Author Archives: admin

ქარის ენერგეტიკის განვითარების ტენდენცია 2000-2050 წლებზე (ინფოგრაფიკი)

საქართველო-თურქეთი-უკრაინა-ბულგარეთი შავი ზღვის აუზში ქარის ოფშორული ენერგიის განვითარებაზე ითანამშრომლებენ

ქარის ენერგიის საქართველოს, თურქეთის, უკრაინისა და ბულგარეთის ასოციაციებმა შავი ზღვის აუზში ქარის ოფშორული ენერგიის დარგში ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმება გააფორმეს. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული საინფორმაციო სააგენტოAnadolu ავრცელებს. საქართველოს მხრიდან დოკუმენტს ქარის ენერგიის ასოციაციის პრეზიდენტმა, კომპანია „უსასრულო ენერგიის“ დამფუძნებელმა თორნიკე ბახტურიძემ მოაწერა ხელი. თანამშრომლობა შავი ზღვის აუზში ქარის ოფშორული ენერგიის პოტენციალის ერთობლივი ძალებით კვლევასა და განვითარებას მიზნად ისახავს. „საქართველო ქარის ენერგიის განვითარებით ევროპას მნიშვნელოვნად ჩამორჩება, ...

Read More »

ენერგომომარაგება და ინფლაცია – როგორ დაძლევს ევროკავშირი კრიზისს?

ევროკავშირი მთელი რიგი მწვავე გამოწვევის წინაშე დგას – კორონავირუსული პანდემიის შედეგების დაძლევით დაწყებული, რუსეთის მიერ გაზის მიწოდების შეწყვეტის გამო მომავალ ზამთარში ენერგორესურსების დეფიციტის საფრთხით დასრულებული. თუ რა ზომებს იღებს ევროკავშირი მოსალოდნელი სირთულეების დასაძლევად,  Deutsche Welle-მ გაარკვია.   ევროპის ცენტრალური ბანკი ძირითად საპროცენტო განაკვეთს ზრდის წლების განმავლობაში მოქმედი ნულოვანი საპროცენტო განაკვეთის პოლიტიკის შემდეგ, ევროპის ცენტრალურმა ბანკმა აღნიშნული მიდგომის შეცვლა 21 ივლისს ...

Read More »

შმიგალი: უკრაინაში ზამთრისთვის საკმარისი გაზი არის

უკრაინაში გათბობის სეზონი ობიექტების ნახევარზე უკვე დაწყებულია. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა ფეისბუქზე 6 ნოემბერს განაცხადა. “ქვეყანაში ობიექტების ნახევარი უკვე დაუკავშირდა გათბობას. გაზსაცავებში არის 14.5 მილიარდი მ³ გაზი, რაც საკმარისია ზამთრისთვის”, – წერს ის. უკრაინის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება “ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ზამთარში ყველა უკრაინელს ჰქონდეს სინათლე და სითბო”. “ენერგეტიკოსები 24/7 რეჟიმში განაგრძობენ სარემონტო სამუშაოებს სტაბილური ენერგომომარაგების აღსადგენად. უკრაინამ უკვე ...

Read More »
გერმანიაში ელექტროენერგიის ტარიფები ბოლო ათწლეულის მინიმუმზეა

ევროპასა და ბრიტანეთში გაზი 100%-ით,ხოლო დენი 67%-ით გაძვირდა

Bloomberg- ინფორმაციით ევროპასა და დიდი ბრიტანეთში გაზის ფასი 2-ჯერ არის გაძვირებული. ენერგეტიკული საკონსულტაციო კომპანია VaasaETT Ltd-ს ინფორმაციით,თუ შარშან ოქტომბერში 1 კვ/სთ ბუნებრივი გაზის ღირებულება 9 ევრო ცენტს შეადგენდა, წელს მისი ფასი 18 ევრო ცენტია. რაც შეეხება ელექტროენერგიის ფასს, იგი 67%-ით 36 ევრო ცენტამდე არის გაზრდილი. წყარო: gbc.ge

Read More »

ლაშა ხუციშვილი – საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან მოხდა შეთანხმება განახლებული ენერგიის მხარდამჭერ სქემასთან დაკავშირებით

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან მოხდა შეთანხმება განახლებული ენერგიის მხარდამჭერ სქემასთან დაკავშირებით, ასევე, შეჯერდა ხედვები სახელმწიფო საწარმოების რეფორმასთან მიმართებით. „პროგრამის ფარგლებში, განვაგრძობთ მუშაობას სტრუქტურულ რეფორმებზე, რითაც უზრუნველყოფილი იქნება მეტი ეკონომიკური მდგრადობა გლობალური გამოწვევებისადმი. საშუალოვადიან პერიოდში განვაგრძობთ მუშაობას ფისკალური სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით. ამ მხრივ, ფონდთან არსებული პროგრამა დამატებითი გარანტიაა ჩვენი სტრატეგიული მიზნების მიღწევის გზაზე, მათ შორის, ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის, ასევე, ...

Read More »

მზის ფერმები კოსმოსიდან დედამიწაზე ელექტროენერგიის გადაცემას შეძლებენ

კოსმოსიდან მზის ფერმების საშუალებით დედამიწაზე ელექტროენერგიის გადაცემის გეგმა რეალისტურია. ეს გეგმა შესაძლოა 2035 წლისთვის განხორციელდეს. ამის შესახებ Space Energy Initiative-ის (SEI) თანათავმჯდომარე მარტინ სოლტაუ საუბრობს. ინფორმაციას BBC ავრცელებს. SEI მუშაობს პროექტზე, რომელსაც Cassiopeia ჰქვია. პროექტი დედამიწის მაღალ ორბიტაზე ძალიან დიდი სატელიტების თანავარსკვლავედის განთავსებას ითვალისწინებს. ეს თანამგზავრები მზის ენერგიას მიიღებენ და დედამიწაზე დააბრუნებენ. მარტინ სოლტაუ თქმით, პოტენციალი თითქმის შეუზღუდავია. თეორიულად ამ სატელიტებს შეუძლია ...

Read More »

“არსებულ ვითარებაში ტრანსკასპიური მარშრუტის განვითარება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, პარტნიორ სახელმწიფოებთან ამ საკითხზე ურთიერთგაგება გვაქვს”

ყაზახეთის პრეზიდენტის განცხადებით, არსებულ ვითარებაში ტრანსკასპიური დერეფანი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. კასიმ-ჟომარტ ტოკაევის თქმით, ასევე იგეგმება ყაზახეთის პორტ აქტაუსა და კურიკის სიმძლავრის გაზრდა, რის შედეგადაც აღნიშნული პორტები 20 მილიონ ტონა ნავთობს გაატარებენ. „მსოფლიო ბაზრებზე არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, ტრანსკასპიური მარშრუტის შემდგომი განვითარება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ამ საკითხზე პარტნიორ სახელმწიფოებთან ურთიერთგაგება გვაქვს. ჩვენ უნდა გავააქტიუროთ ყველა არსებული სიმძლავრეები აქტაუსა და კურიკის პორტებში, რათა წელიწადში ...

Read More »

აშშ თურქმენული გაზის ევროპისთვის მიწოდებას საქართველოზე გამავალი გაზსადენით მოიაზრებს

შეერთებული შტატები თურქმენეთს ევროპისთვის გაზის მიწოდებაში დაემხარება. ამის შესახებ აშხაბადში გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ სამხრეთ და ცენტრალური აზიის საკითხთა ბიუროში, დონალდ ლუმ განაცხადა, რასაც „ტასი“ ავრცელებს. მისი თქმით, შეერთებული შტატები საკუთარი ჭარბი მარაგის გამო თურქმენულ გაზს არ იყიდის, თუმცა მზად არის, ევროპაში მის ექსპორტს ხელი შეუწყოს. ამ მიზნით ამერიკელი დიპლომატი ოფიციალურ აშხაბადს ტრანსანატოლიის გაზსადენის გამოყენებას სთავაზობს, რომელიც გაზის ...

Read More »

კიევს ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება

ენერგეტიკული კომპანია Yasno-ს აღმასრულებელი დირექტორი სერჰი კოვალენკო ამბობს, რომ ელექტროენერგიის დეფიციტი მოსალოდნელზე 32%-ით მეტი იქნება. გამორთვა უფრო დიდხანს გაგრძელდება, ვიდრე ეს 7 ნოემბრის ოფიციალური გრაფიკით არის გათვალისწინებული. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქსელის ოპერატორის Ukrenergo-ს ცნობით, ენერგომომარაგების შეწყვეტა დაგეგმილია კიევში და უკრაინის 7 ოლქში: კიევში, ჩერნიგოვში, ჩერკასში, ჟიტომირში, სუმში, ხარკოვსა და პოლტავაში. უკრაინას კრიზისთან გამკლავება რუსეთის ძალების მხრიდან ენერგოინფრასტრუქტურის დაბომბის გამო უწევს. კიევს დასავლეთი საჰაერო თავდაცვის სისტემებს ...

Read More »

გერმანულმა Uniper-მა რუსეთიდან გაზის მიწოდების სრული შეწყვეტის შესახებ განაცხადა

გერმანულმა კომპანია Uniper-მა, ოდესღაც გაზპრომის გაზის უმსხვილესმა კორპორატიულმა მყიდველმა, გამოაცხადა რუსული გაზის მიწოდების სრული შეწყვეტის შესახებ. მიწოდების შემცირება 14 ივნისს დაიწყო. გერმანული კომპანია ამ შემცირებას სახელშეკრულებო ვალდებულებების დარღვევად განმარტავს. „სხვადასხვა ხარისხის მიწოდების შეწყვეტის შემდეგ, რუსული გაზის მიწოდება უნიპერისთვის გაზპრომმა მთლიანად შეაჩერა 2022 წლის აგვისტოს ბოლოდან“, – ნათქვამია Uniper-ის ახალ ანგარიშში. მანამდე გერმანული კომპანია იტყობინებოდა, რომ 2022 წლის 14 ივლისს გაზპრომმა ...

Read More »