Author Archives: admin

რომეო მიქაუტაძე: 2022 პირველი წელია, როდესაც არ მოხდა ჰიდროელექტროსადგურებიდან წყლის უქმად დაღვრა და ყოველი კუბური მეტრი გამოყენებულ იყო ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის

100 წლის წინ, თბილისთან ახლოს, ზემო ავჭალის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა დასრულდა. საუკუნის შემდგომაც ზაჰესი უსაფრთხოდ და რაც მთავარია, უწყვეტად ემსახურება ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკას, ჩვენი მოსახლეობის ენერგომომარაგებას. ზაჰესი კარგი მაგალითია იმისა, რამდენად უსაფრთხო და მნიშვნელოვანია ასეთი ობიექტები, მით უფრო იმ ფონზე, რომ მას შემდეგ განვითარდა სამშენებლო ტექნოლოგიები და მასალები, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძემ ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილ ...

Read More »

ენერგეტიკის სექტორის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის სემეკის თანამშრომლები დაჯილდოვდნენ

ენერგეტიკის სექტორის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარის დავით ნარმანიას წარდგინებით სემეკის თანამშრომლები დაჯილდოვდნენ. ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მათ ჯილდოები გადასცეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორმა ჯაბა ხმალაძემ. სემეკის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორსა და სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის დირექტორს ნუგზარ ბერიძეს საქართველოს ელექტროენერგეტიკის დამსახურებული მუშაკის ...

Read More »

ენერგეტიკოსთა პროფესიულ დღესთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიება „გარდაბნის თბოსადგური-2”-ის ტერიტორიაზე გაიმართა

ენერგეტიკოსთა პროფესიულ დღესთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიება „გარდაბნის თბოსადგური-2”-ის ტერიტორიაზე გაიმართა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა, მინისტრის მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” ხელმძღვანელმა გიორგი გიგინეიშვილმა და სხვა ენერგეტიკული კომპანიების ხელმძღვანელებმა ქართველ ენერგეტიკოსებს პროფესიული დღე მიულოცეს და საპატიო სიგელებით დააჯილდოვეს. ენერგეტიკის დარგში შეტანილი წვილილისთვის დაჯილდოვდნენ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის თანამშრომლები: თენგიზ დადიანი, დავით ქურციკიძე, გიორგი ქებაძე, მამუკა ...

Read More »

10 სექტემბერი ენერგეტიკოსის დღეა. ვულოცავთ ამ დღეს ყველა ენერგეტიკოსს!

ენერგეტიკოსის დღესთან დაკავშირებით დავით ნარმანია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ენერგეტიკოსებს პროფესიულ დღეს ულოცავს: „პროფესიით ენერგეტიკოსებს, ენერგეტიკის სექტორში დასაქმებულ ყველა პირს ვულოცავ ენერგეტიკოსის დღეს! მნიშვნელოვანი და დასაფასებელია თითოეული მათგანის წვლილი ქვეყნის ენერგეტიკის განვითარებაში. დღეს განსაკუთრებულად აქტუალურია ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის საკითხები. ჩვენს გარშემო არსებული მდგომარეობა აჩვენებს, რომ საქართველოს ენერგოსექტორი სტაბილურია სხვა ენერგობაზრებთან შედარებით როგორც ფასების, ასევე მიწოდების კუთხითაც. გამართული ენერგოსისტემა იძლევა ...

Read More »

ანტარქტიდის ყინულის მასა, რომელსაც „აპოკალიფსის მყინვარს“ უწოდებენ, იმაზე გაცილებით სწრაფად დნება, ვიდრე აქამდე იყო მოსალოდნელი

ანტარქტიდის ყინულის მასა, რომელსაც „აპოკალიფსის მყინვარს“ უწოდებენ, იმაზე გაცილებით სწრაფად დნება, ვიდრე აქამდე იყო მოსალოდნელი და ის მხოლოდ „ფრჩხილებს უჭირავს“. ამის შესახებ ახალი კვლევა იუწყება. ტუეიტსის მყინვარი დაახლოებით ფლორიდის შტატის ზომისაა და მისმა გადნობამ ზღვის დონე შეიძლება 60 სანტიმეტრამდე აწიოს. ამ მიზეზის გარდა, საზარელი მეტსახელი მას იმის გამოც უწოდეს, რომ ეს მყინვარი ერთგვარი ბუფერის როლს ასრულებს თბილ ზღვებსა და გაცილებით უფრო დიდ დასავლეთ ანტარქტიკულ ...

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა

2022 წლის  9 სექტემბერს ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  89.15  (+  1.15)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  83.54  (+  1.60)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

რუსეთი აცხადებს, რომ ჩინეთი გაზის საფასურს რუბლებსა და იუანში გადაიხდის

რუსული ჰოლდინგი “გაზპრომი” და ჩინეთის ნავთობისა და გაზის კორპორაცია CNPC შეთანხმდნენ, რომ ჩინეთი გაზის საფასურს რუბლსა და იუანში გადაიხდის. ამის შესახებ “გაზპრომი” იტყობინება. კომპანიების ტოპ მენეჯერები ალექსეი მილერი და დაი ჰულიანგი ასეთ შეთანხმებამდე აღმოსავლეთ ეკონომიკურ ფორუმზე გამართულ შეხვედრაზე მივიდნენ. “გადახდის ახალი მექანიზმი ორმხრივად მომგებიანი, დროული, საიმედო და პრაქტიკული გადაწყვეტაა. მე მჯერა, რომ ის გაამარტივებს ანგარიშსწორებას, გახდება შესანიშნავი მაგალითი სხვა კომპანიებისთვის ...

Read More »

ოლაფ შოლცი: რუსეთი არასანდო ენერგეტიკული პარტნიორია

რუსეთი არ არის სანდო პარტნიორი ენერგეტიკის სექტორში, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა და ფასების მკვეთრი ზრდის კომპენსაციის ღონისძიებების მესამე პაკეტი წარმოადგინა – პირველ რიგში ენერგეტიკულ სექტორში, რუსეთის ფედერაციიდან ენერგომომარაგების პრობლემების ფონზე. მიუხედავად ამისა, კანცლერი ოპტიმისტურად არის განწყობილი გერმანიის ენერგომომარაგების საიმედოობის მიმართ. “ამ ზამთარს გადავრჩებით”, – ხაზგასმით აღნიშნა მან. ეს არის 65 მილიარდი ევროს საერთო მოცულობის პაკეტი, რომელიც ...

Read More »

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი: გაზთან დაკავშირებული შანტაჟით პუტინმა აჩვენა, რომ სანქციები მოქმედებს

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდერ შალენბერგმა WienerZeitung-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოქმედება სულ უფრო მეტად საგრძნობი ხდება. მისი თქმით, ამას ყველაზე ცხადად მეტყველებს ამასწინანდელი შანტაჟი, რომელსაც გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადთან“ დაკავშირებით მიმართა რუსეთმა. ახლახან რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ევროპაში გაზის მიწოდება არ განახლდება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ყველა სანქციის მოხსნამდე. „ევროკავშირში ჩვენ ზოგჯერ ჩემპიონები ვართ პესიმიზმსა და ...

Read More »

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 8.84 მლნ ბარელით გაიზარდა

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 8.84 მილიონი  ბარელით გაიზარდა და შეადგინა 427.191 მლნ ბარელი. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ბენზინის მარაგები  გაიზარდა 0,33  მილიონი ბარელით  და შეადგინა  214.808  მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები  გაიზარდა  0,1  მილიონი ბარელით და შეადგინა  111,801 მლნ ბარელი. ნავთობის მოპოვება აშშ-ში კვირის განმავლობაში გაიზარდა 100 ათასი  ბარელით  და შეადგინა 12,0 ...

Read More »