გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, პროექტის „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ ფარგლებში, რეგიონული მედიასაშუალებების წარმომადგენლებისთვის ტრენინგი გაიმართა. ტრენინგს პროექტის ათი სამიზნე მუნიციპალიტეტის (ლაგოდეხი, თელავი, ახმეტა, სიღნაღი, გორი, სამტრედია, აბაშა, სენაკი, ხობი, ქობულეთი) მედიასაშუალებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე, მონაწილეებმა, პროექტის ექსპერტებთან ერთად, კატასტროფის რისკის შემცირებაში მედიის როლი და ამ მიმართულებით საინფორმაციო კამპანიების მნიშვნელობა განიხილეს. შეხვედრას გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ...
Read More »