Author Archives: admin

ლევან დავითაშვილი – სახელმწიფოს პოლიტიკაა, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ინვესტიციების მოზიდვას ნავთობის და გაზის როგორც საძიებო, ისე მოპოვებით სფეროში

თბილისი კონტინენტური ევროპის ენერგეტიკული საბჭოს 54-ე შეხვედრას მასპინძლობს, რომელშიც ნავთობისა და გაზის სექტორში მომუშავე 70-ზე მეტი კომპანიის 200 დელეგატი მონაწილეობს. წარმომადგენლობითი ფორუმი ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გახსნა. მისასალმებელ სიტყვაში ვიცე-პრემიერმა ისაუბრა ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოზე, რომელიც შექმნილია საქართველოში საერთაშორისო კაპიტალის მოსაზიდად ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში, განსაკუთრებით კი ენერგეტიკაში. მან ყურადღება გაამახვილა ენერგოდამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე საქართველოსთვის და აღნიშნა, რომ ქვეყნის ...

Read More »

“ევროპისთვის რუსული ენერგომატარებელის ჩამნაცვლებელი აზერბაიჯანული და ყაზახური ნავთობი იქნება, რომელიც საქართველოზე გაივლის, ამით კი, საქართველო სატრანზიტო ჰაბი გახდება”

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირს რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესების საკითხი წარუდგინა. წევრი ქვეყნების თანხმობის შემთხვევაში, ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტი მსოფლიოს უდიდესი სავაჭრო ბლოკისთვის შესაძლოა, წყალგამყოფი აღმოჩნდეს. რუსულ გაზსა და ნავთობზე დამოკიდებულ გაერთიანებას ენერგორესურსების ალტერნატიული გზების მოძებნა მოუწევს. როგორც ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე აცხადებს, ალტერნატიული გზა საქართველო იქნება. მისივე თქმით, დაიტვირთება შუა დერეფანი, ეს კი ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ქვეყნის მშპ 2%-ით გაიზრდება. ევროკავში ...

Read More »

ირანთან ბირთვულ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები განახლდა

ორთვიანი შესვენების შემდეგ, ირანთან ბირთვულ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები განახლდა. ამის შესახებ, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეფ ბორელმა გერმანიაში, G7-ის ქვეყნების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა. „ჩიხში შესული მოლაპარაკებები განახლდა“, – განაცხადა ბორელმა. ევროპის საგარეო კავშირების სამსახურის (EEAS) ხელმძღვანელის მოადგილე ენრიკე მორა, რომელიც წარმოადგენს ევროკავშირს თეირანთან მოლაპარაკებებში, ამ კვირის დასაწყისში თეირანში გაემგზავრა, სადაც ბირთვულ შეთანხმებაზე, დიალოგის წინსვლის გზებზე უნდა ემსჯელა.

Read More »

კულება: სანქციები ვერ შეაჩერებს რუსეთის ომის მანქანას, სანამ ევროპა რუსულ ნავთობს და გაზს ყიდულობს

რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ვერ შეაჩერებს “ომის მანქანას”, თუ ევროპა გააგრძელებს რუსული ნავთობისა და გაზის ყიდვას. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ Die Welt-თან ინტერვიუში განაცხადა, რომელიც 12 მაისს გამოქვეყნდა. კულებას თქმით, უკრაინის ეკონომიკა უფრო მეტად დაზარალდა ომით, ვიდრე რუსული – სანქციებით. “მიუხედავად იმისა, რომ სანქციები ძალიან მნიშვნელოვანია და აქვს ეფექტი, ისინი ვერ შეაჩერებენ რუსული ომის მანქანას, სანამ ევროპა განაგრძობს ...

Read More »

რუსეთიდან წამოსული Shell-ი, სომხეთში ბენზინგასამართი სადგურების ქსელს ხსნის

ბრიტანულ-ნიდერლანდური ენერგოკომპანია Shell, რუსეთის ბაზრის დატოვების შემდეგ, საქმიანობას სომხეთში იწყებს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია სომხეთის ეკონომიკის მინისტრ ვაჰან კერობიანზე დაყრდნობით წერს. მისი თქმით, ნავთობისა და გაზის გიგანტი ამიერკავკასიის ქვეყანაში „ახალი ხარისხისა და სტანდარტების“ ბენზინგასამართი სადგურების ქსელის გახსნას აპირებს. ცნობილია, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ნიდერლანდებში გასულ კვირას ვიზიტისას შეხვედრა გამართა ადგილობრივ ბიზნესმენებთან, რომელთა შორის იყო Shell-ის წარმომადგენელი, აღნიშნავს გამოცემა. წყარო: ...

Read More »

„მჯერა უნდა გადავდგათ შემდეგი დიდი ნაბიჯი, შევწყვიტოთ რუსული ნავთობის ყიდვა – ნიდერლანდები მზადაა“

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ მოწოდება გააკეთა, რაც შეიძლება მალე შეწყვიტონ რუსული ნავთობის ყიდვა. „მე მჯერა, რომ ჩვენ უნდა გადავდგათ შემდეგი დიდი ნაბიჯი რაც შეიძლება მალე და შევწყვიტოთ რუსული ნავთობის ყიდვა. ნება მომეცით განვმარტო, რომ ნიდერლანდები მზადაა გადადგას ეს ნაბიჯი დაუყოვნებლად, ჩვენს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად”, – განაცხადა რუტემ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში საუბრისას. მანამდე ცნობილი გახდა, რომ უნგრეთი და ევროკავშირის რამდენიმე ...

Read More »

რობერტ ჰაბეკი: რუსეთი ენერგომატარებლებს იარაღად იყენებს

ბერლინში, გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა განაცხადა, რომ რუსეთი ენერგომატარებლებს იარაღად იყენებს. „ვითარება იმდენად გართულდა, რომ ენერგორესურსები, როგორც იარაღი, ბევრ სფეროში გამოიყენება“, – განაცხადა ჰაბეკმა. ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ გერმანია ორიენტირებულია ზამთრისთვის გაზსაცავების ნედლეულით შევსებაზე. მისი თქმით, გაზსაცავები ამ დროისთვის 40%-ითაა შევსებული. ჰაბეკის თმით, გერმანია შეეცდება და გააკეთეს ყველაფერს, რომ გაზის ბაზარზე სტაბილურობა შეინარჩუნოს. „გერმანულ ენერგეტიკულ კომპანიებს ფინანსური გარანტიები მიეცემათ, რადგან მათ ახალი კონტრაქტების გაფორმება უფრო ...

Read More »

SHELL-ის რუსულ ბიზნესსა და აქტივებს LUKOIL-ი ყიდულობს

რუსეთის ფედერაციის ბაზრიდან გასვლის მიზნით, ბრიტანული ენერგოკომპანია Shell-ი ადგილობრივ ბიზნესს ყიდის. Shell-ის შვილობილი კომპანიისა და მისი აქტივების მფლობელი ერთ-ერთი უმსხვილესი რუსული ენერგოკომპანია PJSC Lukoil-ი ხდება. გარიგება რუსეთის მასშტაბით არსებულ 411 ბენზინგასამართ სადგურსა და საპოხი მასალების ქარხანას მოიცავს. ამ ეტაპზე, კომპანიებს შეთანხმების დეტალებისა და გარიგების ღირებულების გასაჯაროების უფლება არ აქვთ. აღსანიშნავია, რომ გარიგება ბოლომდე ჯერაც არ შემდგარა, რადგან ის რუსეთის ანტიმონოპოლიური ...

Read More »

რუსეთმა შესაძლოა, დღეიდან ფინეთს გაზის მიწოდება შეუწყვიტოს

რუსეთმა შესაძლოა, დღეიდან ფინეთს გაზის მიწოდება შეუწყვიტოს, – ინფორმაციას „როიტერი“ ფინურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. ინფორმაციას ჟურნალისტები ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებენ. რუსეთი ფინეთისთვის ბუნებრივი აირის მთავარი მიმწოდებელია, თუმცა ქვეყნისთვის საჭირო ენერგიის მხოლოდ ხუთი პროცენტი მოდის გაზზე. მიუხედავად ამისა, სააგენტო „როიტერის“ ცნობით, გაზის მიწოდებამ შესაძლოა, პრობლემები შეუქმნას მსხვილ საწარმოებს. შეგახსენებთ, რომ ფინეთის პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა 12 მაისს განაცხადეს, რომ ნატო-ში გაწევრების შესახებ განაცხადის გაკეთება ...

Read More »

„პირდაპირ გიფიქსირებთ – ერთადერთი იაფი საწვავი, რომელმაც შეიძლება ფასის სტრუქტურა შეცვალოს არის რუსული პროდუქტი“

„პირდაპირ გიფიქსირებთ – ერთადერთი იაფი საწვავი, რომელმაც შეიძლება ფასის სტრუქტურა შეცვალოს, არის რუსული პროდუქტი,“ – ამის შესახებ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ ვანო მთვრალაშვილმა რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობამ კონკურენციის სააგენტოს მიმართა, დეტალურად შეისწავლოს საწვავის ფასები და 15 მაისამდე წარმოადგინოს შუალედური დასკვნა. როგორც პრემიერმა განმარტა, ძალიან ბევრმა იმპორტიორმა დაიწყო შედარებით იაფიანი საწვავის ...

Read More »