საქართველოს პირველი გაზსაცავი 2021 წლის დასაწყისში ექნება

საფრანგეთი და ალჟირი ბუნებრივი აირის მიწოდების 50%-მდე გაზრდაზე მოილაპარაკებენ

საფრანგეთი და ალჟირი, ალჟირის მხრიდან, ბუნებრივი აირის 50%-ით გაზრდილ მიწოდებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

ოფიციალურად შეთანხმება ჯერ არ გაფორმებულა, მეტიც, მაკრონმა აღნიშნა, რომ ისინი „არ არიან იმ მდგომარეობაში, რომ ალჟირის გაზს შეეძლოს სიტუაციის შეცვლა“, – განახადა მაკრონმა.

თუმცა, ადგილობრივი მედია ირწმუნება, რომ ამ ეტაპზე საუბარია სიტყვიერ შეთანხმებაზე. მათივე მტკიცებით, როგორც მთავრობის წყარო აცხადებს, მხარეების რეალური მიზანი გაზის მიწოდების 50%-მდე გაზრდა იქნება.

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, მიუხედავად იმისა, რომ ენერგეტიკა, ყოველ შემთხვევაში, ოფიციალურად, არ იყო ამ ვიზიტის მიზეზი, საფრანგეთის დელეგაცია ალჟირის ენერგეტიკის მინისტრსა და ალჟირის სახელმწიფო ნავთობისა და გაზის კომპანიის Sonatrach-ის ხელმძღვანელობას შეხვდა და სამომავლო თანამშრომლობა განიხილა.

წყარო: bpn.ge

Leave a Reply