Author Archives: admin

Koenigsegg-ის 335-HP ელექტროძრავა შეიძლება მოთავსდეს თქვენს ზურგჩანთაში

ახალმა ძრავამ შეიძლება მოახდინოს რევოლუცია EV და ჰიბრიდული ჰიპერმანქანების ბაზარზე. Koenigsegg Gemera ავტომობილს გააჩნა 1700 ცხენის ძალა. ორმაგი ტურბო დამუხტვით 2.0-ლიტრიანი სამცილინდრიანი ძრავით, სახელწოდებით Tiny Friendly Giant (TFG) სამ კომპლექსურ ელექტროძრავასთან ერთად. Koenigsegg-ს აქვს ელექტროგადამცემი სისტემის დეტალური ასპექტები, როგორიცაა ექვსფაზიანი ინვერტორი, სახელად David. ამ ძრავის თავსატეხის შემდეგი დეტალი არის Quark E-ძრავა, ულტრა მსუბუქი, ულტრა კომპაქტური ელექტროძრავა დიდი პოტენციალით. ეს კომპაქტური ...

Read More »

ევროპაში გაზის ფასი მცირედით გაიზარდა

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი ბოლო 24 საათში, 5%-ით გაიზარდა და ათას კუბურ მეტრზე 800 დოლარს გადააჭარბა. გაზის მარტის ფიუჩერსების ფასმა ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში ვაჭრობის გახსნისას ათას კუბურ მეტრზე 822,7 აშშ დოლარი შეადგინა. ანალიტიკოსების განცხადებით გაზზე ფასის ზრდას განაპირობებს ის დაძაბულობა, რომელიც ფიქსირდება უკრაინაში. რამოდენიმე დღის წინ ღირებულებმ 1000 დოლარსაც გადააჭარბა, თუმცა შემდეგ მკვეთრად დაიკლო ასევე, შეგახსენებთ, რომ 21-22 დეკემბერს გაზი ...

Read More »

ფინანსთა მინისტრი: საწვავის გაძვირების ტენდენცია თუ გაგრძელდება დაზღვევის მექანიზმებზე ვიმუშავებთ

საწვავის ფასის ზრდის ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში, მთავრობა დაზღვევის მექანიზმებზე მუშაობას განიხილავს. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა განაცხადა. “საწვავთან მიმართებაში ნამდვილად გვაქვს ფასის მკვეთრი ზრდა საერთაშორისო ბაზრებზე, თუმცა ეს გამოწვეულია გარკვეულწილად იმ გეოპოლიტიკური მდგომარეობით, რომელიც რეგიონში და მსოფლიოში არსებობს. ბუნებრივია, საგადასახადო პოლიტიკა ვერ იქნება მორგებული მოკლევადიან რყევებზე, თუმცა, მომავალში ზრდის ტენდენცია თუ გაგრძელდება, შესაძლებელია, დაზღვევის მექანიზმებზე ვიმუშაოთ. შესაძლებელია დაზღვეული იყოს როგორც ...

Read More »

იანვარში, ბიტკოინმომპოვებელი კომპანიების მიერ მოხმარებული ელექტროენერგია შარშანდელთან შედარებით 5-ჯერ გაიზარდა

„ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის” (ესკო) იანვრის თვის ელექტროენრგიის ბალანსის შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს. ესკოს ვებგვერდზე ატვირთული მონაცემების თანახმად, იანვარში, საბითუმო ენერგეტიკულ ბაზარზე პირდაპირ მომხმარებლად რეგისტრირებული ბიტკოინმომპოვებელი კომპანიების მიერ მოხმარებულმა ელექტროენერგიის მოცულობამ 152.733 მლნ კვტ.სთ შეადგინა, რაც გასულ წლის იანვარში მოხმარებულს (30.385 მლნ კვტ.სთ) ხუთჯერ აღემატება. იანვარში, პირდაპირ მომხმარებლად რეგისტრირებული ბიტკოინმომპოვებელი კომპანიების წილმა მთლიანი მოხმარების (1 373. 448 მლნ კვტ.სთ) 11.1% ...

Read More »

გაზი, ინვესტიციები, ვაჭრობა – რუსეთ-გერმანიის ეკონომიკური ურთიერთობები

ოფიციალური მონაცემებით 2021 წელს რუსეთ-გერმანიის სავაჭრო ბრუნვამ $57 მილიარდს გადააჭარბა და ჩინეთის შემდეგ, გერმანია რუსეთის რიგით მეორე სავაჭრო პარტნიორი გახდა. როგორც გუშინ რუსეთის პრეზიდენტისა და გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის ერთობლივ ბრიფინგზე ითქვა, ამ ეტაპზე გერმანული კაპიტალით რუსეთში 4 ათასი კომპანია საქმიანობს და გერმანულმა ინვესტიციებმა რუსეთში $21 მილიარდს გადააჭარბა. აღსანიშნავია, რომ რუსეთის ინვესტიციები გერმანიაში $10 მილიარდს აჭარბებს. რუსულ-გერმანულ ურთიერთობებში დიდი ადგილი უკავია ...

Read More »

საფრანგეთი: ირანმა ბირთვული შეთანხმების პირობები უნდა მიიღოს

ირანს დღეები აქვს დარჩენილი, რომ დაეთანხმოს ბირთვული შეთანხმების აღდგენას, წინააღმდეგ შემთხვევაში სერიოზული კრიზისია მოსალოდნელი. ამის შესახებ განცხადება ოთხშაბათს, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა გააკეთა. “ეს რამდენიმე კვირის საკითხი არ არის, დღეების ამბავია. მათ მკაფიო არჩევანი აქვთ – ან სერიოზული კრიზისის დაწყება მომდევნო დღეებში, ან შეთანხმების პირობების მიღება და ყველა მხარის ინტერესების პატივისცემა.” – აღნიშნა მინისტრმა საფრანგეთის სენატში საუბრისას. 2015 ...

Read More »

„თელმიკო“: იანვარში მართლაც დაფიქსირდა დარიცხვების ზრდა

იანვრის თვეში რიგ შემთხვევებში მართლაც დაფიქსირდა დარიცხვების ზრდა, რაც რამდენიმე ფაქტორს უკავშირდება, – ამის შესახებ კომპანია „თელმიკოს“ განცხადებაშია აღნიშნული. „ამჟამად შპს „თელმიკოში“ სემეკ-ისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კომისიების მხრიდან მიმდინარეობს შემოწმებები, რაც გამოწვეულია ქალაქ თბილისის მაცხოვრებელთა საჩივრებით ელექტროენერგიის ქვითრებზე ასახული გაზრდილი თანხების გამო. კომპანია მაქსიმალურ დახმარებას უწევს შემოწმების ფარგლებში და წარადგენს ყველა აუცილებელ ინფორმაციას. ინფორმაცია შედეგების შესახებ გამოქვეყნდება დამატებით შემოწმებების ...

Read More »

2021 წელს აზერბაიჯანიდან საქართველოში იმპორტირებული ელექტროენერგია ექსპორტირებულს 24-ჯერ აღემატებოდა

2021 წელს აზერბაიჯანიდან საქართველოში 600,1 მლნ კილოვატ/საათის ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდა. ჯამში, 2021 წელს აზერბაიჯანმა ექსპორტზე 1,673 მილიარდი კილოვატ/საათ ელექტროენერგია გაიტანა. ეს მაჩვენებელი 2020 წელთან შედარებით 31,23%-ით გაიზარდა. საანგარიშო პერიოდში 257,5 მლნ კვტ/საათიანი ექსპორტირებული ელექტროენერგია ირანზე დაეცა, 720,6 მლნ კილოვატსათი – თურქეთს, 95,2 მლნ კილოვატსათი – რუსეთს. 2021 წელს აზერბაიჯანმა 151,6 მლნ კილოვატ/საათ ელექტროენერგია შემოიტანა, რაც 9,96%-ით მეტია 2020 წელთან შედარებით. ...

Read More »

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 1,1 მილიონი ბარელით გაიზარდა

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 1,1 მილიონი  ბარელით გაიზარდა და შეადგინა 411,5 მლნ ბარელი. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ბენზინის მარაგები  შემცირდა 1,3 მილიონი ბარელით  და შეადგინა  247,1 მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები  შემცირდა 1,6 მილიონი ბარელით და შეადგინა  120,3 მლნ ბარელი.

Read More »

Reliance-ი სინთეტიკური საწვავი გაზის ლურჯ წყალბადად გარდაქმნას გეგმავს

ინდოელი მილიარდერის, მუკეშ ამბანის საკუთრებაში არსებული კომპანია Reliance Industries-ი, ლურჯი წყალბადის „კონკურენტული ღირებულებით“ წარმოებას გეგმავს. კონგლომერატის განცხადებით, $4-მილიარდიანი ღირებულების გაზიფიკაციის აქციების გამოყენებით, თითოეული კილოგრამის ხარჯი $1.2-$1.5-ის ფარგლებში განისაზღვრება. Reliance-ი თავდაპირველად ნავთობის კოქსის გაზიფიცირებით წარმოებულ სინთეტიკური საწვავის გაზს გამოიყენებს და დასავლეთ გუჯარათის შტატში, ჯამნაგარში არსებული კომპლექსისთვის, მწვანე წყალბადის ღირებულების შემცირებამდე, ლურჯ წყალბადს შექმნის. ჯამნაგარში ამბანის კომპანია მსოფლიოში უდიდეს გადამმუშავებელ კომპლექს მართავს. ...

Read More »