Author Archives: admin

ერთკვირიანი გაძვირების შემდეგ, ნავთობის ფასი შემცირდა

2023 წლის 27 იანვრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  86.73 (-0.74)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  80.09  (-0.92)  დოლარი/ბარელზე.

Read More »
ირანი, პაკისტანი და ჩინეთი ენერგოპარტნიორები ხდებიან

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით ყაზახეთიდან ნავთობის ტრანსპორტირება გაიზრდება

წელს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ყაზახეთიდან ნავთობის სატრანზიტო მიწოდება გაიზრდება. Trend-ის ცნობით, ამის შესახებ BP-ის ვიცე-პრეზიდენტმა კავშირებისა და საგარეო ბახტიარ ასლანბეილიმ განაცხადა. 2006 წელს კომერციული მიწოდების დაწყებიდან 2022 წლის ბოლომდე 5250 ტანკერით ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით 4 მილიარდ ბარელზე მეტი ნავთობის ტრანსპორტირება მოხდა. BTC ნავთობსადენის მთლიანი სიგრძე 1768 კილომეტრია, აქედან 443 კილომეტრი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, 249 კილომეტრი – საქართველოს, ხოლო მარშრუტის 1076 კილომეტრი თურქეთის ტერიტორიაზე ...

Read More »

სსე-ს კუთვნილ ნავთლუღის ქვესადგურს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის მაგისტრანტები ესტუმრნენ

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” კუთვნილ ნავთლუღის ქვესადგურს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის მაგისტრანტები ესტუმრნენ. მაგისტრანტებმა დაათვალიერეს ქვესადგური, გაეცნენ მაღალი ძაბვის ქსელისა და ძალოვანი ენერგეტიკული დანადგარების ფუნქციონირების პრინციპებს, სსე-ის თანამშრომლებისგან მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია ენერგოსისტემაში სიმძლავრის ნაკადგანაწილებების, ძაბვის საფეხურებისა და სიხშირის შესახებ. სტუდენტები ასევე ესტუმრნენ ნავთლუღის ქვესადგურში განთავსებულ სსე-ის სასწავლო ცენტრს, დაათვალიერეს სასწავლო პოლიგონი, რომელიც მაქსიმალურად არის მიახლოვებული იმ რეალურ გარემოსთან, სადაც ქვესადგურის პერსონალს ...

Read More »

უკრაინის დასახმარებლად ენერგეტიკული ჰაბი შეიქმნა

ევროკომისიის წევრმა იანეზ ლენარჩიჩმა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ, ვარშავის მახლობლად „ენერგეტიკული ჰაბი“ – ლოგისტიკური ცენტრი გახსნეს, რომლის მეშვეობითაც ელექტროენერგიის გენერატორები პირველ რიგში უკრაინაში გადაიგზავნება. ევროკავშირის სამოქალაქო თავდაცვისა და ჰუმანიტარული დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ჰაბიდან გენერატორების მიწოდებას უკრაინაში ევროკავშირი სრულად დააფინანსებს. ჰაბში შეიქმნება გენერატორების რეზერვი, რომლებიც საჭიროებისამებრ გადაიგზავნება უკრაინაში. „რადგან რუსეთი მიზანმიმართულად განაგრძობს უკრაინაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურისა და ენერგოობიექტების განადგურებას rescEU-ს მარაგი უკრაინისთვის ...

Read More »
ნავთობის მსოფლიო ფასები შესაძლოა 30 დოლარს მიუახლოვდეს

სამეგრელოში ნავთობისა და გაზის საბადოების არსებობის მაღალი პოტენციალია

ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო სამეგრელოში,ხობის რაიონის სოფელ ჭალადიდში წელს სეისმური კვლევების დაიწყებას გეგმავს. როგორც სააგენტოში აცხადებენ, ჭალადიდში ნავთობისა და გაზის მოპოვების მაღალი პოტენციალია. კვლევების პარალელურად დაიწყება ჭაბურღილის ბურღვაც. „ეს ისეთი ადგილია, რომელიც ჯერ კიდევ კომუნისტების დროს დაზვერეს, ნახეს იქ საკმაოდ მაღალი პოტენციალი. შემდეგ კი უკვე აღმოსავლეთ საქართველოსკენ გადმოერთო ყურადღება. სავარაუდოდ, იქ შერეული საბადოა და ნავთობთან ერთად, გაზიც არის. ვნახოთ ...

Read More »
G&T: გარდაბანის თბოსადგური - 2-ის აშენებისთვის 190 მილიონია საჭირო

საქართველოში ელექტროენერგიის წარმოებისათვის გამოყენებული გაზის მოცულობა 19.8%-ით გაიზარდა

სემეკის ინფორმაციით, ნოემბერში საქართველოში ბუნებრივი გაზის წარმოებამ 1 მლნ კბ/მ შეადგინა,რაც 16.7%-ით ნაკლებია წინა წლის იმავე პერიოდზე (1.2მლნ კბ/მ). ამ პერიოდში გაზის იმპორტი  9.3%-ით გაიზარდა და 342,4 მლნ კბ/მ შეადგინა (2021 ნოემ – 313.4მლნ კბ/მ). აქედან ელექტროენერგიის წარმოებისათვის 110.1 მლნ კბ/მ დაიხარჯა. აღნიშნული მაჩვენებელი 19.8%-ით მეტია წინა წლის შესაბამის თვეზე (2021ნოემ- 91.9მლნ კბ/მ). წყარო: gbc.ge

Read More »
რა მოცულობის ინვესტიციას ჩადებს EBRD ნენსკრას ჰესის მშენებლობაში?

EBRD-ი მზადაა, სამხრეთის გაზის დერეფნის გამტარუნარიანობის ზრდისთვის, დაფინანსების საკითხი განიხილოს

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) მზადაა, სამხრეთ გაზის დერეფნის გამტარუნარიანობის გაფართოებისთვის დაფინანსების საკითხი განიხილოს. ამის შესახებ EBRD-ის აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის მმართველმა დირექტორმა მატეო პატრონემ განაცხადა. მან აღნიშნა, რომ EBRD-სა და აზერბაიჯანს აქვთ დიდი გამოცდილება ორმხრივი თანამშრომლობის სფეროში, მათ შორის სამხრეთ გაზის დერეფნის ფარგლებში. „ამჟამად მიმდინარეობს ბაზრის კვლევა ამ პროექტისთვის და თუ გაფართოების გადაწყვეტილება მიიღეს, ჩვენ სიამოვნებით განვიხილავთ საერთაშორისო ...

Read More »
სოფლების ჩამონათვალი, რომელთა გაზიფიცირებაც 2016 წელს მოხდება

2022 წელს ლატვიამ გაზის მოხმარება მესამედით შეამცირა

გასულ წელს ლატვიაში მოხმარებული ბუნებრივი აირის მოცულობა 30,3%-ით შემცირდა, ნათქვამია ქვეყნის ცენტრალური სტატისტიკის ბიუროს მონაცემებში. მთლიანობაში, ლატვიაში გაზის მოხმარებამ 2022 წელს 8887 ტერავატ/საათი შეადგინა. დეკემბერში ლატვიაში ბუნებრივი აირის მოხმარება 16,3%-ით შემცირდა 2021 წლის იმავე თვესთან შედარებით, რაც 1,6 ტერავატ/საათს შეადგენდა. ამასთან, დეკემბერში მოხმარება ნოემბრის მაჩვენებელზე 42,4%-ით მეტი იყო. აგვისტო იყო ერთადერთი თვე 2022 წელს, როდესაც ბუნებრივი აირის მოხმარება წინა წლის ...

Read More »

“რუსეთის ატომური ენერგეტიკის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს, უნგრეთი ვეტოს დაადებს”

უნგრეთი ვეტოს დაადებს ევროკავშირის ნებისმიერ სანქციებს, რომლებიც რუსეთის ბირთვული ენერგეტიკის წინააღმდეგ იქნება მიმართული. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, წერს Reuters-ი. უკრაინამ ევროკავშირს მოუწოდა, სანქციების მეათე პაკეტში შეიტანოს რუსული სახელმწიფო ბირთვული ენერგეტიკული კომპანია “როსატომი”. ორბანმა დღეს კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ბირთვული ენერგეტიკის მიმართ სანქციებს “აშკარად, ვეტო უნდა დაედოს”. “ჩვენ არ დავუშვებთ გეგმას, რომელიც სანქციებში ბირთვული ენერგეტიკის შეყვანას გულისხმობს. ამაზე საუბარიც ...

Read More »
ნავთობის ფასი 6-წლიან მინიმუმამდე დაეცა

საწვავზე ფასები 25-30%-ით შემცირდა და კლების ტენდენცია ახლო მომავალშიც გაგრძელდება – ვასილ ხორავა

რადიო „კომერსანტის“ დილის ეთერში Wissol-ის გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხორავამ საწვავის ფასებზე, 2023 წლის პროგნოზებსა და დიზელზე ევრო-5-ის სტანდარტის შემოღებაზე ისაუბრა. მისი თქმით, გასულ წელთან შედარებით საწვავზე ფასები 25-30%-ით შემცირდა და კლების ტენდენცია ახლო მომავალშიც გაგრძელდება. „გასული წელს საწვავის არანორმალური ფასები ვნახეთ. ასეთი ნიშნულები ისტორიას არ ახსოვს. საქართველო საწვავის იმპორტიორი ქვეყანაა და ამ გაზრდილმა ფასებმა ჩვენს შიდა ბაზარზე პოვა ასახვა. ფასების ...

Read More »