Author Archives: admin

ნავთობის ფასი შემცირდა

2022 წლის 14 აპრილის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  107.16 (-1.62)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  102.90 (-1.35)  დოლარი/ბარელზე.

Read More »
“გაზპრომის” მონოპოლია და სომხეთი რუსული გაზის ალტერნატივის ძიებაში

გერმანელების 57% რუსულ გაზსა და ნავთობზე ემბარგოს დაწესების წინააღმდეგია

გერმანიის მოსახლეობის უმრავლესობა მხარს არ უჭერს რუსული გაზისა და ნავთობის დაუყოვნებლივ ემბარგოს. ამის შესახებ გერმანული გამოცემა Frankfurter Allgeimene Zeitung-ის დაკვეთით ჩატარებული კვლევიდან ხდება ცნობილი. კვლევის რესპონდენტებს ორიდან ერთი სასურველი პასუხი უნდა აერჩიათ: 1. გერმანიამ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს რუსული გაზისა და ნავთობის შესყიდვა. არ შეიძლება, რომ გერმანიამ გააგრძელოს ამ ნედლეულის შესყიდვა და ამ გზით გააგრძელოს ამ ომის დაფინანსება. 2. რა თქმა უნდა ...

Read More »

აშშ უკვე მეორე კვირაა რუსეთიდან ნავთობის იმპორტს არ ახორციელებს

2-8 აპრილის კვირის განმავლობაში შეერთებულმა შტატებმა რუსეთიდან ნავთობის იმპორტი ნულ დონეზე შეინარჩუნა. რუსული ნავთობის მიწოდება ზედიზედ მეორე კვირაა არ ხორციელდება. აშშ-ის ენერგეტიკული საინფორმაციო დეპარტამენტის (EIA) მონაცემებზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. აშშ-მა შეაჩერა ნავთობის იმპორტი რუსეთიდან 7-დან 28 იანვრამდე, მაგრამ შემდეგ აღადგინა მიწოდება. 19 თებერვლიდან 25 თებერვლის ჩათვლით რუსეთიდან კვლავ აღარ ხორციელდებოდა ნავთობის იმპორტი. მარტის დასაწყისში რუსული ნავთობის მიწოდების ყოველკვირეულმა მოცულობამ ...

Read More »

„პრემიერს იმპორტიორებთან საწვავის ფასის დაწევასთან დაკავშირებით თხოვნა-მუდარა არ უნდა უწევდეს“

კონომისტი ნიკა შენგელია ვრცელი წერილით ეხმაურება საქართველოში საწვავზე ფასების ზრდას. წერილს უცვლლად გთავაზობთ: „მოგეხსენებათ, რამდენად მტკივნეულია საწვავაზე მაღალი ფასები მოსახლეობისათვის  და ზოგადად საერთოდ ქვეყნის ეკონომიკისათვის.  მითუმეტეს, მაშინ როდესაც ხვნა-თესვის პერიოდია და  საწვავზე ასეთი მაღალი ფასები  ყოვლად მიუღებელია  ფერმერებისათვის და რეგიონის მაცხოვრებელთათვის.  ჩვენ გქონდა ინიციატივები, რომ მთავრობას გაეკეთებინა სამთვიანი მორატორიუმი  და გაეუქმებინა აქციზი, დაეკლო დღგ-ს განაკვეთზე, რაც იმპორტიორებს მიცემდა  საშუალებას ფასები ...

Read More »

ლიეტუვის პრეზიდენტი ევროკავშირს მიმართავს: დააწესეთ სრული ემბარგო რუსულ გაზსა და ნავთობზე

რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სანქციები, მათ შორის გაზისა და ნავთობის ემბარგო, ისევე როგორც სანქციები ყველა რუსული ბანკის წინააღმდეგ, დაუყოვნებლივ უნდა დაწესდეს. განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ. “ბუნებრივი აირისა და ნავთობის სრული ემბარგო, სანქციები ყველა რუსული ბანკის ახლავე უნდა დაუწესდეს. ვერ მოვიცდით ერთ-ორ წელს. უკრაინელები ყოველდღე იტანჯებიან და კვდებიან, ქალები, ბავშვები, მოხუცები. ჩვენ უნდა შევწყვიტოთ პუტინის ომის დაფინანსება”, – განაცხადა ნაუსედამ. მან ასევე იმედი ...

Read More »

რუსული გაზის მიწოდების შეწყვეტით გერმანია $240 მილიარდით დაზარალდება

გერმანიის წამყვანმა ეკონომიკურმა ინსტიტუტებმა, უკრაინაში მიმდინარე ომის გათვალისწინებით, გერმანიის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირეს და განმარტეს, რომ რუსეთიდან ენერგომომარაგების შეჩერება 2023 წელს რეცესიას გამოიწვევს. ხუთმა ინსტიტუტმა: RWI, DIW, Ifo, IfW და IWH საბაზისო სცენარის მიხედვით, 2022 წლის ზრდის პროგნოზი 4.8%-დან 2.7%-მდე შეამცირა, 2023 წელს კი 3,1%-იან ზრდას ელიან. ინსტიტუტებმა ასევე გამოაქვეყნეს რუსული ენერგიის უეცარი მიწოდების შეწყვეტის მოსალოდნელი შედეგი, რომლის დროსაც ეკონომიკა მიმდინარე წელს ...

Read More »

ზელენსკი: აუცილებელია ევროპის მკაფიო მზაობა, უარი თქვან ყველა რუსულ ენერგომატარებელზე, ევროკავშირმა უნდა შეწყვიტოს რუსული ომის მანქანის დაფინანსება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპის ქვეყნებს მოუწოდებს, უარი თქვან რუსულ ენერგორესურსებზე და ამით შეწყვიტონ რუსეთის „ომის მანქანის“ დაფინანსება. ამის შესახებ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა. „პირველ რიგში, აუცილებელია ნავთობის ემბარგო და ევროპის მკაფიო მზაობა, უარი თქვან ყველა რუსულ ენერგომატარებელზე. ევროკავშირმა უნდა შეწყვიტოს რუსული სამხედრო ომის მანქანის დაფინანსება“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. ზელენსკის თქმით, რუსი სამხედროები ქვეყნის აღმოსავლეთით და სამხრეთ მიმართულებებზე აქტიურდებიან. როგორც ...

Read More »
საქართველომ გაზპრომთან შეთანხმებას მიაღწია

ავსტრალიამ “გაზპრომს” და სხვა კომპანიებს სანქციები დაუწესა

ავსტრალია, უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით, მოსკოვის წინააღმდეგ სანქციებს აფართოებს, რომლებიც 14 კომპანიას შეეხო. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. სანქციათა ახალ სიაში მოხვდნენ: “კამაზი”, “გაზპრომი”, “გაზპრომ ნეფტი”, “ტრანსნეფტი”, “როსტელეკომი”, “რუსგიდრო”, “სევმაში” და “გაერთიანებული გემთმშენებელი კორპორაცია”. ასევე, ჰოლდინგი “როსელექტრონიკა”, “რუსეთის რკინიგზა”, “ნოვოროსიისკის საზღვაო სავაჭრო პორტი”, ALROSA, “სოგაზი” და “სოვკომფლოტი”. მანამდე, ავსტრალიას ჰქონდა დაწესებული სანქციები რიგი რუსი ბინესმენისა და ხელისუფლების წარმომადგენლისთვის, მათ ...

Read More »

იტალია რუსულ ენერგიაზე ემბარგოს ვეტოს არ დაადებს, თუ EU ფასებზე ზედა ზღვარს დააწესებს

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლუიჯი დი მაიომ CNN-თან საუბრის დროს აღნიშნა, რომ იტალია ნავთობისა და გაზის ფასების გაზრდის მიუხედავად, რუსეთის უკრაინაში შეჭრის ფონზე, რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შემცირებას ცდილობს. “ამ ეტაპზე ენერგიის ღირებულება ჩვენი პირველი საზრუნავია. იტალია რუსულ ენერგიაზე ემბარგოს ვეტოს არ დაადებს. […] არსებობენ კომპანიები, რომლებიც ელექტროენერგიაში 400%-ით მეტს იხდიან. ჩვენ უნდა შევაჩეროთ ის სპეკულაცია, რასაც ენერგიის ფასზე ზედა ზღვრის დაწესება იწვევს. ჩვენ ამის მიღწევას ევროპული ენერგო ...

Read More »

ავსტრიის კანცლერი: ვენა, ბერლინი და ბუდაპეშტი რუსული გაზის ემბარგოს ეწინააღმდეგებიან

ავსტრიის კანცლერმა კარლ ნეჰამერმა განაცხადა, რომ ვენა, ბერლინი და ბუდაპეშტი ეწინააღმდეგებიან რუსულ გაზზე ემბარგოს დაწესებას. “რუსულ გაზზე ემბარგოს წინააღმდეგი მხოლოდ ავსტრია არ არის. მეორე მხრივ, ავსტრია მხარს უჭერს ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნებთან ერთად რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, მაგრამ სანქციებმა უფრო მეტად რუსეთს უნდა დაარტყას, ვიდრე ევროკავშირს”, – თქვა ნეჰამერმა.

Read More »