Author Archives: admin

ელექტრომობილების რაოდენობით თბილისი ამიერკავკასიაში ლიდერია

საქართველოს, სომხეთისა და უზბეკეთის დედაქალაქებმა 100 000 მოსახლეზე ელექტრომობილების რაოდენობით მოსკოვს გაუსწრეს. ამის შესახებ რუსულ საკონსულტაციო კომპანია Kept-ის კვლევაში „ჭკვიანი ქალაქების რეიტინგი დსთ-სა და ამიერკავკასიაში“ არის აღნიშნული. გამოცემის თანახმად, თბილისი დსთ-სა და ამიერკავკასიის ქალაქებს შორის ლიდერი გახდა 100 ათას მოსახლეზე ელექტრომობილების რაოდენობის მიხედვით – 114 ელექტრომობილი. პოსტსაბჭოთა სივრცის დანარჩენი ქალაქები (ბალტიისპირეთის ქვეყნების გამოკლებით) საქართველოს დედაქალაქს ბევრად ჩამორჩებიან. მინსკი თბილისის შემდეგ ...

Read More »

ლევან დავითაშვილი ლიეტუვის ენერგეტიკის მინისტრს დაინიუს კრევისს შეხვდა

ლიეტუვის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ლიეტუვის ენერგეტიკის მინისტრ დაინიუს კრეივისს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ენერგეტიკული რესურსების მიწოდების წყაროების დივერსიფიცირების მნიშვნელობაზე ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცების მიმართულებით. ლევან დავითაშვილმა ლიეტუველ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზების რეფორმის შესახებ, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის ენერგეტიკულ სექტორის კონკურენტულ და სწორ განვითარებას, დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას და ...

Read More »

ევროპამ რუსულ გაზზე დამოკიდებულება 40%-დან 8%-მდე შეამცირა

ევროპამ 2022 წელს რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირება 40%-დან 8%-მდე შეძლო. ეს განცხადება დღეს, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა ენ-კლერ ლეჟანდრმა ტელეარხ RTVI-სთან ინტერვიუში გააკეთა. „დღეს ჩვენ მხოლოდ 8%-ით ვართ დამოკიდებული რუსულ გაზზე, ხოლო გასული წლის დასაწყისში ეს დამოკიდებულება 40%-ზე მეტი იყო“, – განაცხადა ლეჟანდერმა. „ეს არის შეუქცევადი პროცესი და ღრმა სტრატეგიული ცვლილება ევროპული ენერგეტიკული მიქსის სტრუქტურირებაში. ეს არის ცვლილება მომავლისთვის“, – განაცხადა ...

Read More »

2022 წელს ქარის და მზის ენერგიით ევროპამ მეტი დენი გამოიმუშავა, ვიდრე გაზით

2022 წელს, პირველად, ევროკავშირმა მეტი ენერგია მიიღო განახლებადი ენერგიის წყაროებიდან, ვიდრე გაზით. მონაცემები 31 იანვარს, Ember-ის ანალიტიკოსებმა თავიანთ ანგარიშში გამოაქვეყნეს. შეგახსენებთ, რომ Ember-ი ევროკავშირის კლიმატის პოლიტიკის იკვლევს. ევროკავშირის 27 ქვეყნიდან ყველაზე მეტი ქარის და მზის ენერგია გერმანიამ გამოიმუშავა, ამის შესახებ Deutsche Welle-წერს. მზისა და ქარის ენერგიამ ევროკავშირში გასულ წელს ელექტროენერგიის წარმოების დაახლოებით 22% შეადგინა. ამავდროულად, გაზის წილი 20%-ია, რაც ერთი ...

Read More »

პაკისტანი ენერგეტიკული პრობლემების მოგვარების მიზნით რუსეთთან ითანამშრომლებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა და მისმა პაკისტანელმა კოლეგამ ბილავალ ბჰუტო ზარდარიმ 30 იანვარს მოლაპარაკებები გამართეს. განხილვის მთავარი თემა ენერგეტიკის სექტორში განხორციელებული მსხვილი პროექტები, ტერორიზმთან ბრძოლა და ავღანეთში არსებული ვითარება იყო. ზარდარის სიტყვებით თუ ვიმსჯელებთ, მოსკოვი ისლამაბადისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია, თუმცა არა ერთადერთი – პაკისტანის ხელისუფლება ბევრ საკითხში პროამერიკულია და უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევს. თუმცა ეს ხელს არ უშლის მათ ...

Read More »

ჩილეში ტყის ხანძარმა უკვე 8300 ჰექტარი მოიცვა

ჩილეში ტყის ხანძარმა 8300 ჰექტარი მოიცვა. დაღუპულია, სულ მცირე, ხუთი ადამიანი. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, Xinhua ავრცელებს. ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის, კაროლინ ტოხას განცხადებით, დაღუპულთაგან ოთხი ადგილობრივი იყო, ერთიც მეხანძრე. მინისტრის თქმით, ჩილეში 151 ხანძარი მძვინვარებს, 65 უკვე კონტროლქვეშაა, ხოლო 39 – ჩააქრეს. ყველაზე მეტად დაზარალებული რაიონებია ბიობიო და ნუბლე, სადაც საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

Read More »

ევროკავშირი აზერბაიჯანთან ენერგეტიკულ პარტნიორობას აფართოებს

სამხრეთის გაზის სატრანსპორტო დერეფნის გავლით ევროკავშირისთვის ბუნებრივი არის მიწოდება 40%-ზე მეტით გაიზარდა – 8.1 მილიარდი კუბური მეტრიდან 2021 წელს, 11.4 მილიარდ კუბურ მეტრამდე 2022 წელს. ამან გადამწყვეტი როლი ითამაშა ევროკავშირში გაზის იმპორტის დივერსიფიკაციასა და სტაბილიზაციაში, რუსეთიდან გაზის მიწოდების შეწყვეტის ფონზე. ამის შესახებ ევროკომისარმა ენერგეტიკის საკითხებში კადრი სიმსონმა 3 თებერვალს, ბაქოში ოფიციალური ვიზიტის დროს განაცხადა. სიმსონმა აღნიშნა, რომ სამხრეთის გაზის სატრანსპორტო დერეფანი ...

Read More »

ევროკავშირი და G7-ის ქვეყნები რუსულ ნავთობპროდუქტებზე ფასის ზედა ზღვარს აწესებენ

ევროკავშირი და G7-ის ქვეყნები აწესებენ რუსული ნავთობპროდუქტების ფასის ზედა ზღვარს. ამის შესახებ Twitter-ზე 3 თებერვალს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. მან აღნიშნა, რომ 5 თებერვალს რუსული ნავთობპროდუქტების იმპორტზე ევროკავშირის აკრძალვა ამოქმედდება. “დიდ შვიდეულთან ერთად, ჩვენ დავაწესეთ ფასების ლიმიტები ამ პროდუქტებზე, შევამცირეთ რუსეთის შემოსავლები და უზრუნველვყოფთ გლობალური ენერგეტიკული ბაზრების სტაბილურობას.” – თქვა მან. მანამდე ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე შვედეთმა განაცხადა, რომ ევროკავშირის ...

Read More »
ლისის ტბის მიმდებარედ 1500 ხე-მცენარე დაირგო

ქალაქებში მეტი ხის დარგვამ შეიძლება ათასობით სიცოცხლე გადაარჩინოს

თუ ურბანულ ზონებში უფრო მეტ ხეს დავრგავთ ზაფხულში ტემპერატურის შემცირების მიზნით, შეიძლება ერთი-მესამედით შემცირდეს ცხელი ამინდით და სითბური ტალღებით გამოწვეული სიკვდილიანობის შემთხვევები. ამის შესახებ ახალი კვლევა იუწყება. მოდელირებით დადგინდა, რომ ხეების საფარის 30 პროცენტით გაზრდამ, ზაფხულის თვეებში, ადგილობრივი ტემპერატურა საშუალოდ 0,4 გრადუსით უნდა შეამციროს. კვლევის მიხედვით, 2015 წელს, ევროპის 93 ქალაქში მაღალ ტემპერატურასთან დაკავშირებული 6700 ნაადრევი სიკვდილი დაფიქსირდა; ამის ერთი-მესამედის პრევენცია შესაძლებელი ...

Read More »

ნავთობის ფასი ინტენსიურად მცირდება

2023 წლის 3 თებერვლის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  82.17 (-   0.67)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  75.88   (-   0.53)  დოლარი/ბარელზე.

Read More »