თებერვალში ელექტროენერგიაში იმპორტის წილი შემცირდა

აფხაზეთში ელექტროენერგიის დღიური მოხმარება 3,3 მლნ კვტ საათით გაიზარდა

„მნიშვნელოვანია, რომ ენგურჰესის გამომუშავებული ელექტროენერგიის წილი აფხაზეთს მიეწოდება. „ჩერნომორენერგოს“ (აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის ენერგოკომპანია) მონაცემებით, თუ 2019 წელს აფხაზეთის მთლიანი დღიური მოხმარება დეკემბერ-თებერვალში 8,5 მლნ კვტ/სთ-ს შეადგენდა, წელს, დაახლოებით, 11,8 მლნ კვტ/სთ-მდე გაიზარდა, ხოლო მაინინგზე, ბუნებრივი დატვირთვების ზრდის გამოკლებით, თითქმის, 80 მეგავატი ელექტროენერგია იხარჯება“, – განუცხადეს „ბიზნესპრესნიუსს“ „ენგურჰესის“ წარმომადგენლობაში.

კითხვაზე, გამომუშავების რა წილი მიეწოდება ოკუპირებულ ტრერიტორიას, „ენგურჰესში“ ამბობენ, რომ მაისის თვის მონაცემებით, აფხაზეთს ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის დაახლოებით 40%-ი მიეწოდება.

ცნობისათვის, “ენგურჰესის” 3-თვიანი რეაბილიტაცია 2021 წლის 27 აპრილს დასრულდა. 2022 წლის 26 მაისის მონაცემებით, წყალსაცავში წყლის დონე კი, 446.43 მეტრს შეადგენს.
წყარო: bpn.ge

Leave a Reply