ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) მზადაა, სამხრეთ გაზის დერეფნის გამტარუნარიანობის გაფართოებისთვის დაფინანსების საკითხი განიხილოს.
ამის შესახებ EBRD-ის აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის მმართველმა დირექტორმა მატეო პატრონემ განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ EBRD-სა და აზერბაიჯანს აქვთ დიდი გამოცდილება ორმხრივი თანამშრომლობის სფეროში, მათ შორის სამხრეთ გაზის დერეფნის ფარგლებში.
„ამჟამად მიმდინარეობს ბაზრის კვლევა ამ პროექტისთვის და თუ გაფართოების გადაწყვეტილება მიიღეს, ჩვენ სიამოვნებით განვიხილავთ საერთაშორისო პარტნიორებთან აზერბაიჯანში გაზის პროექტების დაფინანსების საკითხს“, – განაცხადა პატრონემ.