Author Archives: admin

საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს ექსპერტთა ჯგუფი კიევში ჩავიდა

საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს ექსპერტთა ჯგუფი კიევში ჩავიდა. 14 კაციან დელეგაციას სააგენტოს გენერალური დირექტორი რაფაელ გროსი ხელმძღვანელობს. ექსპერტები კვირის ბოლომდე ზაპოროჟიის ატომურ ელექტროსადგურში მონიტორინგის მიზნით შევლენ და დაზიანებებსა და რისკებს შეისწავლიან. ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს მარტის თვიდან საოკუპაციო ძალები აკონტროლებენ. რუსეთი და უკრაინა ერთმანეთს სადგურის ტერიტორიის დაბომბვაში ადანაშაულებენ. კიევი მსოფლიოს მოსალოდნელი რადიაციული კატასტროფის შესახებ აფრთხილებს და სადგურის დემილიტარიზებულ ზონად გამოცხადებას მოითხოვს, ...

Read More »

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 30 აგვისტოს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობით, სამგორის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), სოფელი დიდი ლილოს, ლილოს დასახლების (ნაწილობრივ), სადგური ლილოს, დიდი ლილოს დასახლების (ნაწილობრივ), აეროპორტის დასახლების (ნაწილობრივ), ზემო ალექსეევკის დასახლების, ალექსეევკის დასახლების, სამგორის დასახლების (ნაწილობრივ), სამგორი-II დასახლების, ვარკეთილის IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ევროპის I ჩიხის, ...

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა

2022 წლის  29 აგვისტოს ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  104.11 (+3.12)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  96.19 (+3.13)  დოლარი/ბარელზე.

Read More »
მექსიკაში ნავთობის ხუთი ახალი საბადო აღმოაჩინეს

თურქმენეთი გაზის მოპოვებას ზრდის

თურქმენეთში 2022 წლის იანვარ-ივლისში მოპოვებული გაზის მოცულობამ 5,96 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა. თურქმენეთში მიმდინარე წლის იანვრიდან ივლისის ჩათვლით მალაის, კერპიჩლის, ბოვრუდეშიკის გაზის საბადოებზე 18 ჭაბურღილი შეკეთდა. ამავდროულად, მაღალი წარმოების მაჩვენებლები მალაის საბადოზე გაზის კომპრესორული სადგურის ამოქმედებით გახდა შესაძლებელი, რომლის სიმძლავრე წელიწადში 30 მილიარდი კუბურ მეტრს შეადგენს. შეგახსენებთ, რომ თურქმენეთი ნავთობისა და ბუნებრივი აირის მარაგების მხრივ ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა მსოფლიოში. მისი გაზის ...

Read More »

იური ვიტრენკო: უკრაინას, სავარაუდოდ, ბოლო ათწლეულების ყველაზე ცივი ზამთარი ემუქრება

„ნაფტოგაზის“ საბჭოს თავმჯდომარის, იური ვიტრენკოს განცხადებით, უკრაინაში, სავარაუდოდ, ბოლო ათწლეულების ყველაზე ცივი ზამთარი იქნება. ვიტრენკო ხაზს უსვამს, რომ, დასავლეთის ფინანსური მხარდაჭერის გარეშე, უკრაინის ენერგოსისტემას ძალიან მაღალი რისკი შეექმნება. „ნაფტოგაზის“ საბჭოს თავმჯდომარე​ ადამიანებს ურჩევს, საბნები და თბილი ტანსაცმელი მოიმარაგონ, რადგან გარე სივრცეებში ტემპერატურა -10 გრადუსამდეც კი შეიძლება დაეცეს. მისი თქმით, ზამთრის განმავლობაში, დახურულ სივრცეებში ტემპერატურა 17-18 გრადუსს შორის იქნება, რაც ნორმაზე დაახლოებით ოთხი გრადუსით დაბალია. ...

Read More »

IAEA განმარტავს, გაიზარდა თუ არა რადიაციის დონე ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე

IAEA-ს გენერალურმა დირექტორმა რაფაელ მარიანო გროსიმ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე (ZNPP) არსებული ვითარების შესახებ ისაუბრა. ის უკრაინული მხარისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე განმარტავს, რომ რადიაციის დონე არ გაზრდილა. გარდა ამისა, რეაქტორის ორივე ბლოკი, რომლებიც ხუთშაბათს ელექტროენერგიის შეწყვეტის დროს გათიშული იყო ქსელიდან, პარასკევს ხელახლა მიერთების შემდეგ კვლავ მუშაობს. „დაბომბვა მოხდა ქარხნის ორი ე.წ. სპეციალური შენობის მიდამოებში, ორივე, ისევე როგორც – ერთი ესტაკადის ტერიტორია, რეაქტორის ...

Read More »
აზერბაიჯანში განახლებადი ენერგიის ერა იწყება

გერმანია და დანია რუსულ გაზზე დამოკიდებულების შესამცირებლად, ბალტიის ზღვაში ქარის ენერგიის ჰაბის აშენებას გეგმავენ

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან 7 თვის შემდეგ, გერმანია და დანია რუსეთის ენერგიაზე დამოკიდებულების შემცირების მიზნით გაერთიანდნენ და ბალტიის ზღვაში ქარის ენერგიის ჰაბის (ენერგიის კუნძული ბორნჰოლმი) აშენებას გეგმავენ. ჰაბი რამდენიმე ქარის ელექტროსადგურს დააკავშირებს და მათ მიერ გამომუშავებულ ენერგიას ორ ქვეყანას შორის გაანაწილებს. ენერგეტიკული კუნძული სავარაუდოდ 2030 წელს დაიწყებს მუშაობას. პროექტი გამოიმუშავებს 3 გიგავატზე მეტ სიმძლავრეს, რაც ელექტროენერგიას დაახლოებით 4,1 მილიონ ოჯახს მიაწვდის. ...

Read More »
საქართველოს პირველი გაზსაცავი 2021 წლის დასაწყისში ექნება

საფრანგეთი და ალჟირი ბუნებრივი აირის მიწოდების 50%-მდე გაზრდაზე მოილაპარაკებენ

საფრანგეთი და ალჟირი, ალჟირის მხრიდან, ბუნებრივი აირის 50%-ით გაზრდილ მიწოდებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ოფიციალურად შეთანხმება ჯერ არ გაფორმებულა, მეტიც, მაკრონმა აღნიშნა, რომ ისინი „არ არიან იმ მდგომარეობაში, რომ ალჟირის გაზს შეეძლოს სიტუაციის შეცვლა“, – განახადა მაკრონმა. თუმცა, ადგილობრივი მედია ირწმუნება, რომ ამ ეტაპზე საუბარია სიტყვიერ შეთანხმებაზე. მათივე მტკიცებით, როგორც მთავრობის წყარო აცხადებს, მხარეების რეალური მიზანი გაზის მიწოდების 50%-მდე გაზრდა იქნება. როგორც ...

Read More »

ბელგიის ენერგეტიკის მინისტრი: მომდევნო 5-დან 10-მდე ზამთარი საშინელი იქნება, თუ არაფერი გაკეთდება ბუნებრივი აირის ფასების შესამცირებლად

ბელგიის ენერგეტიკის მინისტრმა, ტინ ვან დერ სტრეტენმა განაცხადა, რომ ევროპაში გაზის ფასები სასწრაფოდ უნდა გაიყინოს. „მომდევნო 5-დან 10-მდე ზამთარი საშინელი იქნება, თუ არაფერი გაკეთდება. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ [ენერგეტიკულ] წყაროსთან დაკავშირებით ევროკავშირის დონეზე და ვიმუშაოთ გაზის ფასების გაყინვაზე. ამან შესაძლოა ენერგიის გადასახადი 770 ევროთი შეამციროს“, – აღნიშნა მინისტრმა. ტინ ვან დერ სტრეტენის თქმით, კავშირი გაზისა და ელექტროენერგიის ფასებს შორის ხელოვნურია და რეფორმას ...

Read More »
მსოფლიოში უდიდესი ქვანახშირის მომპოვებელი კომპანია გაკოტრებულია

საქართველოში ქვანახშირის წარმოება 5%-ით გაიზარდა

საქსტატის ცნობით, ივნისში საქართველოში ქვანახშირის იმპორტმა 39.7 ათასი ტონა შეადგინა. წინა წლის ივნისთან შედარებით იმპორტი 20.7%-ით გაიზარდა (2021 ივნისი- 32.9 ათასი ტ.). ქვანახშირის წარმოებამ 13.8 ათასი ტონა შეადგინა (+4.5% Y.Y). ამ პერიოდში შიდა მიწოდება გაიზარდა 10.6%-ით. თუ შარშან მიწოდება 32.2 ათასი ტონა იყო, წელს ივნისში 35.6 ტონა შეადგინა. წყარო: gbc.ge

Read More »