Author Archives: admin

გერმანული მედიის ცნობით, რუსულ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ზე მეოთხე დაზიანება აღმოაჩინეს

გერმანული მედიის ცნობით, რუსულ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ზე მეოთხე დაზიანება აღმოაჩინეს. ახალი დაზიანების აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია შვედეთის სანაპირო დაცვის სამსახურმა გაავრცელა. მათივე ცნობით, ორი დაზიანების ადგილი უშუალოდ შვედეთის განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ტერიტორიაზე მდებარეობს. კიდევ ორი კი დანიის ეკონომიკურ ზონაში. შვედეთის საზღვაო ადმინისტრაციის ცნობით, დაზიანების ადგილთან წყლის ზედაპირზე წარმოქმნილი ბუნებრივი აირის ბუშტების დიამეტრი 200 მეტრია. რუსულ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადის“ ორ განშტოებაზე ბუნებრივი აირის გაჟონვის ...

Read More »

დავით ნარმანიამ USAID/NARUC-ის ორგანიზებით მიმდინარე ენერგეტიკული კონფერენცია გახსნა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ ენერგეტიკული კონფერენცია გახსნა, რომელიც აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და კომუნალური სამსახურების მარეგულირებელი კომისიების ეროვნული ასოციაციის (NARUC) ორგანიზებით მიმდინარეობს. დავით ნარმანიამ მისასალმებელი სიტყვით მიმართა შეხვედრის მონაწილეებს, მან ყურადღება გაამახვილა  საქართველოს ენერგეტიკის სექტორისთვის USAID-სა და NARUC-ის წვლილსა და მხარდაჭერის მნიშვნელობაზე. სემეკის თავმჯდომარესთან ერთად შეხვედრაზე სიტყვით წარდგნენ  USAID-ის წარმომადგენელი დევიდ ჰოფმანი, ...

Read More »

სემეკი განახლებადი ენერგიის საერთაშორისო საინვესტიციო კონფერენციას უმასპინძლებს

26-28 ოქტომბერს, ქ. თბილისში განახლებადი ენერგიის საერთაშორისო საინვესტიციო კონფერენცია გაიმართება, რომელსაც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) უმასპინძლებს.  კონფერენციის მიზანია განახლებადი ენერგიის სექტორისადმი ინვესტორების ინტერესის გაზრდა და ახალი ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა. კონფერენციის ორგანიზატორები არიან ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოს (CEER) პროექტი – ევროკავშირი ენერგეტიკისთვის EU4Energy და ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაცია (ERRA). კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს 30-მდე ქვეყნის წარმომადგენელი. სამდღიანი კონფერენციის ...

Read More »
რატომ ვერ შედგა “გაზპრომთან” შეთანხმება

„გაზპრომის“ თანამშრომლები ფრონტის ხაზზე არ წავლენ

რუსული მედიის ინფორმაციით, „გაზპრომის“ თანამშრომლებმა შეტყობინებები მიიღეს, რომ ისინი „სპეციალურ სამხედრო ჩანაწერებში არიან“ და ერთი წლის განმავლობაში დაცულნი არიან მობილიზაციისგან. “ძვირფასო თანამშრომლებო! გაცნობებთ, რომ იმყოფებით სპეციალურ სამხედრო ჩანაწერში (დაჯავშნული), რომელიც გაძლევთ უფლებას გადაავადოთ გამოძახება მობილიზაციაზე თორმეტი თვით“, – ნათქვამია წერილის ტექსტში. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, „რეზერვირებული მოქალაქეები“, მათ შორის თავდაცვის ინდუსტრიის საწარმოების თანამშრომლები, მიიღებენ გადავადებას ფრონტზე გაწვევისგან. შეგახსენებთ, რომ ...

Read More »

აზერბაიჯანი ევროპაში გაზის მიწოდებას ყოველწლიურად 40%-ით გაზრდის

აზერბაიჯანი ევროპისთვის გაზის მიწოდებას ყოველწლიურად 40 პროცენტით გაზრდის. ამის შესახებ აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა ფარვიზ შაჰბაზოვმა რუმინეთის საერთაშორისო გაზის კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა. „თუ გასულ წელს მიწოდების მოცულობამ 8,2 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა, წელს მიწოდება 40 პროცენტით გაიზრდება და თითქმის 11,5 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ევროპის ენერგეტიკულ ბაზარზე დიდი მოცულობით უზრუნველვყოთ ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება.  ჩვენ ...

Read More »

რადიაციის საფრთხის გამო, პოლონეთმა იოდის აბების დარიგება დაიწყო

პოლონეთი, რომელიც უკრაინაშიმდებარე ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან მიმდინარე მოვლენებით შეშფოთებულია, გეგმავს, დაარიგოს იოდის ტაბლეტები რეგიონულ სახანძრო დეპარტამენტებში, რათა რადიოაქტიური გაჟონვის შემთხვევაში მოსახლეობას მისცენ. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერსი“ ავრცელებს. იოდი, რადიოაქტიური დაბინძურების შემთხვევაში, ორგანიზმს თიროიდის კიბოსგან იცავს. ზაპოროჟიეს დაბომბვისას დაზიანდა ევროპის ყველაზე დიდი ატომური ელექტროსადგური, დაწყდა ელექტროსადენებიც, რაც ბირთვული კატასტროფის რისკს ზრდის და საფრთხეს მეზობელ ქვეყნებსაც უქმნის. უკრაინაში შეჭრის შემდეგ პუტინის მიერ ბირთვული ...

Read More »
„სამხრეთის გაზის დერეფნის“ კაპიტალიზაცია მნიშვნელოვნად გაიზარდა

აზერბაიჯანი იტალიაში გაზის იმპორტს ზრდის

ტრანსადრეტიკული გაზსადენი (TAP) წელს იტალიას 9,5 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტ გაზს მიაწვდის, რაც 2021 წელთან შედარებით, 2,5 მილიარდი კუბური მეტრით მეტია. ამის შესახებ TAP-ის გენერალურმა დირექტორმა ლუკა შიეპატმა იტალიაში Young Hope-ის ღონისძიებაზე განაცხადა, იტყობინება Trend. „ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყნის გაზის საჭიროების 13 პროცენტზე მეტზე“, – განმარტა TAP-ის გენერალურმა დირექტორმა. შიეპატმა აღნიშნა, რომ TAP-მა დაარსების დღიდან ევროპაში 16 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტი გაზი ...

Read More »

რომეო მიქაუტაძე „ევროკავშირი გარემოს დაცვისთვის“ პროგრამის რეგიონულ ასამბლეაში მონაწილეობს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე „ევროკავშირი გარემოს დაცვისთვის“ (EU4Environment) რეგიონული ასამბლეის მე-4 შეხვედრაში მონაწილეობს. თავის გამოსვლაში მინისტრის მოადგილემ დადებითად შეაფასა EU4Environment-ის პროგრამის მნიშვნელობა საქართველოსთვის და ყურადღება გაამახვილა მწვანე ეკონომიკის განვითარებაზე. რომეო მიქაუტაძემ გამოყო პრიორიტეტული მიმართულებები, როგორიცაა მცირე და საშუალო საწარმოებში რესურსეფექტური და სუფთა წარმოების პრაქტიკისა და მწვანე ინოვაციების დანერგვა, მწვანე ზრდის ინდიკატორების განვითარება და სხვ. მან დეტალურად ...

Read More »

გიორგი ჩიქოვანი გაზის საერთაშორისო კონფერენციაზე მოხსენებით წარსდგა

ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ჩიქოვანმა, რუმინეთში, ქალაქ ბუქარესტში გაზის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში ორგანიზებულ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა, რომელიც მიეძღვნა გაზის მიწოდების უსაფრთხოების საკითხებს რეგიონში შექმნილი რეალობის გათვალისწინებით.კერძოდ, საუბარი შეეხო ევროპაში ენერგომატარებლების იმპორტის დივერსიფიკაციასა და მოწოდების უზრუნველსაყოფად საჭირო მარეგულირებელ ჩარჩოს. გიორგი ჩიქოვანმა მონაწილეობა მიიღო პანელის მუშაობაში, რომელიც შეეხებოდა გაზის მარაგების დივერსიფიკაციას, ბუნებრივი აირის შიდა წარმოებას, გაზის ინფრასტრუქტურას და სხვ. ...

Read More »

შუახევი ჰესის მფლობელი კომპანია ქვეყნის უმსხვილეს ინვესტორთა ათეულშია

შუახევი ჰესის მფლობელი კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯია“, “საქსტატის“ 2022 წლის II კვარტლის მონაცემებით, ქვეყნის უმსხვილესი ინვესტორების ათეულშია. მიმდინარე წლის პირველ შვიდ თვეში (იანვარი – ივლისი)  შუახევი ჰესმა 332 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია გამოიმუშავა, რაც 75%-ით აჭარბებს გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ამასთანავე, კომპანიამ წელს პირველად განახორციელა ელექტროენერგიის ექსპორტი თურქეთში. მისმა მთლიანმა მოცულობამ (მაისის, ივნისისა და ივლისის თვეებში) 115 მლნ კვტ/სთ შეადგინა. კომპანია ,,აჭარისწყალი ...

Read More »