Author Archives: admin

“ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გათიშვა უკრაინის ელექტროქსელიდან დაუშვებელია”

გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში აცხადებს, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გათიშვა უკრაინის ელექტროქსელიდან დაუშვებელია. ანტონიო გუტერეშმა ეს განცხადება ოდესაში ვიზიტის დროს გააკეთა. მისი თქმით, ზაპოროჟიეს სადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია უკრაინას ეკუთვნის და ეს პრინციპი სრულად უნდა იყოს დაცული. „არსებობს ინფორმაცია, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალები უახლოეს ხანში გეგმავენ ზაპოროჟიეს სადგურზე ენერგობლოკების გათიშვას და მათ გამორთვას უკრაინის ენერგოსისტემიდან. ცალსახაა, რომ ზაპოროჟიეს სადგურის მიერ გამომუშავებული ენერგია ...

Read More »

საქსტატი – საქართველომ იანვარ-ივლისში ექსპორტზე 65 მლნ დოლარის ელექტროენერგია გაიტანა

2022 წლის შვიდ თვეში ელექტროენერგიის ექსპორტმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. მონაცემების მიხედვით, რომელიც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საგარეო ვაჭრობის პორტალზეა ხელმისაწვდომი, იანვარ-ივლისში ქვეყანამ 64,780 მლნ დოლარის ღირებულების ელექტროენერგია გაყიდა. 2021 წელს ეს მაჩვენებელი 14,813 მლნ დოლარი იყო. ყველაზე დიდი რაოდენობის ელექტროენერგია თურქეთში გავიდა. მეორე ადგილზეა სომხეთი მესამე ადგილს აზერბაიჯანი იკავებს.

Read More »

ქვაბისხევის მიმდებარედ ცეცხლის ფართობი იზრდება და ტყის მასივზე ვრცელდება

ქვაბისხევის მიმდებარედ, ცეცხლი უკვე ტყის მასივზე ვრცელდება და ფართობი იზრდება. მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს ქარი. ტყის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია 100 მეხანძრე (როგორც ადგილობრივი, ასევე მეზობელი მუნიციპალიტეტებიდან) და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, რომელმაც თავდაპირველად შეასრულა სამუშაო. შემდეგ კი დროებით გაჩერდა. ვერტმფრენმა მუშაობა ახლახან განაახლა. რელიეფი არის კლდოვანი და მიუვალი. გავრცელებული ინფორმაციით, ტერიტორიაზე გამოჩნდა კიდევ ერთი ვერტმფრენი, რომელმაც სადაზვერვო სამუშაოები შეასრულა.

Read More »

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში რუსეთის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე ინსპექტორები შესაძლოა, სექტემბრის დასაწყისში ჩავიდნენ

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი მიხაილ ულიანოვი აცხადებს, რომ ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე ინსპექტორები შესაძლოა, სექტემბრის დასაწყისში ჩავიდნენ. მისი თქმით, ატომური სააგენტოს სპეციალისტების მისიის მარშრუტსა და სხვა დეტალებზე მოლაპარაკებები ჯერ დასრულებული არ არის. „ძალიან ნაადრევია დეტალებზე საუბარი, ეს ძალიან მგრძნობიარე საკითხებია. ჩვენ დისკუსიებს ვაგრძელებთ მისიის მოდელებზე, მისიაში ადამიანების რაოდენობაზე. მარშრუტზე, ამოცანებზე, მათი სადგურზე ყოფნის ვადებზე, მათ ამოცანებზე. ეს ყველაფერი მსჯელობას ...

Read More »

„გაზპრომი“ ევროპას „ჩრდილოეთის ნაკადის“ გავლით გაზის მიწოდებას სამი დღით შეუჩერებს

კომპანია „გაზპრომი“ ევროპას გაზის მიწოდებას სამი დღით შეუჩერებს. რუსული კომპანია ამჯერად მიზეზად „ჩრდილოეთის ნაკადზე“ ბუნებრივი აირის გადასაქაჩ აგრეგატ Trent 60- ზე ტექნიკური მომსახურების აუცილებლობას ასახელებს. როგორც „გაზპრომის“ განცხადებაშია აღნიშნული, გაზის მიწოდება 31 აგვისტოდან 2 სექტემბრამდე შეწყდება. აღსანიშნავია, რომ რუსეთს ამ დრომდე არ წაუღია გერმანიიდან კანადაში გარემონტებული სიმენსის ტურბინა, რომლის არქონის გამოც, ევროპას მიწოდების მოცულობა შეუმცირა.

Read More »

ვლადიმერ პუტინი და ემანუელ მაკრონი შეთანხმდნენ, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორები ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე უნდა ჩავიდნენ

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი შეთანხმდნენ, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორები უნდა ჩავიდნენ ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე.  პუტინმა და მაკრონმა მაისის შემდეგ პირველად სატალეფონო საუბარი გამართეს. ამის შესახებ ინფორმაცია ელისეს სასახლეზე დაყრდნობით „ფრანს 24“ ავრცელებს. მათი ინფორმაციით, საფრანგეთის პრეზიდენტმა რუსეთის ლიდერთან სატალეფონო საუბრის დროს გაიმეორა ის შეშფოთება, რომელიც არსებობს ბირთვული უსაფრთხოების მიმართ არსებულ რისკებთან დაკავშირებით. მათივე ცნობით, მაკრონმა მხარი დაუჭირა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტების ზაპოროჟიესში, რაც შეიძლება, ...

Read More »

ბორჯომში, ტყეში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო

ბორ­ჯომ­ში, ზოვ­რე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ტყე­ში მე­ხან­ძრე­ე­ბი ხან­ძრის კე­რე­ბის ჩაქ­რო­ბას ცდი­ლო­ბენ. ამ დრო­ის­თვის ხან­ძრის სა­ლიკ­ვი­და­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი გრძელ­დე­ბა. დღეს დი­ლი­დან პრო­ცეს­ში ვერ­ტმფრე­ნიც ჩა­ერ­თო. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გუ­შინ, ზოვ­რეთ­ში სხვა­დას­ხვა ლო­კა­ცი­ა­ზე ხან­ძრის რამ­დე­ნი­მე კერა გაჩ­ნდა და დაკ­ვამ­ლი­ა­ნე­ბაც შე­ი­ნიშ­ნე­ბო­და.

Read More »

ბრიტანეთის თავდაცვის კომიტეტი – ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე გამიზნულად თუ მოხდება თავდასხმა, რაც რადიაციის გაჟონვას გამოიწვევს, აღქმული უნდა იყოს როგორც თავდასხმა ნატო-ს წევრ სახელმწიფოზე

დიდი ბრიტანეთის თემთა პალატის თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი, ტობიას ელვუდი აცხადებს, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე თუ გამიზნულად მოხდება თავდასხმა, რაც რადიაციის გაჟონვას გამოიწვევს, ეს აღქმული უნდა იყოს როგორც თავდასხმა ნატო-ს წევრ სახელმწიფოზე და ორგანიზაციის მეხუთე მუხლი უნდა ამოქმედდეს. „მოდით ეს ახლავე გავარკვიოთ. ნებისმიერი განზრახ დაზიანება, რაც გამოიწვევს რადიაციის გაჟონვას უკრაინის ატომურ ელექტროსადგურზე, იქნება ნატო-ს მეხუთე მუხლის დარღვევა“, – წერს ტობიას ელვუდი და მას მხარს უჭერს ამერიკელი კონგრესმენი ...

Read More »

„ცეცხლი უკიდია ტორფს და არის დაკვამლიანება“ – ბორჯომის ტყეში ძლიერმა ქარმა ხანძრის კერები გააღვიძა

ბორჯომში, ზოვრეთის ტერიტორიაზე ძლიერმა ქარმა კვლავ გააღვივა ხანძარი. ამ დროისთვის, მეხანძრეები რამდენიმე კერაზე ცდილობენ ხანძრის ლოკალიზებას. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს სამცხე-ჯავახეთის მხარის რწმუნებულმა, ბესიკ ამირანაშვილმა განუცხადა. „მთელი ღამის განმავლობაში, გუშინ საღამოდან მეხანძრე-მაშველები, ასევე სატყეო დეპარტამენტის თანამშრომლები და მუნიციპალიტეტის თანამშრომლები ერთობლივად მუშაობდნენ და დღეს შუადღისთვის მოხდა ხანძრის ლიკვიდირება, მაგრამ დღის მეორე ნახევარში გაძლიერებულმა ქარმა კვლავ გააჩინა ახალი კერები და მოხდა ...

Read More »

დღეს თბილისის რამდენიმე რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

მთაწმინდის, კრწანისის, საბურთალოს, დიდუბის, ვაკის, სამგორის, ჩუღურეთის და ისნის რაიონების ნაწილს 22 აგვისტოს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, ელექტროენერგიის შეზღუდვის მიზეზი გადაუდებელი სამუშაოებია. „მთაწმინდის და კრწანისის რაიონები გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, გორგასალის და შოთა ნიშნიანიძის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა  კოჯრის მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 14:00 ...

Read More »