Author Archives: admin

ზელენსკი – სანქციების მეექვსე პაკეტი ნავთობის ემბარგოს უნდა მოიცავდეს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს ესაუბრა. როგორც ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, ევროკომისიის პრეზიდენტმა სანქციების მე-6 პაკეტზე ისაუბრა, რომელიც ნავთობის ემბარგოს უნდა მოიცავდეს. „ურსულა ფონ დერ ლაიენს ვესაუბრე. მადლობა გადავუხადე ევროკომისიას უკრაინულ სამრეწველო საქონელსა და საკვებ ტარიფებზე კვოტების გაუქმებისთვის. განვიხილეთ შემდგომი მხარდაჭერა. ევროკომისიის პრეზიდენტმა სანქციების მე-6 პაკეტზე ისაუბრა, რომელიც ნავთობის ემბარგოს უნდა მოიცავდეს“, – წერს ზელენსკი „ტვიტერზე“.

Read More »

2015-2021 წლებში ნავთობისა და გაზის საძიებო და მოპოვების მიმართულებით 219 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციაა განხორციელებული

საქართველოში, მიმდინარე მომენტისთვის, ნავთობის ძებნა-ძიების და მოპოვების საქმიანობას სახელმწიფოსთან გაფორმებული პროდუქციის წილობრივი განაწილების 27 ხელშეკრულების საფუძველზე, საერთაშორისო ტენდერებით შერჩეული, 10  ინვესტორი ახორციელებს.  ამის შესახებ „ბანკები და ფინანსებს“ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოდან აცნობეს. როგორც საგენტოში აცხადებენ, 2013 წლიდან დღემდე ჩატარებულია ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის ღია საერთაშორისო ტენდერი ხმელეთის 15 სალიცენზიო ბლოკზე და შავი ზღვის ერთ სალიცენზიო ბლოკზე. საქართველოში ნავთობისა და ...

Read More »

უნგრეთი რუსული გაზის საფასურის რუბლში კონვერტაციაზე თანახმაა

უნგრეთი ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც რუსეთთან შეთანხმდნენ, რომ მათ მიერ გადახდილი საფასური რუბლში დაკონვერტირდება, რაც ევროკავშირის სანქციების პოლიტიკას საფრთხის წინაშე აყენებს. “უნგრეთი, სხვა ცხრა ქვეყანასთან ერთად, ევროკავშირის სანქციების პოლიტიკის სრული შესაბამისობით, Gazprombank-ში იხდის ევროს, რომელსაც Gazprombank-ი რუბლებში გადაიტანს”, – განაცხადა უნგრეთის მთავრობის წარმომადგენელმა, გერგელი გულიასმა. უნგრეთი, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებიდან რუსულ ენერგეტიკაზე ერთ-ერთი ყველაზე დამოკიდებული ქვეყანაა, ამტკიცებს, რომ რუსული ბუნებრივი აირის ...

Read More »

შარლ მიშელი – „გაზპრომის“ გადაწყვეტილება გაზის მიწოდების შეწყვეტის თაობაზე, რუსეთის კიდევ ერთი აგრესიული ცალმხრივი ნაბიჯია

„გაზპრომის“ გადაწყვეტილება ევროკავშირის ზოგიერთი წევრი სახელმწიფოსთვის გაზის მიწოდების შეწყვეტის თაობაზე, რუსეთის კიდევ ერთი აგრესიული ცალმხრივი ნაბიჯია, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ევროკავშირი რუსული ენერგიის იმპორტის ეტაპობრივ შეწყვეტას მხარს დაუჭერს. „ „გაზპრომის“ გადაწყვეტილება ევროკავშირის ზოგიერთი წევრი სახელმწიფოსთვის გაზის მიწოდების შეწყვეტის თაობაზე, რუსეთის კიდევ ერთი აგრესიული ცალმხრივი ნაბიჯია. ჩვენ ვიქნებით ერთიანები და ერთმანეთს მხარს დავუჭერთ ...

Read More »

დღეს გაზის მიწოდება დროებით 4800-მდე აბონენტს შეუწყდება

28 აპრილს 23:00 საათზე გაზის მიწოდება დროებით 4800-მდე აბონენტს შეუწყდება. გაზმომარაგების აღდგენა კი პარასკევს – 29 აპრილის 10:00 სთ-დან დაიწყება და დასრულდება დღის ბოლომდე, – ამის შესახებ ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს. „გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 28 აპრილს 23:00 საათიდან გაზის მიწოდება შეუწყდება: თემქის დასახლების (ზღვის უბნის) III მ/რ – 2 კვ-ში მდებარე საცხოვრებელი კორპ. 23, 24, 25, 26, 27, 28, 29, 30, ...

Read More »
„სამხრეთის გაზის დერეფნის“ კაპიტალიზაცია მნიშვნელოვნად გაიზარდა

იტალია გაზს კონგოდანაც მიიღებს

იტალიურმა ენერგოკომპანია ENI -მ კონგოს რესპუბლიკასთან ბუნებრივი გაზის მოპოვებასა და მიწოდებაზე კონტრაქტი გააფორმა. კონგოსთან ხელშეკრულება ახალ პროექტს გულისხმობს, რომლის განხორციელების შედეგადაც შესაძლებელია 4,5 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მიღება. ამ დროისთვის იტალიის მოხმარების 38%-ს რუსული გაზი შეადგენს. ქვეყანა ცდილობს ამ რესურსის ჩანაცვლებას და ახალი კონტრაქტებით ამ მოცულობას გაანახევრებს.

Read More »

მარტში ელექტროენერგიის მოხმარება 19,4%-ით, ხოლო გამომუშავება 62,8%-ით გაიზარდა

საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება და წარმოება იზრდება. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის მარტში ქვეყანამ მთლიანად 1 473.744 მლნ კვტ-სთ ელექტროენერგია მოიხმარა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 19,4%-ით მეტია, შარშან მარტში მოხმარებამ 1 234.398 მლნ კვტ-სთ შეადგინა. ამასთან, გაიზარდა ელექტროენერგიის გენერაციაც. კერძოდ, თუ 2021 წლის მარტში საქართველოში სულ გამომუშავებული იქნა 661.334 მლნ კვტ-სთ ელექტროენერგია, წელს ანალოგიურ პერიოდში ამ ...

Read More »

ნავთობისა და გაზის კორპორაციასა და რაგბის კლუბ „ლელოს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასა და რაგბის კლუბ „ლელოს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი, რომელსაც ხელი ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ბახტაძემ და „ლელოს“ თავმჯდომარემ, ვასილ კევლიშვილმა მოაწერეს, კორპორაციის მხრიდან კლუბის ფინანსურ მხარდაჭერას ითვალისწინებს. დიდ 10-ში (უმაღლესი ლიგა) მოასპარეზე, მრავალწლიანი ტრადიციების მქონე რაგბის კლუბს მიღწევების მრავალფეროვანი და მდიდარი ისტორია აქვს. იგი სამ სარაგბო ბაზას ფლობს და საქართველოში წლის ...

Read More »
კომპანია ფრონტერასა და სახელმწიფოს შორის სამართლებრივი დავა მიმდინარეობს

ბულგარეთისა და პოლონეთის მთავრობები „გაზპრომის“ წინააღმდეგ სამართლებრივი დავისთვის ემზადებიან

პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდას თქმით, „გაზპრომის“ წინააღმდეგ შესაბამისი სამართლებრივი ნაბიჯები გადაიდგმება. ის დარწმუნებულია, რომ პოლონური გაზის კომპანიები კომპენსაციას მიიღებენ რუსული მხარისგან გაზის მიწოდების შეწყვეტისა და ხელშეკრულების დარღვევისთვის. „პოლონური კომპანიები, რომლებსაც ჰქონდათ კონტრაქტები რუსული გაზის მიწოდებაზე, შეწყვეტილი ხელშეკრულების წინააღმდეგ შესაბამის სამართლებრივ ნაბიჯებს გადადგამენ. მე მტკიცედ მჯერა, რომ ისინი აიღებენ კომპენსაციას შეთანხმების დებულებების დარღვევისთვის. ეჭვი არ მეპარება, რომ შესაბამისი სამართლებრივი ნაბიჯები გადაიდგმება“, ...

Read More »
მოპოვების არაადეკვატური მაჩვენებლები ნავთობს ისევ აიაფებს

უკრაინაში ომის დაწყებიდან რუსეთს საწვავის გაყიდვით მიღებული შემოსავალი გაუორმაგდა

უკრაინაში შეჭრიდან დღემდე, რუსეთმა თითქმის გააორმაგა ევროკავშირისთვის წიაღისეული საწვავის მისყიდვით მიღებული შემოსავალი. ენერგიისა და სუფთა ჰაერის კვლევის ფინანსური ცენტრის CREA-ს ინფორმაციით, მიუხდავად იმისა, რომ გაყიდვების მოცულობა შემცირდა, რუსეთმა უკრაინაში ომის დაწყებიდან დაახლოებით 62 მილიარდი ევრო მიიღო ნავთობის, გაზისა და ქვანახშირის ექსპორტიდან. გამოცემა The Guardian-ი CREA-ზე დაყრდნობით წერს, რომ ევროკავშირის ქვეყნებში ნავთობის, ქვანახშირისა და გაზის ექსპორტით, 24 თებერვლიდან პერიოდში, რუსეთმა 44 ...

Read More »