Author Archives: admin

“ვმუშაობთ ყაზახეთიდან საქართველოს გავლით ტრანზიტული ნაკადების მოზიდვაზე”

მთავრობა ინტენსიურად მუშაობს ყაზახეთიდან საქართველოს გავლით დამატებითი ტრანზიტული ნაკადების ე.წ. შუა კორიდორში, ანუ ტრანსკასპიურ დერეფანში მოზიდვის საკითხზე. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა, მთავრობას უმაღლესი დონის შეხვედრები ქონდა თურქმენეთის, უზბეკეთის, ისე ყაზახეთის ხელმძღვანელობასთან. “ჩვენ ვიხილავდით ზუსტად ამ საკითხებს – როდესაც საუბარია მინერალური რესურსებით მდიდარი ქვეყნების საქართველოს დერეფნით მეტად დაინტერესებაზე. ამაზე ძალიან კონკრეტული მოლაპარაკებები შედგა უზბეკეთში, თურქმენეთში და მათ შორის ყაზახეთშიც. ...

Read More »

ერდოღანი უკრაინის ატომურ ელექტროსადგურზე პუტინთან ისაუბრებს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯებ ტაიპ ერდოღანი აცხადებს, რომ უკრაინის ატომური ელექტროსადგურის თაობაზე რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს დაელაპარაკება. ერდოღანი მანამდე, ხუთშაბათს, გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტერეშთან ერთად, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. 18 აგვისტოს, უკრაინულ ქალაქ ლვივში მხარეებს შორის გამართული საუბრის ერთ-ერთი წამყვანი თემა სწორედ ზაპორიჟიის ატომური ელექტროსადგური იყო, რომლის ტერიტორიაც ბოლო რამდენიმე კვირაა იბომბება. ობიექტს დღეს რუსეთი აკონტროლებს. დაბომბვებს კიევი და ...

Read More »

„როიტერი“ – თურქეთმა მიმდინარე წელს რუსეთიდან ნავთობის იმპორტი გააორმაგა

თურქეთმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ფონზე, მიმდინარე წელს რუსეთიდან ნავთობის იმპორტი გააორმაგა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. როგორც მედია წერს, თურქეთსა და რუსეთს შორის ვაჭრობა განსაკუთრებით აქტიური გახდა გაზაფხულის შემდეგ. ამასთან, მედიის ცნობით, Refinitiv-ის მონაცემებით, თურქეთმა რუსეთიდან ნავთობის იმპორტი დღეში 200 ათასი ბარელით გაზარდა, მაშინ, როცა ერთი წლის წინ, ანალოგიურ პერიოდში 98 ათასს შეადგენდა. შეგახსენებთ, თურქეთმა რუსეთს უკრაინაში შეჭრის გამო სანქციები არ ...

Read More »

ევროპაში გაზის ფასმა 2 800 დოლარს გადააჭარბა, ასეთი მაჩვენებელი 2022 წლის მარტის შემდეგ პირველად დაფიქსირდა

„გაზპრომის“ განცხადების ფონზე, რომლის მიხედვითაც, ჩრდილოეთის ნაკად ერთზე სარემონტო სამუშაოების გამო მილსადენის მუშაობას აჩერებს, ევროპაში გაზის ფასმა 1000 კუბურ მეტრზე 2 800 დოლარს გადააჭარბა, ასეთი მაჩვენებელი 2022 წლის მარტის თვის შემდეგ პირველად დაფიქსირდა. გაზი უკვე 8 პროცენტით გაძვირდა. გერმანიაში შიშობენ, რომ რუსეთმა შესაძლოა, უფრო მეტად შეუმციროს გაზის მიწოდება და მოსახლეობას კვლავ ენერგიის ეკონომიურად მოხმარებისკენ მოუწოდებს. „ჩვენ წინ ძალიან კრიტიკული ზამთარი გვაქვს. უნდა ველოდოთ,რომ პუტინი კიდევ ...

Read More »

ენერგეტიკული ბირჟის 1-ელ სექტემბერს ამოქმედების საკითხი ჯერ კიდევ კითხვის ქვეშაა

ენერგეტიკული ბირჟა 1-ელ სექტემბერს, სავარაუდოდ, ვერ ამოქმედდება. აღნიშნულთან დაკავშირებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. როგორც დავითაშვილმა დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რეგიონში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, თავისუფალი რეჟიმის შემოღება ელექტროენერგიაზე მომატებული რისკების შემცველია. „რაც შეეხება ენერგეტიკულ ბირჟას, იცით, რომ ეს არის ძალიან კომპლექსური საკითხი. ალბათ, ენერგეტიკის სფეროში მსგავსი მასშტაბის რეფორმა ...

Read More »

აზერბაიჯანი და სერბეთი სავაჭრო ურთიერთობების გაფართოებისა და ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ

სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს ილჰამ ალიევთან სატელეფონო საუბარი გამართა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. სატელეფონო საუბრისას ვუჩიჩმა სახელმწიფოს მეთაურს აზერბაიჯანსა და სერბეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილე მიულოცა. სერბეთის პრეზიდენტმა მიესალმა სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის წარმატებულ განვითარებას და ამ პერიოდში ორ ქვეყანას შორის მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების დამყარებას. პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სერბეთის პრეზიდენტს ორ ქვეყანას ...

Read More »

ეკონომიკის შენელების ფონზე, ნავთობის ფასი შემცირებას განაგრძობს

2022 წლის 22 აგვისტოს ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  94.64 (-2.08)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  88.91 (-1.86)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

ენერგეტიკის გლობალური ინდუსტრიის განვითარების მთავარი ტენდენციები

თამამად შეიძლება ითქვას, რომ დღეს ტერმინი „ბუნებრივი წიაღისეული“ ადრეული ინდუსტრიალიზაციის პარადიგმას უკავშირდება – ის სამყაროს განვითარების აწ უკვე მოძველებულ მოდელს გულისხმობს, რომელიც დედამიწას საგრძნობლად აზიანებს. თუმცა საინტერესო და მნიშვნელოვანია, რომ ბოლო დროს გლობალური საზოგადოების სხვადასხვა ფენაში ერთგვარი კონსენსუსი გაჩნდა: მეცნიერები, ანტრეპრენიორები, სოციალური აქტივისტები, პოლიტიკოსები და მოქალაქეები თანხმდებიან, რომ ენერგიის განახლებად წყაროებზე გადასვლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მრავალსაუკუნოვანმა პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ გლობალური პრობლემების ...

Read More »

პორტუგალიაში ტყის ხანძრების საფრთხის გამო საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი ამოქმედდა

პორტუგალიაში ტყის ხანძრების საფრთხის გამო საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი ამოქმედდა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. მოქალაქეებს მოკლე ტექსტური შეტყობინებით მიუვიდათ გაფრთხილება, რომ ძლიერი გვალვისა და ქარის გამო, ტყეებში ცეცხლის გაჩენის რისკი მატულობს. ხელისუფლება მოუწოდებს სოფლად მცხოვრებ მოქალაქეებს, არ დაანთონ ცეცხლი არც ერთი ფორმით. ხელისუფლების განკარგულებით, ასევე აიკრძალა ტყეში შესვლა. საგანგებო რეჟიმი კვირას შევიდა ძალაში და სამშაბათამდე შენარჩუნდება. პორტუგალიაში ხანძრებმა წელს უკვე გაანადგურეს 92 000 ...

Read More »

ენერგოკრიზისმა ნედლეულის სექტორს დაარტყა

ნედლეულის საკვანძო დარგები რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ენერგოკრიზისის გამო. პრობლემები შეექმნათ სამრეწველო და „მწვანე“ ლითონების, ასევე ფოლადის მწარმოებლებს. საწარმოო ხარჯების შემცირება დაიწყეს სასუქებისა და შაქრის მწარმოებელმა კომპანიებმაც, წერს სააგენტო Bloomberg. გამოცემის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ევროპამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში უკვე დაკარგა თუთიისა და ალუმინის წარმოების სიმძლავრეების ნახევარი. ჩინეთის მეტალურგიული ქარხნები კი გვალვამ და ელექტროენერგიის გათიშვამ დააზარალა. შეერთებულ შტატებში ფოლადის ჩამომსხმელი ქარხნები ...

Read More »