Author Archives: admin

ტაშისკარში მცირე ჰესი აშენდება

„გროს ენერჯი ჯგუფმა“ ტაშისკარი ჰესის დეტალური პროექტის მომზადებაზე განაცხადა. კომპანიის ცნობით, სამშენებლო ეტაპზე გადასასვლელად საბუთები სახელმწიფო უწყებებში უკვე წარდგენილია. „საქართველოს მელიორაციის” საკუთრებაში არსებულ ჰიდროკვანძს, რომელიც ბორჯომის მუნიციპალიტეტ სოფელ ახალდაბაში მდინარე მტკვარზე მდებარეობს, ახალი ენერგეტიკული დანიშნულება შეემატება და რაც მთავარია საქართველოს კიდევ ერთი ენერგეტიკული ობიექტი დაემატება“, – აცხადებს კომპანია. ტაშისკარი ჰესის ტექნიკურ – ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების ხელშეკრულება კომპანია ...

Read More »

კლიმატური კრიზისი: ტოპ-კომპანიების მიერ გაზვიადებული პროგრესი

კორპორაციები მუდმივად ზეწოლის ქვეშ არიან, რათა დააჩქარონ კლიმატურ კრიზისთან საბრძოლველად საჭირო ქმედებები და შეამცირონ გარემოზე უარყოფითი ზემოქმედება. თუმცა ეს ბევრი მათგანისთვის, მათ შორის მსოფლიოს წამყვანი ორგანიზაციებისთვის, საკმაოდ რთული პროცესი ჩანს. კლიმატის ინსტიტუტის (New Climate Institute) ახალი კვლევის თანახმად, ჯამში 25 კორპორაციის შესწავლით დადგინდა, რომ მსოფლიოს ბევრი უმსხვილესი კომპანია სულაც  ვერ აღწევს საკუთარ დასახულ კლიმატურ მიზნებს. გარდა ამისა, ისინი რეგულარულად აზვიადებენ ...

Read More »

ბათუმის საბავშვო ბაღები ევროსტანდარტების შესაბამისი ენერგოდამზოგავი ტექნოლოგიებით აღიჭურვება

ბათუმი პირველი ქალაქი იქნება საქართველოში, სადაც საბავშვო ბაღები ევროსტანდარტების შესაბამისი ენერგოდამზოგავი ტექნოლოგიებით აღიჭურვება, – ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ბათუმის საბავშვო ბაღებში ენერგოეფექტურობის ევროპული სტანდარტის დანერგვასთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე კონსულტანტი კომპანიის მიერ წარმოდგენილი ენერგოეფექტურობის შეფასების ანგარიშები განიხილეს. პროექტი პირველ ეტაპზე ითვალისწინებს სხვადასხვა უახლესი ტექნოლოგიის ტესტირებას ბათუმის საბავშვო ბაღებში. პირველ ეტაპზე გათვალისწინებული იყო შერჩეული 25 საბავშვო ...

Read More »

გერმანიაში გაზის მარაგი “საგანგაშო” დონემდე დაეცა

გერმანიის ხელისუფლება ადასტურებს, რომ რუსეთთან დაძაბულობისა და Nord Stream 2-ის დამტკიცების შეფერხების ფონზე, გაზის მარაგები “საგანგაშო” დონემდე დაეცა. გაზის მარაგი 40%-დან 35-36%-მდე შემცირდა. 2020 წელს მარაგი 80%-მდე იყო. ეკონომიკისა და კლიმატის სამინისტროს ანგარიშის მიხედვით, 40%-იანი მიწოდება მხოლოდ შვიდდღიანი პოლარული ტემპერატურისთვის არის საკმარისი. გერმანიის გაზის იმპორტის 55%-ზე მეტი რუსეთზე მოდის. ეს მაჩვენებელი 2012 წლიდან 15%-ით გაიზარდა. მიუხედავად მზარდი შეშფოთებისა, რომ ქვეყანას ზამთრისთვის ...

Read More »

სემეკი: კომუნალური გადასახადების გასაჩივრების შემთხვევაში მოქალაქეებმა მომართონ უშუალოდ სემეკს ან ენერგოომბუდსმენს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) მოუწოდებს მოქალაქეებს, კომუნალური გადასახადების გასაჩივრების შემთხვევაში მიმართონ უშუალოდ სემეკს ან ენერგოომბუდსმენს, შემდგომი გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად. ბოლო დღეების განმავლობაში, „ნაციონალური მოძრაობა“ მოქალაქეებს მოუწოდებს კომუნალური გადასახადის გასაჩივრებისთვის დაუკავშირდნენ პარტიას. ოპოზიციური პოლიტიკური პარტია მოქალაქეებს ჰპირდება საკითხის გასაჩივრებაში დახმარებას. თუმცა, დღემდე მათი მხრიდან არც სემეკში და არც ენერგოომბუდსმენის სამსახურში მოქალაქეთა კომუნალურ გადასახადებზე განცხადება/საჩივარი არ არის შემოსული. ...

Read More »
სოციალურად დაუცველები ელექტროენერგიაზე შეღავათით ისარგებლებენ

დღეს, თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11 თებერვალს თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. გლდანის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფეიქრების ქუჩის მოსახლეობას. მთაწმინდის და კრწანისის რაიონები – 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა ოქროყანის და წავკისის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მესხის, მთაწმინდის და ყიფიანის ქუჩების მოსახლეობას. ვაკის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 ...

Read More »

საფრანგეთი ინდუსტრიის დეკარბონიზაციისთვის €5.6 მილიარდის ინვესტირებას გეგმავს

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრ ჟან კასტექსის განცხადებით, France 2030-ის გეგმის ფარგლებში, ინდუსტრიის დეკარბონიზაციისთვის €5.6 მილიარდის ინვესტირება იგეგმება. ახალი გეგმით, ინვესტირებული თანხის უდიდესი ნაწილი, €5 მილიარდი, ინდუსტრიულ ობიექტებზე ახალი ტექნოლოგიების განთავსებას მოხმარდება, დანარჩენი €610 მილიონი კი ინოვაციებისა და კვლევების დაფინანსებას ნახშირბადის დაბალი შემცველობის ინდუსტრიისთვის. ArcelorMittal-ის ჯგუფმა საკუთარი პროექტი, €1.7 მილიარდის ინვესტირებით Fos-sur-mer-სა და Dunkirk-ში ფოლადის ქარხნების ტრანსფორმაციის შესახებ, პრემიერ კასტექსს წარუდგინა. ArcelorMittal-ის გეგმით, ...

Read More »

ყაზახეთში, მაინერებს, არსებული გადასახადები რამდენიმეჯერადად გაეზრდებათ

ინფორმაციას, კრიპპტოვალუტების მწარმოებელთათვის გადასახადების სიდიდის რამდენიმეჯერადი მატების შესახებ ყაზახური პორტალები აქვეყნებენ. „არ შეიძლება წავუყრუოთ ციფრული მაინინგის როლს. კრიპტოვალუტების წარმოების სოციალურ-ეკონომიკური ეფექტი მინიმალურია. მასობრივი სამუშაო ადგილები არ იქმნება, პროდუქცია, როგორც ასეთი, საერთოდ არ არის. ამავდროულად, ეს სფერო მოიხმარს ელექტროენერგიას, როგორც რამდენიმე ოლქი და, თანაც, ზოგიერთი არაკეთილსინდისიერი მაინერი აშკარად სარგებლობს ტარიფებით, რომლებიც მოსახლეობისთვის დაწესებულიზე უფრო დაბალია. არ იხდიან გადასახადებს ბაჟს და გადასახადს ...

Read More »

ევერესტზე მყინვარი დნება

ამერიკელმა და ნეპალელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მყინვარი „სამხრეთი უნაგირი“, რომელიც ევერესტზე მდებარეობს დნება. მათი კვლევის შედეგი კლიმატის ცვლილების შედეგებს ნათლად აჩვენებს. „სამხრეთი უნაგირი“ 7 906 მეტრის სიმაღლეზე მდებარე უღელტეხილია ევერესტისა და ლხოცეზეს (მსოფლიოში სიმაღლით მეოთხე მწვერვალი) შორის. როდესაც ალპინისტები ევერესტის დალაშქვრას სამხრეთ-აღმოსავლეთის ფერდობით ცდილობენ, ბოლო ბანაკს სწორედ ამ უღელტეხილზე შლიან. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ 1990-იანი წლებიდან „სამხრეთი უნაგირი“ ორჯერ შემცირდა, მისი სიმძლავრე კი დაახლოებით 55 მეტრით ...

Read More »
ახალგორიდან მილსადენის გატანის დამუშავებული პროექტი არსებობს

BP-მ 7,57 მლრდ დოლარის წლიური მოგება მიიღო

2021 წელს ბრიტანული ნავთობკომპანია BP-ის სუფთა მოგებამ 7,57 მლრდ დოლარი შეადგინა, მაშინ, როცა ერთი წლით ადრე კომპანიამ 20,3 მლრდ დოლარით იზარალა. BP-ის კვარტალურმა სუფთა მოგებამ გასული წლის მეოთხე კვარტალში 2,33 მლრდ დოლარი, მესამე კვარტალში კი 2,54 მლრდ დოლარი შეადგინა. მაგალითად, ერთი წლით ადრე კომპანიის მეოთხე კვარტლის მოგება სულ 1,36 მლრდ დოლარი იყო. კომპანიის ფინანსური მაჩვენებლები განსაკუთრებით მეოთხე კვარტალში გაუმჯობესდა, როცა ...

Read More »