Author Archives: admin

მაისში რუსეთის ბიუჯეტმა ნავთობისა და გაზიდან დამატებით 263,7 მილიარდი რუბლი მიიღო

რუსეთის ფედერაციის ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2022 წლის მაისის ბოლოს, ფაქტობრივად მიღებულმა შემოსავლებმა ნავთობისა და გაზისგან, გადააჭარბა მოსალოდნელ შემოსავალს 263,7 მილიარდი რუბლით. 2022 წლისთვის საბიუჯეტო წესების გარკვეული დებულებების შეჩერების გამო, რომელიც დაკავშირებულია ფედერალური ბიუჯეტის ნავთობისა და გაზის დამატებითი შემოსავლების გამოყენებასთან დაკავშირებით, ამ თანხების ხარჯზე უცხოური ვალუტისა და ოქროს შესყიდვა არ განხორციელდება. წყარო: bfm.ge

Read More »

საფრანგეთი რუსული ნავთობის ალტერნატივას პოულობს

დამოუკიდებელ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრის მეოთხე თვეში საფრანგეთი მოლაპარაკებებს აწარმოებს არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან რუსული ნავთობის შესყიდვის შესაცვლელად, რომელიც შეჩერდება ევროკავშირის მიერ რუსული ნავთობის აკრძალვის შემდეგ. ამის შესახებ საფრანგეთის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრმა ბრუნო ლე მერმა განაცხადა,-წერს Reuters. “მიდის დისკუსია არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან. ჩვენ უნდა მოვძებნოთ რუსული ნავთობის ალტერნატივა”, – განაცხადა მინისტრმა.

Read More »

აშშ ორ ნავთობკომპანიას ვენესუელური ნავთობის ევროპაში იმპორტის ნებას რთავს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის თანხმობით, იტალიურმა ნავთობკომპანია Eni SpA-მ და ესპანურმა Repsol SA-მ მომდევნო თვიდან, რუსული ნავთობის ემბარგოს დასაკომპენსირებლად, შესაძლოა ვენესუელური ნავთობის იმპორტი უზრუნველყონ. ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. Reuters-ის ერთ-ერთი წყაროს თქმით, Eni-სა და Repsol-ის კომპანიების მიერ მიღებული ნავთობის მოცულობა მცირეა, შესაბამისად, ის ენერგორესურსის გლობალურ ფასზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ იქონიებს, თუმცა ეს შესაძლოა გახდეს ერთგვარი სტიმული ვენესუელის ხელისუფლებისთვის. ევროპამ და აშშ-მ ვენესუელიდან ...

Read More »

რომელ ქვეყნებს შეუძლიათ ჩაანაცვლონ რუსეთი ევროპის გაზით მომარაგების საკითხში?

უკრაინის ომიდან 100 დღეზე მეტი გავიდა, თუმცა, მსოფლიო და განსაკუთრებით ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების სურათი კვლავაც ბუნდოვანი რჩება. ევროპისთვის ახლა უფრო მეტი კითხვაა, ვიდრე პასუხი. როგორ შეიძლება კონტინენტმა უარი თქვას რუსულ გაზზე მძიმე ენერგეტიკული კრიზისის ან ეკონომიკური რეცესიის გარეშე? რომელ ქვეყნებს შეიძლება ენდოს ევროპა მისთვის საჭირო ენერგიით მომარაგების საკითხში?   ევროკავშირის გაზსადენების ქსელის რუკა   სათანადო სიმძლავრის, უხვი რეზერვებისა და აუცილებელი ...

Read More »
თებერვალში ელექტროენერგიაში იმპორტის წილი შემცირდა

აფხაზეთში ელექტროენერგიის დღიური მოხმარება 3,3 მლნ კვტ საათით გაიზარდა

აფხაზეთში ელექტროენერგიის დღიური მოხმარება 3,3 მლნ კვტ საათით გაიზარდა – ამის შესახებ ინფორმაცია „ბიზნესპრესნიუსს“ „ენგურჰესიდან“ მიაწოდეს. „მნიშვნელოვანია, რომ ენგურჰესის გამომუშავებული ელექტროენერგიის წილი აფხაზეთს მიეწოდება. „ჩერნომორენერგოს“ (აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის ენერგოკომპანია) მონაცემებით, თუ 2019 წელს აფხაზეთის მთლიანი დღიური მოხმარება დეკემბერ-თებერვალში 8,5 მლნ კვტ/სთ-ს შეადგენდა, წელს, დაახლოებით, 11,8 მლნ კვტ/სთ-მდე გაიზარდა, ხოლო მაინინგზე, ბუნებრივი დატვირთვების ზრდის გამოკლებით, თითქმის, 80 მეგავატი ელექტროენერგია იხარჯება“, ...

Read More »

ქუჩები, სადაც დღეს ელექტროენერგია გაითიშება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 6 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება: საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), სამხედრო გზატკეცილის (ნაწილობრივ), პეტრე იბერის და დემეტრე თავდადებულის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), მაღალაშვილის, გეგეჭკორის, ლორთქიფანის, ჩხეიძის, ცაგარელის, მიცკევიჩის, შმიდტის, საირმის და ცინცაძის ქუჩების მოსახლეობას. გლდანის რაიონი გადაუდებელი ...

Read More »

აზერბაიჯანი ირანის გავლით, თურქმენული გაზის იმპორტის მოცულობას ზრდის

2022 წლის დასაწყისიდან აზერბაიჯანმა ირანის გავლით 1,5 მილიარდი კუბური მეტრი თურქმენული გაზის იმპორტი განახორციელა. ამის შესახებ აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა ფარვიზ შაჰბაზოვმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ირანელი მინისტრის აზერბაიჯანში ვიზიტისას შესაბამისი შეთანხმებები მიღწეულია. „ირანი გააგრძელებს მონაწილეობას ამ თანამშრომლობაში“, – განაცხადა შაჰბაზოვმა. მანამდე, ირანის ნავთობის მინისტრმა ჯავად ოვჯიმ განაცხადა, რომ აზერბაიჯანი, თურქმენეთი და ირანი ბუნებრივი აირის გაცვლების მოცულობას გააორმაგებენ, რაც 2021 წლის შეთანხმების ნაწილია. მან აღნიშნა, რომ ...

Read More »
არიზონაში მზის სადგურმა გარემოს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ჯილდო მიიღო

ჩინეთმა სუფთა ენერგიაზე გადასვლის დასაჩქარებლად მზის ენერგიაში ინვესტიციები გაასამმაგა

ენერგეტიკის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მზის ენერგიაში ჩინეთის ინვესტიციები იანვრიდან აპრილის პერიოდში 29 მილიარდ იენამდე ($4.3 მილიარდი) გაიზარდა, რაც დაახლოებით 204%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. შედარებისთვის, გასული წლის პირველ 11 თვეში, მის ენერგიაში განხორციელებულმა ჯამურმა ინვესტიციამ 51.3 მილიარდი იენი შეადინა. ჩინეთი, რომელიც უკვე ფლობს მსოფლიოში განახლებადი ენერგიის უდიდეს ფლოტს, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით სწრაფად ზრდის მზისა და ქარის პროექტებში ჩადებული ...

Read More »

ნინო ლაცაბიძე: როცა საკითხი ეკოლოგიას და ჩვენი თანამოქალაქეების ჯანმრთელობას ეხება, ყველა ერთად ვართ და აქ სხვა პოზიცია არ არსებობს

რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, რუსთავის ეკოლოგიურ პრობლემებსა და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის კანონის აღსრულების ნაწილში არსებულ სიტუაციას, კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. რუსთავის მერის განცხადებით, როდესაც საკითხი ეკოლოგიასა და რუსთაველების ჯანმრთელობას ეხება, აქ ყველა ერთიანია. “როცა საკითხი ეკოლოგიას და ჩვენი თანამოქალაქეების ჯანმრთელობას ეხება, ყველა ერთად ვართ და აქ სხვა პოზიცია არ არსებობს. უნდა აღსრულდეს კანონი, რომელიც პარლამენტმა დაახლოებით ერთი წლის წინ მიიღო. რუსთაველებს უნდა ...

Read More »
რუსეთი და საუდის არაბეთი შეთანხმდნენ, ერთ დონეზე გაყინონ ნავთობის წარმოება

საქართველოს ენერგოდამოკიდებულება რუსეთზე – PMC კვლევა

საქართველოს ენერგობაზარი მოკლებულია საკუთარ წყაროებს და დიდწილად დამოკიდებულია ენერგოპროდუქტების იმპორტზე – 2020 წელს საქართველოს ენერგოწარმოებამ შიდა მოთხოვნის მხოლოდ 21.1% დაფარა. იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი – ენერგიის წამყვანი ექსპორტიორი გლობალურ ბაზარზე – მასშტაბურ ეკონომიკურ სანქციებს დაექვემდებარა, მნიშვნელოვანია იმ შესაძლო რისკების დადგენა, რომელთა წინაშეც საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოება შეიძლება აღმოჩნდეს. PMC კვლევითი ცენტრის მიმოხილვის მიხედვით, 2020 წელს საქართველოში იმპორტის გზით 6,162.8 ტერაჯოული (ტჯ) ...

Read More »