Author Archives: admin

დავით ნარმანია: საქართველო მნიშვნელოვანი ენერგეტიკული მოთამაშეა რეგიონში

ტრანსსასაზღვრო ვაჭრობა ინტენსიურია – ამის შესახებ “სემეკის” თავმჯდომარემ გადაცემაში “ბიზნესპარტნიორი” განაცხადა. “მეზობელი ქვეყნებიდან შემოგვაქვს ელექტროენერგია, ასევე სიჭარბის პერიოდში ელენერგია გაგვაქვს თურქეთში და სომხეთში. აზერბაიჯანიდან გვაქვს გაზის იმპორტი, რუსეთიდანაც, თუმცა ძალიან უმნიშვნელო, სისტემის დაბალანსებისთბის. გარდა ამისა, საქართველოს გავლით ხორციელდება ელექტროენერგიის ტრანზიტი, ამდენად, როგორც ექსპორტ-იმპორტის, ასევე ტრანზიტის თავლსაზრისით საქართველო მნიშვნელოვანი ენერგეტიკული მოთამაშეა რეგიონში.–”ამბობს დავით ნარმანია. რაც შეეხება, ევროინტეგრაციის კონტექსტში ახალ წესებს და ...

Read More »

ავსტრიაში 2023 წლიდან გაზის გამაცხელებელი ქვაბების დაყენება აიკრძალა

ავსტრიის ახლადაშენებულ სახლებსა და ბინებში გაზის ქვაბებს უკვე 2023 წლიდან ვეღარ დააყენებენ. ქვეყანა რუსულ გაზზე ჭიპლარითაა მიბმული – გაზის 80%-ზე მეტი სწორედ აქედან მოდის. ხოლო მოხმარების 1/3-ს სწორედ კერძო გამათბობლები შეადგენენ, რომელიც მილიონამდე ავსტრიულ ოჯახს ემსახურება. მთავრობა გაზის გამათბობლების აკრძალვას 2025 წელს გეგმავდა, მაგრამ ომმა – და რუსული კლანჭებიდან გათავისუფლების სურვილმა – თარიღი 2023-მდე ჩამოსწია. უკვე აკრძალულია ქვანახშირზე და ნავთობპროდუქტებზე ...

Read More »

მოლდოვა აზერბაიჯანისგან ბუნებრივი აირის შეძენის საკითხს განიხილავს

მოლდოვა აზერბაიჯანისგან ბუნებრივი აირის შეძენის საკითხს განიხილავს. მოლდოვური მედიის ცნობით, ამის შესახებ მოლდოვის ვიცე-პრემიერმა, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრმა, ანდრეი სპინუმ ტელეკომპანია TV8-ის ეთერში განაცხადა. სპინუს თქმით, აზერბაიჯანისგან გაზის შეძენა ქვეყანას ენერგორესურსების წყაროების დივერსიფიცირების საშუალებას მისცემს. „მოლდოვას აქვს აზერბაიჯანისგან გაზის მიღების შანსი. მოლდოვას აქვს რეალური შანსი, გაზის მიწოდების წყაროების დივერსიფიცირება მოახდინოს და ეს ადრე თუ გვიან, მოხდება. არ დავასახელებ ვადებს, თუმცა ...

Read More »

ენერგოსექტორში ინვესტიციების აუცილებლობის საკითხებს სემეკის რეგიონულ კონფერენციაზე განიხილავენ

„ინვესტიციები  და დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმები ენერგეტიკის სექტორში“ – ამ სახელწოდების ორდღიან რეგიონულ კონფერენციას სემეკი მასპინძლობს. ღონისძიება სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში 14 ივნისს გაიხსნა. სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ თავის პანელზე „ინვესტიციების აუცილებლობა – საქართველოს მდგრადი განვითარებისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების დღის წესრიგი“ დეტალურად მიმოიხილა ელექტროენერგეტიკის დარგში არსებული მდგომარეობა, პერსპექტივები და ის აუცილებელი ღონისძიებები, რომლებიც გასატარებელია ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად. დავით ...

Read More »

დავით ნარმანია – ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის ტარიფის მატება მოსალოდნელი არ არის

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ხელმძღვანელის, დავით ნარმანიას განცხადებით, ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის ტარიფის მატება მოსალოდნელი არ არის. როგორც ნარმანიამ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადა, ტარიფის მატების საფუძველი ამ ეტაპზე კომისიას არ აქვს. „მარეგულირებელ კომისიას დადგენილი აქვს როგორ ელექტროენერგიის, ასევე, ბუნებრივი გაზის ტარიფები. ამ ეტაპისთვის რაიმე სახის მოცემულობა არ გვაქვს, რომელიც იქნებოდა საფუძველი იმისა, რომ ტარიფები გაგვეზარდა. ამდენად, როგორც ...

Read More »
სოციალურად დაუცველები ელექტროენერგიაზე შეღავათით ისარგებლებენ

თბილისის ქუჩები, რომლებსაც დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 14 ივნისს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს. საბურთალოს რაიონი 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), იოსებიძის და კალანდაძის ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ანა პოლიტკოვსკაიას, ჯიქიას და ალექსანდრე (საშა) იოსელიანის ქუჩების მოსახლეობას. გლდანის რაიონი 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის ა, II, III, IV, V, VII ...

Read More »

პლასტმასის ნარჩენები ოკეანეებში, შესაძლოა, ახალი ანტიბიოტიკების წყაროს წარმოადგენდეს

სტუდენტების ხელმძღვანელობითა და სკრიპსის ოკეანოგრაფიის ინსტიტუტთან თანამშრომლობით ჩატარებული ახალი კვლევის მიხედვით, ოკეანეებში პლასტმასის ნარჩენები, შესაძლოა, ახალი ანტიბიოტიკების წყაროს წარმოადგენდეს. კვლევის წარდგენა 9-13 ივნისს ვაშინგტონში, ამერიკის მიკრობიოლოგიური საზოგადოების კონფერენციაზეა დაგეგმილი. მეცნიერების შეფასებით, ოკეანეებში ყოველწლიურად 5-13 მილიონი კუბური მეტრი პლასტმასა ხვდება, რომელთაგან ნაწილი წყლის ზედაპირზე მოტივტივე ნარჩენების გროვად ერთიანდება, ნაწილი კი, მიკროპლასტმასად იშლება. ამ ნარჩენებზე მიკრობებს მთელი ეკოსისტემების შექმნა შეუძლიათ. პლასტმასის ნარჩენები მდიდარია ბიომასით, ...

Read More »

ბიტკოინის ფასი $25 000-იან ნიშნულს ჩამოსცდა

მსოფლიოს უმსხვილესი ციფრული მონეტა კიდევ 8.9%-ით შემცირდა და $24,903 შეადგინა. აღნიუშნულს მოწმობს CoinDesk-ის მონაცემები. შემცირდა სხვა მონეტების ფასებიც, ეთერიუმის ფასი 12%-ით დაეცა და 2021 წლის თებერვლის შემდეგ ყველაზე დაბალი ფასი აქვს. Avalanche-მა ღირებულების 15% დაკარგა, სოლანამ 14%, ხოლო Dogecoin-მა 11%. შეგახსენებთ, რომ ბიტკოინის ფასმა ნოემბერში ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 67,630 აშშ დოლარს გადააჭარბა.

Read More »

ჩინეთში მოთხოვნის კლების ფონზე, ნავთობის ფასი შემცირებას განაგრძობს

2022 წლის  13 ივნისის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  122.01  (-  1.06)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  120.67  (-  0,84)  დოლარი/ბარელზე.

Read More »
აზერბაიჯანული "სოკარი" რუსულ "გაზპრომთან" მოლაპარაკებებს აწარმოებს

WEG: რუსეთიდან ბუნებრივი გაზის იმპორტი იზრდება

რუსეთიდან ბუნებრივი გაზის იმპორტი საქართველოში 2018-2020 წლებში 39 მილიონი მ3-დან 204 მილიონ მ3-მდე გაიზარდა, რაც ქვეყანაში გაზის მოხმარების 7.6%-ს შეადგენს. საქართველოს საყოფაცხოვრებო სექტორში (ისევე როგორც კომერციულ სექტორში) მკვეთრად იზრდება ბუნებრივი გაზისა და ელექტროენერგიის მოხმარება (მოხმარებული ელექტროენერგიის ნაწილს კი თბოსადგურები გამოიმუშავებენ იმპორტირებული გაზით), რის გამოც, ბოლო წლებში, რუსეთიდან ბუნებრივი გაზის იმპორტის ზრდა შეინიშნება (2021 წელს 14-15 % იმპორტი). რუსული გავლენის ბერკეტები ...

Read More »