Author Archives: admin

სოფელ შილდაში ხანძარი ლიკვიდირებულია

სოფელ შილდაში ხანძარი ლიკვიდირებულია, ადგილზე რჩებიან მონიტორინგის ჯგუფები, – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განაცხადეს. დილით დროებითი კარვების დემონტაჟი მოხდა და ტერიტორია უკვე დატოვეს ეროვნული გვარდიის რეზერვისტებმაც. შილდის ტყეში ხანძარი პირველ სექტემბერს გაჩნდა, სალოკალიზაციო სამუშაოებში ჩართული იყო ცოცხალი ძალა, ტექნიკა და ავიაცია.

Read More »
აფხაზეთის ელექტროენერგიით მომარაგებისთვის გაწეული მილიონობით ლარი ჩამოიწრება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის ნაწილს, 6 სექტემბერს, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, ნაძალადევის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვახტანგ ნინუას, მექანიზაციის, რაფიელ ერისთავის, თორნიკე ერისთავის და ჭყონდიდელის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ზესტაფონის, ღრმაღელის, მექანიზაციის, მოლითის (ნაწილობრივ), ავთანდილ ღოღობერიძის, დაისის, კნოლევის, ცოტნე დადიანის, ოქტომბრის, ...

Read More »

სემეკის წევრი მაია მელიქიძე განახლებადი ენერგიების შესახებ კონფერენციაზე სიტყვით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრი მაია მელიქიძე განახლებადი ენერგიების შესახებ კონფერენციაზე სიტყვით წარდგა და ფოტოელექტრული ენერგიის რეგულირების პრინციპების შესახებ პრეზენტაცია წარადგინა. მაია მელიქიძემ კონფერენციის მონაწილეებს გააცნო განახლებადი ენერგიების ხელშეწყობის კუთხით მარეგულირებელი კომისიის პოლიტიკა, საკანონმდებლო ჩარჩო  განახლებადი ენერგიების ეფექტიანი გამოყენების ინოვაციური მიდგომები. სემეკის წევრმა ხაზი გაუსვა ფოტოელექტრული ენერგიების ათვისების პრაქტიკასა და ისაუბრა ამ კუთხით საქართველოს გამოცდილებასა თუ ...

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა

2022 წლის  5 სექტემბერს ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  93,02  (+  0,66)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  86,87  (+  0,26)  დოლარი/ბარელზე.

Read More »
რუსთავის აზოტი ქარხნის მოდერნიზება-რეკონსტრუქციას გეგმავს

ბრიტანეთში ელექტროენერგიის ფასის გაძვირების შემთხვევაში ქარხნების 60% შეიძლება დაიხუროს

ბრიტანული მწარმოებლების ორგანიზაციის განცხადებით, მწარმოებელი სექტორის კლება მომავალში შესაძლოა გაძლიერდეს, თუ მთავრობა არ მიიღებს ზომებს საწარმოების მხარდასაჭერად. „ამჟამინდელი კრიზისი ბიზნესს რთული არჩევანის წინაშე აყენებს. შეზღუდოს წარმოება ან საერთოდ დახუროს მაღაზიები, თუ მთავრობა მათ მალე არ დაეხმარება“, – ნათქვამია MakeUK-ის ანგარიშში. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ევროპაში ელექტროენერგიის ღირებულებამ პირველად 1000 ევროს გადააჭარბა. წყარო: pia.ge

Read More »
„გაზპრომმა“ აზერბაიჯანისთვის გაზის მიწოდება დაიწყო

Reuters: “გაზპრომი” ევროპისთვის გაზის მიწოდებას უკრაინის გავლით აგრძელებს

“გაზპრომი” ევროპის ქვეყნებს, უკრაინის გავლით, გაზსაზომი სადგურ (GIS) “სუჯას” მეშვეობით დღეში 42,7 მილიონ კუბურ მეტრ გაზს აწვდის. ამის შესახებ Reuters წერს. ერთი დღით ადრე “სუჯას” სადგურზე ამოტუმბვის მოცულობამ 41,3 მილიონი კუბური მეტრი შეადგინა. 11 მაისიდან უკრაინის გაზის გადაცემის სისტემის ოპერატორმა (OGTSU) შეაჩერა გაზის ტრანზიტი ევროპაში Sohranivka GIS და “ნოვოპსკოვის” საკომპრესორო სადგურის (CS) მეშვეობით, რომელიც რუსეთის ჯარებმა ლუგანსკის რეგიონში დაიპყრო. კომპანიამ ...

Read More »

ევროპის ქვეყნები ენერგოდამოუკიდებლობის მოპოვებას ცდილობენ

გერმანიის მთავრობამ პირობა დადო, მომხმარებლებს ენერგორესურსებზე მზარდ ფასებთან გამკლავებაში დაეხმაროს და აღარ იყოს დამოკიდებული რუსეთის მიერ მოწოდებულ ენერგორესურსებზე. 2 სექტემბერს კომპანია „გაზპრომის“ ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ  ტექნიკური სამუშაოების გამო გაურკვეველი ვადით წყვეტს გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 1“-ით ბუნებრივი გაზის მიწოდებას. ვარაუდობენ, რომ რუსეთი გაზსადენს ხანგრძლივი პერიოდით გათიშავს. მისი მიზანია, მოახდინოს ზეწოლა დასავლეთის ქვეყნებზე და დაარღვიოს მათი ერთიანობა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების საკითხში. ...

Read More »

შოლცი: ზამთარში გერმანიაში ელექტროენერგიის გათიშვა ნაკლებად სავარაუდოა

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ზამთარში ელექტროენერგიის შესაძლო გათიშვის გამო შეშფოთებული არ არის. “დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ მოხდება”, – თქვა მან ე.წ. საზაფხულო ინტერვიუში, რომელიც 4 სექტემბერს, კვირას, გერმანიის საზოგადოებრივმა ტელევიზია ZDF-ზე გადაიცემოდა. “ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ეს არ მოხდეს”, – აღნიშნა შოლცმა. მანამდე ოპოზიციური ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის (CDU) ლიდერმა ფრიდრიხ მერცმა გამოთქვა შეშფოთება, რომ ზამთარში გერმანიაში შეიძლება ელექტროენერგია მასიურად გაითიშოს, ...

Read More »

OPEC-ი ოქტომბრიდან წარმოებას შეამცირებს

ნავთობის მწარმოებელ ქვეყანათა კავშირი (OPEC) და მისი მოკავშირეები, რუსეთის ჩათვლით, ოქტომბრიდან წარმოების მცირედით შემცირებაზე შეთანხმდნენ. ქვეყნები წარმოებას დღეში 100,000 ბარელით შეამცირებენ, რაც გლობალური მოთხოვნის 0.1%-ს შეადგენს. OPEC-ის შემდეგი შეხვედრა 5 ოქტომბერსაა ჩანიშნული, თუმცა წევრებს სამომავლო წარმოების დონის განსასაზღვრად ამის გაკეთება მანამდეც შეეძლებათ. შემცირების მიზეზი ფასებზე გავლენის შენარჩუნებაა – ნავთობის ღირებულებამ აგვისტოში მკვეთრად დაიწია, რაც მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკების რეცესიის რისკმა, ეკონომიკური ...

Read More »

პოდოლიაკი: რუს სამხედროებს არ ესმით, რა ხდება იქ, ისინი არ აფასებენ რისკებს სწორად

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, მთავრობა ჯერ კიდევ ელოდება ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ანგარიშს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებული ვითარების შესახებ. პოდოლიაკის თქმით, ქარხანაში უნდა ჩატარდეს “ბირთვული აუდიტი”, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ “ატომური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების მცოდნე ადამიანები“ უკრაინელ პერსონალთან ერთად. მანვე დასძინა, რომ რუსული ჯარები რისკებს სწორად ვერ აფასებენ. „ჩვენ არ გვესმის, არის თუ არა იქ ყველაფერი ...

Read More »