კიევს ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება

ენერგეტიკული კომპანია Yasno-ს აღმასრულებელი დირექტორი სერჰი კოვალენკო ამბობს, რომ ელექტროენერგიის დეფიციტი მოსალოდნელზე 32%-ით მეტი იქნება.

გამორთვა უფრო დიდხანს გაგრძელდება, ვიდრე ეს 7 ნოემბრის ოფიციალური გრაფიკით არის გათვალისწინებული.

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქსელის ოპერატორის Ukrenergo-ს ცნობით, ენერგომომარაგების შეწყვეტა დაგეგმილია კიევში და უკრაინის 7 ოლქში: კიევში, ჩერნიგოვში, ჩერკასში, ჟიტომირში, სუმში, ხარკოვსა და პოლტავაში.

უკრაინას კრიზისთან გამკლავება რუსეთის ძალების მხრიდან ენერგოინფრასტრუქტურის დაბომბის გამო უწევს.

კიევს დასავლეთი საჰაერო თავდაცვის სისტემებს აწვდის.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 5 ნოემბერს განაცხადა, რომ „უახლოეს კვირებში კარგი სიახლეებია მოსალოდნელი, რადგან უკრაინა დამატებით საჰაერო თავდაცვის სისტემებს მიიღებს“.

მისივე თქმით, დრონების განეიტრალების მაჩვენებელი პროცენტულად გაიზარდა, მაგრამ ამ მიმართულებით გასაკეთებელი კიდევ ბევრია.

Leave a Reply