების ზრდის, გაყიდვების მოცულობისა და გადამუშავების რენტაბელობის ფონზე. Aramco-ის სუფთა მოგება კვარტალში 30 ივნისის ჩათვლით გაიზარდა 181,64 მილიარდ რიალამდე (48,39 მილიარდი აშშ დოლარი) წინა წლის ...

Read More »
მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტში ჩართვის სურვილი "სოკარის" შემდეგ ჩინურმა "ჰუალინგმაც" გამოთქვა

გერმანიამ გაზის საცავები 75,43%-ით ვადაზე ადრე შეავსო

გერმანიამ გაზის საცავები 75,43%-ით ვადაზე ადრე შეავსო, რადგან ამ დონემდე მიღწევას 1-ლი სექტემბრისთვის გეგმავდა. ინფორმაციას DW გაზისა და წყალბადის შენახვის სისტემების გერმანულ ოპერატორთა ასოციაცია INES-ის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. INES-ის თანახმად, საცავების შევსება ზაფხულში გაზის მოხმარების შემცირებისა და ჩრდილო-დასავლეთ ევროპიდან ლურჯი საწვავის იმპორტის გაზრდის შედეგად დაჩქარდა. ევროკავშირის რეგულაცია ადგენს, რომ გერმანიის საცავები 1-ელ ოქტომბრამდე, მინიმუმ, 85%-ით, ხოლო 1-ლი ნოემბრისთვის, მინიმუმ, 95%-ით ...

Read More »

ზელენსკი: ყველა რუს ჯარისკაცს, რომელიც ზაპოროჟიეს ქარხანას ესვრის ან სროლის დროს საფარად იყენებს, უნდა ესმოდეს, რომ ჩვენი დაზვერვის აგენტების, სპეცსამსახურების, ჩვენი არმიის განსაკუთრებული სამიზნე ხდება

„უკრაინის სამიზნეები არიან რუსი ჯარისკაცები, რომლებიც ესვრიან ევროპის უმსხვილეს ატომურ ელექტროსადგურს ან იყენებენ მას, როგორც ბაზას“, – წერს Al Jazeera უკრაინის პრეზიდენტის განცხადებაზე დაყრდნობით. „ყველა რუს ჯარისკაცს, რომელიც ქარხანას ესვრის ან მას სროლის დროს საფარად იყენებს, უნდა ესმოდეს, რომ ის ხდება ჩვენი დაზვერვის აგენტების, ჩვენი სპეცსამსახურების, ჩვენი არმიის განსაკუთრებული სამიზნე“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური რუსული არმიის მიერ რამდენჯერმე დაიბომბა, მაგრამ რუსი ოკუპანტები ...

Read More »

რუსეთის ენერგეტიკული გავლენის შეფერხების მიზნით ევროკავშირი ტაჯიკეთში მდებარე მსოფლიოს ყველაზე მაღალ კაშხალში ინვესტიციას გეგმავს

ევროკავშირი გეგმავს, რომ ტაჯიკეთში, მსოფლიოში ყველაზე მაღალი კაშხლის ინვესტორი გახდეს – ამის შესახებ ინფორმაციაზე როიტერზე  დაყრდნობით გამოცემა euractiv.com ავრცელებს. როგორც ევროკავშირის წარმომადგენლებმა როიტერს განუცხადეს, ინვესტიცია მიზნად ისახავს, რომ დაეხმაროს ცენტრალურ აზიას რუსეთის ენერგეტიკაზე დამოკიდებულების შემცირებაში. ტაჯიკეთმა გიგანტური ჰიდროელექტროსადგურის როგუნის მშენებლობა 2016 წელს დაიწყო, სადგურს ყოფილი საბჭოთა კავშირში მყოფი ერისთვის სრული ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მინიჭება შეეძლო. ევროკავშირის საინვესტიციო ფილიალს, ევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB), ჯერჯერობით ...

Read More »

42 ქვეყანა, მათ შორის საქართველო მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს სამხედროები ზაპოროჟიეს ელექტროსადგურიდან

42 ქვეყანა, და მათ შორის საქართველო მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს სამხედროები ზაპოროჟიეს ელექტროსადგურიდან. შესაბამისი მიმართვა ვენაში საერთაშორისო ორგანიზაციებში ევროკავშირის დელეგაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის ჯარის ატომურ სადგურზე ყოფნა საფრთხეს უქმნის ბირთვული უსაფრთხოების პრინციპებს. განცხადებას ხელს ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყანასთან ერთად აწერს აშშ, ბრიტანეთი, ნორვეგია, თურქეთი, მოლდოვა და საქართველოც. ხელმომწერი ქვეყნები კიდევ ერთხელ აღნიშნავენ, რომ რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ წარმოადგენს საერთაშორისო სამართლისა და ...

Read More »

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო 15 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. “თელასის“ ცნობით, კრწანისის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზემო ფონიჭალის (ნაწილობრივ), სოფელი თელეთის (ნაწილობრივ), მარნეულის გზატკეცილის, ავთანდილ ღოღობერიძის, ლევან ღოღობერიძის და კრწანისის ქუჩების მოსახლეობას. საბურთალოს რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის I მიკრორაიონის (ნაწილობრივ) და მეფე მირიანის ...

Read More »

როგორ უნდა დავიცვათ ტყე-პარკები ხანძრისგან

ძალიან სამწუხაროდ ტყისა და ველის ხანძრებს 90%-ზე მეტი არის ადამიანის დაუდევრობით გამოწვეული და ეს რისკი ძალიან მაღალია ზაფხულში, აქტიური დასვენების პერიოდში, – როგორ უნდა დავიცვათ ტყე-პარკები ხანძრისგან ამის შესახებ ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ ნათია იორდანიშვილმა „ქრონიკაში“ ისაუბრა. „ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც არა მხოლოდ უყურადღებოდ დატოვებული კოცონი გამხდარა ხანძრის წარმოშობის წყარო, არამედ ის ნარჩენებიც, რომელსაც ჩვენ გადაადგილებისას ვტოვებთ. არ სჭირდება ...

Read More »

გერმანიაში, გაზის ეკონომიის მიზნით, საზოგადოებრივ შენობებს 19 გრადუსამდე გაათბობენ, განიხილება აგრეთვე ბიტკოინის ფერმების ნარჩენი სითბოს გამოყენების იდეა

ეკონომიკის ფედერალურმა მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა Süddeutsche Zeitung-თან საუბრისას ენერგიის დაზოგვის აუცილებლობის საკითხს შეეხო. ეკონომიკის ფედრალურ მინისტრ რობერტ ჰაბეკის თქმით, საზოგადოებრივი შენობები მაქსიმუმ 19 გრადუსამდე უნდა გათბეს, შენობა-ნაგებობები, კორპუსები, ძეგლები და სარეკლამო სისტემები ღამით აღარ უნდა იყოს განათებული. ეკონომიკის სამინისტრო ფედერალური მთავრობის სხვა ინსტიტუტებთან მჭიდრო თანამშრომლობით გეგმავს დამატებით ენერგოეფექტურობის ღონისძიებებს. გერმანიის ქალაქების ასოციაციის მიერ ენერგიის დაზოგვის შესახებ წინადადადებათა შორის საცურაო აუზებში ...

Read More »
აშშ-ი უკრაინისთვის გაზის მიწოდებას ორი წლის შემდეგ შეძლებს

უნგრეთში რუსეთიდან გაზის დამატებითი მიწოდება დაიწყო

რუსულმა ენერგოგიგანტმა „გაზპრომმა“ უნგრეთში გაზის დამატებითი მიწოდება დაიწყო, – წერს უკრაინული მედია უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით. „უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ცნობით, მოსკოვთან, ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც „გაზპრომმა“ დაიწყო გაზის ამ დრომდე განსაზღვრულ რაოდენობაზე მეტის მიწოდება“, – წერს Ukrinform-ი. უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის თქმით, „უნგრეთის მთავრობის მოვალეობაა, უზრუნველყოს ქვეყნისთვის გაზის უსაფრთხო მიწოდება“.

Read More »