Author Archives: admin

სირიაში რუსეთის მიერ ავიაიერიშების განხორციელება არის მოსკოვის მცდელობას „დაიკავოს აშშ-ის ადგილი“, რომლის მიზანსაც რუსეთის გაკოტრება წარმოადგენს.

სირიის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ, მიწისძვრის შედეგად დაზიანების გამო, მუშაობა შეაჩერა

სირიის ქალაქ ბანიასში უმსხვილესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ, მიწისძვრის შედეგად დაზიანების გამო, მუშაობა შეაჩერა. სირიის ნავთობისა და მინერალური რესურსების სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ხარვეზის აღმოფხვრას, სულ მცირე, 48 საათი დასჭირდება. გარდა ამისა, სამინისტროს ცნობით, დაზიანდა ბანიასში სამინისტროს თანამშრომლების საცხოვრებელი კორპუსები და გაზის საცავი ალეპოში.

Read More »

ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილ ოდესაში ყველა მძლავრი გენერატორი გაიგზავნება

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა შესაბამის სამსახურებს ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილ ოდესაში ყველა მძლავრი გენერატორის გაგზავნა დაავალა. ენერგეტიკის სამინისტროს კუთვნილებაში არსებული გენერატორები ქალაქში ერთი დღის განმავლობაში უნდა ჩაიტანონ. როგორც შმიგალმა ტელერამარხზე დაწერა, მან საგარეო საქმეთა სამინისტროს ასევე დაავალა, მიმართონ თურქეთს მცურავი ელექტროსადგურებით დამატებითი მხარდაჭერის თხოვნით. ეროვნული ენერგეტიკული კომპანიის, „უკრენერგოს“ ქვესადგურზე დღეს დილით მომხდარი ავარიის გამო ოდესაში ელექტროენერგიის მიწოდება შეწყვეტილია. შმიგალის ცნობით, აღნიშნული ქვესადგური ...

Read More »
თურქეთში გაზსადენი ააფეთქეს

ძლიერი მიწისძვრის გამო, თურქეთში გაზსადენზე აფეთქება მოხდა

თურქეთის სამხრეთ პროვინცია ჰატაიში ძლიერი მიწისძვრის შემდეგ, გაზსადენზე აფეთქება მოხდა. ამის შესახებ სააგენტო „იჰლიასი“ იტყობინება. აღნიშნულია, რომ მილსადენზე 3-კილომეტრიანი ხანძრის ორი კერაა. მედია წერს, რომ აფეთქებები და ხანძრები კაჰრამანმარაშის პროვინციაში ძლიერი მიწისძვრის შემდეგ დაიწყო.

Read More »

გადატვირთული მუშაობის გამო ოდესის ელექტროსადგურზე ავარია მოხდა, რის გამოც 500 000 ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

გადატვირთულობის გამო ოდესის ელექტროსადგურზე ავარია მოხდა, რის გამოც 500 000 ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ცნობას ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფო ენერგოოპერატორი ავრცელებს. სისტემის სრულ აღდგენას რამდენიმე კვირა დაჭირდება.

Read More »

ევროპაში რუსული ნავთობპროდუქტების იმპორტი აკრძალვა ძალაში შევიდა

ევროპაში რუსული ნავთობპროდუქტების იმპორტი იკრძალება. როგორც „ასოშიეითიდ პრესი“ წერს, საქმე ეხება ბენზინს, დიზელს, ნავთსა და მაზუთს. აღნიშნული აკრძალვა ამოქმედდა ევროკავშირის მიერ ჯერ კიდევ ივნისში დამტკიცებული სანქციების საფუძველზე. ევროკავშირმა 2022 წლის 3 ივნისს დაამტკიცა ევროკავშირში რუსული ნავთობის ზღვით შეტანის აკრძალვა, თუმცა მისი ამოქმედება რამდენჯერმე გადაიდო. საბოლოოდ, ის 2022 წლის 5 დეკემბერს შევიდა ძალაში. გამონაკლისი შეეხო ბულგარეთს. ასევე, შეზღუდვები არ შეეხო ნავთობსადენ „დრუჟბით“ გადატანილ ...

Read More »
ირაკლი ღარიბაშვილი: ეკოლოგიის კუთხით თბილისში კატასტროფა გვაქვს

ირაკლი ღარიბაშვილი: არ შეიძლება, რომ ერთ ლიტრ ბენზინზე იყოს თითქმის ერთ ლარამდე ფასნამატი

მაღალი მოგებით მუშაობენ ჯერ კიდევ ნავთობის იმპორტიორები, რაც მიუღებელია, მინდა მოგმართოთ თქვენ, ბატონო მინისტრებო, უნდა დაიბაროთ თქვენ ნავთობის იმპორტიორები და აქაც მოვახდინოთ რაღაც გონივრულ ზღვარზე ფასების ჩამოწევა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, არ შეიძლება, რომ ერთ ლიტრ ბენზინზე იყოს თითქმის ერთ ლარამდე ფასნამატი. „მეორე საკითხზე მინდა ასევე მოგახსენოთ. ჩემი დავალებით, კონკურენციის სააგენტომ ...

Read More »

ნავთობზე ზღვრული ფასების დაწესებით რუსეთმა იანვარში $8 მლრდ დაკარგა

ზღვრული ფასების დაწესების შედეგად რუსეთის ნავთობისა და გაზის ექსპორტიდან შემოსავლები იანვარში 1/3–ით შემცირდა, აცხადებს საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ხელმძღვანელი ფატიხ ბიროლი, რომელსაც სააგენტო Reuters ციტირებს. ენერგეტიკული სააგენტოს შეფასებით, რუსეთმა იანვარში ნავთობისა და გაზის გაყიდვით $8 მლრდ–ით ნაკლები შემოსავალი მიიღო, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. შესაბამისად, შემოსავალი 30%–ით არის შემცირებული. ბიროლის თქმით, ფასების ზღვრის დაწესებამ შედეგი გამოიღო, როგორც ნავთობის ბაზრის სტაბილიზაციის, ისე ...

Read More »

სსე-ს გენერალურმა დირექტორმა წყალტუბოს ქვესადგური მოინახულა

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი გიგინეიშვილმა ქვესადგურის „წყალტუბო-500“ მშენებლობის ადგილი მოინახულა. გაეცნო პროექტის მიმდინარეობას და შეაფასა განხორციელებული სამუშაოები. ამ დროისათვის, მოწყობილობების ძირითადი ნაწილი მოწოდებულია, დასრულებულია ავტოტრანსფორმატორების და რეაქტორების ფუნდამენტების მოწყობა. მიმდინარეობს ანძების ფუნდამენტების მოსამზადებელი სამუშაოები და საძირკვლებისა და სადრენაჟე სისტემის მოწყობა. უახლოეს მომავალში დაიწყება მართვის ფარის შენობის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ქვეყნის ენერგეტიკული ქსელის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ქვესადგურის ...

Read More »
„სამხრეთის გაზის დერეფნის“ კაპიტალიზაცია მნიშვნელოვნად გაიზარდა

უკრაინა სამხრეთ გაზის დერეფნის პროექტითაა დაინტერესებულია

რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის მიუხედავად, უკრაინა იყო და რჩება სანდო პარტნიორად და მზადაა უზრუნველყოს თავისუფალი შესაძლებლობები კასპიის ზღვიდან ევროკავშირში ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სტრატეგიულად მნიშვნელოვან პროცესში. უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ, მიკოლა კოლესნიკმა სამხრეთ გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭოს ფარგლებში მე-9 მინისტერიალზე განაცხადა. მონაწილეებმა განიხილეს ევროკავშირში გაზის ტრანსპორტირების შესაძლებლობების გაზრდის შედეგები და გეგმები. „რამდენიმე თვეში ინექციების ...

Read More »

თბილისის ქუჩები, რომლებსაც დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

6 თებერვალს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოებს ასახელებს. ისნის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), ბოროდინის, სართიჭალის, ფაღავას, ხერხეულიძის და იზაშვილის ქუჩების მოსახლეობას. ნაძალადევის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), მეტრო სარაჯიშვილის მიმდებარე ტერიტორიის, ზღვისუბნის დასახლების IV მიკრორაიონის და ფეიქართა ქუჩის მოსახლეობას. გლდანის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების ...

Read More »