Author Archives: admin

ნავთობის ფასი გაიზარდა

2022 წლის 18  მაისის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  111.11 (+2.00)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  110.60 (+1.01)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

10 საინტერესო ფაქტი გარემოს შესახებ

გარემოს დაცვა როგორც სფერო 21 საუკუნის უმნიშვნელოვანესი განხილვის საგანია მთელს მსოფლიოს მასშტაბებში. თითოეული ადამიანის სხვადასხვა სახის ქმედება პირდაპირ აისახება ეკოლოგიაზე და მოქმედებს კლიმატის ცვლილების დინამიკაზე მსოფლიოს მასშტაბით. ქვემოთ მოცემულია რამდენიმე საინტერესო ფაქტი გარემოს შესახებ, EarthEcho International-ისა და Solar Energy World დაკვირვების მიხედვით. ის, თუ როგორ მოქმედებს ესა თუ ის ქმედება მასშტაბებში, შეგვიძლია ამ მარტივი მაგალითებით შევიტყოთ:   1. ერთი ალუმინის ...

Read More »

ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარი: ევროკავშირის ახალი ენერგეტიკული პლატფორმა ღია იქნება უკრაინისთვის, მოლდოვისა და საქართველოსთვის

ევროკავშირის ახალი ენერგეტიკული პლატფორმა ღია იქნება უკრაინისთვის, მოლდოვისთვის და საქართველოსთვის, – ამის შესახებ ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარმა, კადრი სიმსონმა, ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე განაცხადა, რომელიც რუსეთის ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შეწყვეტას უკავშირდება. ევროკომისრის თქმით, ევროკავშირის ახალი ენერგეტიკული სტრატეგია საერთაშორისო პარტნიორებთან ისეთი სამომავლო თანამშრომლობის ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად, რომელიც ერთ წყაროზე დამოკიდებულებას გამორიცხავს. „რუსეთიდან მილსადენებით გაზის მომარაგება ევროკავშირის გაზის მოხმარებაში 26 პროცენტამდე შემცირდა. მიმდინარე წლის აპრილში, გასული წლის აპრილთან ...

Read More »

ამერიკამ ვენესეულურ ნავთობს გზა გაუხსნა, მსოფლიოში გაიაფებას ელიან

ამერიკის შეერთებული შტატები ვენესუელის ენერგეტიკულ სექტორზე დაწესებული სანქციების შემსუბუქებას გეგმავს. აშშ იმ დისბალანსის შევსებას ცდილობს, რომელიც ნავთობის მოთხოვნა-მიდოების მიმართულებით არსებობს. რა ცვლილებებს შეიძლება დაედოს საფუძველი და მოახდენს თუ არა საქართველოზე გავლენას ვენესუელასთვის შეზღუდვების შემსუბუქება? მალე კომპანიებს ვენესუელაში მოპოვებული ნედლი ნავთობის ევროპის ბაზარზე გატანის საშუალება მიეცემათ, ხოლო უმსხვილეს ამერიკულ ენერგოკომპანია “შევევრონს” უფლება ეძლევა ვენესუელურ სახელმწიფო ნავთობკომპანია PDVშA-სთან მოლაპარაკების აწარმოოს და ბიზნესშეთანხმებასაც ...

Read More »
როგორ უმკლავდება პუტინი ნავთობის კრიზისს

ევროპა რუსული ნავთობის ემბარგოს ფასს გადაიხდის – პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ევროპა გააფრთხილა და თქვა, რომ თუ დასავლეთი რუსულ ნავთობზე ემბარგოს დააწესებს, ევროპა ამის საფასურს გადაიხდის. ამის შესახებ BBC წერს. მისი თქმით, რუსული ნავთობის ემბარგოზე საუბარმა, უკვე იმოქმედა გლობალურ ფასებზე. კრემლის ლიდერი რუსული ნავთობკომპანიების ხელმძღვანელებსა და მთავრობის წარმომადგენლებს სატელევიზიო მიმართვაში დასავლეთის სანქციების გავლენის შესახებ ესაუბრა. პუტინის მტკიცებით სანქციები, რომლებიც თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაწესდა, დასავლეთმა პოლიტიკური მიზეზების გამო ...

Read More »

ფინეთს რუსული გაზის მიწოდება შესაძლოა, ხვალიდან შეუწყდეს

ფინეთში რუსული გაზის მიწოდება შესაძლოა, 20 მაისს, გვიან ან 21 მაისს შეწყდეს. ამის შესახებ ფინეთის სახელმწიფო კომპანია Gasum-ის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში არის ნათქვამი. კომპანია ამ ვადებში მიწოდების შეწყვეტის რისკს რეალურად მიიჩნევს, თუმცა ამავდროულად აღნიშნავს, რომ რუსული მხრიდან ჯერ არანაირი ინფორმაცია არ მიუღია. განცხადებაში, ასევე, ნათქვამია, რომ Gasum რუსული გაზის გარეშე დარჩენის პირობებისთვის ემზადება. კომპანია ზაფხულის განმავლობაში აპირებს, ფინეთ-ესტონეთის ქსელების დამაკავშირებელ ...

Read More »

ჩინეთი ნავთობის შესყიდვაზე რუსეთთან მოლაპარაკებებს აწარმოებს

ჩინეთი რუსეთთან მოლაპარაკებებს აწარმოებს ნავთობის დამატებითი მარაგების შესყიდვაზე. ამის შესახებ გამოცემა Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით წერს. არსებული ინფორმაციით, ოფიციალურ პეკინს სტრატეგიული მარაგების შევსება სურს შეღავათიან ფასად. “ჩინეთი ცდილობს, თავისი სტრატეგიული მარაგები იაფი რუსული ნავთობით შეავსოს, რაც იმის მანიშნებელია, რომ პეკინი მოსკოვთან თავის ენერგოკავშირებს აძლიერებს იმ ფონზე, როდესაც ევროპა უკრაინაში მიმდინარე ომის გამო რუსეთიდან იმპორტის აკრძალვაზე მუშაობს”, – წერს გამოცემა. “ბლუმბერგის” ცნობით, ...

Read More »

სემეკმა სს „თელასის“ შესაბამისობის ოფიცრის ანგარიში მოისმინა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) საჯარო სხდომაზე, სს „თელასის“ შესაბამისობის ოფიცერმა  კომპანიის მიერ შესაბამისობის პროგრამის განსახორციელებლად მიღებული ზომების შესახებ მომზადებული წლიური ანგარიში წარადგინა. შესაბამისობის ოფიცრის ანგარიშის მიხედვით, სს „თელასში“ კანონის მოთხოვნებთან შეუსაბამო ქმედებები დაფიქსირდა, კერძოდ კომპანიაში დღემდე არ არის უზრუნველყოფილი საქმიანობების სრულყოფილად განცალკევება. აღნიშნული წარმოადგენს კანონისა და სემეკის მიერ დამტკიცებული სს „თელასის“ შესაბამისობის პროგრამით გათვალისწინებული ვალდებულებებისა  და ...

Read More »

ავსტრია „გაზპრომს“ ევროპის ერთ-ერთ უმსხვილეს მიწისქვეშა გაზის საცავზე წვდომას ართმევს

ავსტრიის მთავრობამ მიიღო ზომების პაკეტი რუსული გაზის მიწოდებაზე დამოკიდებულების შესამცირებლად. სხვა საკითხებთან ერთად, ზალცბურგის მახლობლად გაზის საცავი პირდაპირ დაუკავშირდება ავსტრიის გაზმომარაგების ქსელს. 18 მაისს დამტკიცდა პაკეტი, რომელიც მოიცავს შესაძლებლობას ჩამოერთვას რუსული კონცერნი გაზპრომისთვის წვდომის უფლება ჰეიდახში ზალცბურგის მახლობლად მდებარე გაზის საწყობზე.

Read More »

ენერგომწარმოებლები: რუსეთი გლობალურ ენერგობაზარს სამუდამოდ ჩამოშორდება

ენერგომწარმოებლების, Chevron-ისა და Woodside Petroleum-ის პროგნოზით, რუსეთი სავარაუდოდ სამუდამოდ ჩამოშორდება გლობალურ ენერგობაზარს მას შემდგომ, რაც ევროპა რუსულ ნავთობსა და გაზზე დამოკიდებულებას მინიმუმამდე შეამცირებს. ნავთობისა და გაზის მწარმოებელი ავსტრალიური კომპანია Woodside-ის აღმასრულებელი დირექტორის, მეგ ო’ნილის განცხადებით, ევროპელებს „დრო სჭირდებათ რუსულ გაზზე დამოკიდებულების შეწყვეტისთვის“, თუმცა როგორც კი ეს მოხდება, კონტინენტი რუსულ გაზს აღარასდროს გამოიყენებს. მიუხედავად არსებული დებატებისა, ევროკავშირის პოზიცია რუსული გაზის შეწყვეტის ...

Read More »