Author Archives: admin

ევროკომისიამ ადრიატიკის ზღვის გავლით გაზსადენის მშენებლობას მხარი დაუჭირა

რუსეთი ფინეთს გაზის მიწოდებას ხვალიდან შეუწყვეტს

ფინეთის სახელმწიფო გაზის კომპანია Gasum-ის ინფორმაციით, ხვალიდან რუსეთი ფინეთს გაზის მიწოდებას შეუწყეტს. “რუსულმა კომპანია “გაზპრომმა“ „Gasum-ს“ დღეს აცნობა, რომ ბუნებრივი აირის მიწოდებაზე კონტრაქტს შაბათს, 21 მაისსს შეწყვეტს”, – ნათქვამია ინფორმაციაში. როგორც ფინურ კომპანიაში აცხადებენ, აბონენტებს ბუნებრივ აირს სხვა წყაროებიდან, Balticconnector-ის მილსადენიდან მიაწვდიან. “ჩვენ ვემზადებოდით ამ სიტუაციისთვის და უახლოეს თვეებში შევძლებთ ჩვენი აბონენტებისთვის გაზის მიწოდებას”, – აცხადებს Gasum-ის გენერალური დირექტორი, მიკ ვილიანენი. ...

Read More »
რუმინეთი საწვავის უმსხვილეს მომწოდებლად რჩება

გაყიდული 1 ლიტრი ბენზინიდან 1 ლარი ბიუჯეტში მიდის

საქართველოში ბრენდულ ავტოგასამართ სადგურებზე რეალიზებული ყოველი 1 ლიტრი საწვავიდან, როგორც ბენზინიდან ასევე დიზელიდან, 90 თეთრიდან 1 ლარამდე თანხა ბიუჯეტში აქციზისა და დღგ-ს სახით ირიცხება. აქციზის თანხა ფიქსირებულია, დღგ კი ფულად გამოსახულებაში საწვავის თვითღირებულებასთან ერთად იზრდება. „ორი რამაა გარდაუვალი – სიკვდილი და გადასახადები“. ბენ ფრანკლინის მიერ XVIII საუკუნეში ნათქვამი ეს ფრთიანი ფრაზა XXI საუკუნეშიც აქტუალურია. ჯერჯერობით არც უკვდავების წამალი გამოუგონიათ და ...

Read More »
საუდის არაბეთმა რუსული ნავთობის წინააღმდეგ ბრძოლა ახალი ბრძოლა დაიწყო

არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში ნავთობის ახალი საბადოები აღმოაჩინეს

არაბთა გაერთიანებულ საემიროებში  სამი ახალი ნავთობის საბადო აღმოაჩინეს. აბუ დაბის ეროვნული ნავთობკომპანიის განცხადებაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი საბადო აღმოაჩინეს აბუ დაბის ახლოს ბუ ხასაზე, რომელიც არაბული ქვეყნის დედაქალაქიდან სამხრეთ-დასავლეთით 200 კილომეტრშია. საბადოს მოცულობა 500 მილიონი ბარელი პრემიუმ კლასის ნავთობია. მეორე საბადო, რომლის მოცულობა დაახლოებით ასი მილიონი ბარელია, ზღვაში აბუ დაბის სანაპიროზე აღმოაჩინეს. მას მართავს Occidental (OXY.N). ...

Read More »

ერაყი მის ნავთობის საბადოებზე ჩინეთის მზარდი კონტროლის გამო შეშფოთებას გამოთქვამს

გასულ წელს ერაყის ნავთობის სამინისტრომ სამი პერსპექტიული გარიგება ჩაშალა, რომლებიც ქვეყნის ნავთობის საბადოებზე ჩინეთის კონტროლის გაზრდასთან ერთად, ქვეყნიდან ნავთობის საერთაშორისო მწარმოებლების გასვლას გამოიწვევდა. ერაყის ნავთობის სამინისტროს ოფიციალური პირებისა და ინდუსტრიის წარმომადგენლების განცხადებით, 2021 წლის დასაწყისიდან, რუსეთის Lukoil-ისა და აშშ-ის Exxon Mobil-ის გეგმა ჩინეთის სახელმწიფო ფირმებისთვის აქციების მიყიდვასთან დაკავშირებით, ერაყის ნავთობის სამინისტროს ჩარევის შემდგომ შეჩერდა. ჩინეთის სახელმწიფო კომპანიებისთვის წილების მიყიდვა BP-ის ...

Read More »

სემეკმა „თელასის“ შესაბამისობის ოფიცრის ანგარიში მოისმინა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) საჯარო სხდომაზე, სს „თელასის“ შესაბამისობის ოფიცერმა კომპანიის მიერ შესაბამისობის პროგრამის განსახორციელებლად მიღებული ზომების შესახებ მომზადებული წლიური ანგარიში წარადგინა. შესაბამისობის ოფიცრის ანგარიშის მიხედვით, სს „თელასში“ კანონის მოთხოვნებთან შეუსაბამო ქმედებები დაფიქსირდა, კერძოდ კომპანიაში დღემდე არ არის უზრუნველყოფილი საქმიანობების სრულყოფილად განცალკევება. აღნიშნული წარმოადგენს კანონისა და სემეკის მიერ დამტკიცებული სს „თელასის“ შესაბამისობის პროგრამით გათვალისწინებული ვალდებულებებისა და ...

Read More »
რატომ ვერ შედგა “გაზპრომთან” შეთანხმება

რუსეთის მტკიცებით, Gazprom-ის კლიენტების ნახევარმა რუბლის ანგარიშები გახსნა

რუსეთის ვიცე-პრემიერის, ალექსანდრ ნოვაკის განცხადებით, Gazprom-ის უცხოელი კლიენტების დაახლოებით ნახევარმა დააკმაყოფილა რუსეთის პრეზიდენტის მოთხოვნა Gazprombank-ში რუბლის ანგარიშის გახსნის შესახებ. “ვფიქრობ, გვყავს დაახლოებით 54 კომპანია, რომლებსაც აქვთ კონტრაქტები Gazprom Export-თან. ჩემი მონაცემებით, მათგან დაახლოებით ნახევარმა უკვე გახსნა სპეციალური ანგარიშები ჩვენს უფლებამოსილ ბანკში – უცხოური ვალუტის და რუბლის ანგარიშები”, – თქვა ნოვაკმა დღეს მოსკოვში გამართულ ღონისძიებაზე. მან არ დაასახელა ის კომპანიები ან ქვეყნები, ...

Read More »

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 20 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ასევე, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), სამხედრო გზატკეცილის (ნაწილობრივ), ანდრონიკაშვილის, 13 ასურელი მამის, ჩხიკვაძის, მარიჯანის, ქავთარაძის, ნადირაძის და თავხელიძის ქუჩების მოსახლეობას. გლდანის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ...

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი თითქმის 4-ით შემცირდა

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 4,76 აშშ დოლარით შემცირდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 118,42 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »

გარემოს დაბინძურება ყოველწლიურად 9 მილიონი ადამიანის გარდაცვალების მიზეზი ხდება

ყოველწლიურად ჰაერის დაბინძურებას დაახლოებით 9 მილიონი ადამიანის სიცოცხლე ეწირება. ამის შესახებ Deutsche Welle ჟურნალში The Lancet Planetary Health გამოქვეყნებულ კვლევაზე დაფუძნებით წერს, რომლის თემაც გლობალური სიკვდილიანობაა. გამოცემის ინფორმაციით, კვლევას ვაშინგტონის უნივერსიტეტის სპეციალისტები აწარმოებენ. მათ დაადგინეს, რომ გარემოს დაბინძურებას საშუალოდ 9 მილიონი ადამიანი 2015 წლიდან ეწირება. მეცნიერების მიერ გაანალიზებული ბოლო მონაცემები 2019 წელს მიეკუთვნება. კვლევაში აღნიშნულია, რომ „დაბინძურება ადამიანისა და პლანეტის ჯანმრთელობისთვის ექზისტენციურ საფრთხეს ...

Read More »

აშშ ევროპას რუსულ ნავთობზე ემბარგოს ნაცვლად, გადასახადების დაწესებას სთავაზობს

აშშ აპირებს ევროპის ქვეყნებს შესთავაზოს რუსულ ნავთობზე გადასახადების დაწესების იდეა, როგორც ემბარგოს ალტერნატივა, – იუწყება Reuters. სააგენტოს ცნობით, გადასახადების შესაძლო შემოღების მექანიზმი ითვალისწინებს რუსული ნავთობის ბაზარზე დატოვებას, თუმცა, რუსეთის ფედერაციაში შესული საექსპორტო შემოსავლები მნიშვნელოვნად შემცირდება. Reuters-ის ინფორმაციით, აშშ ხსენებული გეგმის შეთავაზებას G7-ის ფინანსთა მინისტრების შეხვედრაზე გეგმავს, მიმიდინარე კვირაში. რუსული ნავთობის ბაზარზე დატოვება, სააგენტოს ცნობით, ასევე თავიდან ააცილებს ევროპას ნავთობზე ფასების ...

Read More »