Author Archives: admin

თურქეთი კრიპტოვალუტის შესახებ კანონის ამოქმედებას გეგმავს

თურქეთი კრიპტოვალუტის შესახებ კანონის ამოქმედებისთვის ემზადება. პარლამენტმა ახალი კანონის განსახილველად ბაზრის დაინტერესებულ მხარეებსა და სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებს უმასპინძლა. მათ შორის იყვნენ ტექნოლოგიებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო, თურქეთის საბანკო ზედამხედველობის ორგანო, საბანკო რეგულირებისა და ზედამხედველობის სააგენტო (BDDK), თურქეთის ფინანსური დანაშაულების გამოძიების საბჭო (MASAK), შემოსავლების ორგანო და ცენტრალური ბანკი. შეხვედრის შემდეგ პრესასთან საუბრისას მმართველი, სამართლიანობისა და განვითარების პარტიის (AKP) თავმჯდომარის მოადგილემ, მუსტაფა ...

Read More »

დღეს საბურთალოს რაიონის აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს გამო, გლდანისა და საბურთალოს რაიონებში აბონენტების ნაწილს 4 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. საბურთალოს რაიონი – 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ყაზბეგის გამზირისა და ოთარ ჭილაძის ქუჩის მოსახლეობას. 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კვერნაძის ქუჩის მოსახლეობას. „კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.

Read More »

თურქეთში ახალი წლიდან ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის საფასური იზრდება

თურქეთში ახალი წლიდან ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის საფასური იზრდება. ამის შესახებ ინფორმაცია თურქეთის ენერგეტიკული ბაზრის მარეგულირებელმა ორგანომ და გაზის სახელმწიფო კომპანია „ბოტასმა“ ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე საათით ადრე გაავრცელეს. კერძოდ, 2022 წლიდან თურქეთის მოქალაქეებისთვის ბუნებრივი აირის საფასური 25%-ით, ხოლო ელექტროენერგიის 50%-ით გაიზარდა. რაც შეეხება ბიზნესს, მათთვის ბუნებრივი აირის ფასი 50%-ით, ხოლო დენის გადასახადი – 125%-ით გაიზარდა. როგორც ხელისუფლება ამტკიცებს, ეს გადაწყვეტილება ენერგორესურსებზე ...

Read More »
„გაზისა და დენის ტარიფი იმ შემთხვევაში გადაიხედება, თუ ლარი-დოლარის კურსი 2,5 ნიშნულს მიაღწევს“

მოსახლეობის ნაწილს დენის გაზრდილი ტარიფის გადახდა მოუწევს

მოსახლეობის და ბიზნესის ნაწილს დენის გაზრდილი ტარიფის გადახდა მოუწევს. შეგახსენებთ, რომ სემეკ-ის გადაწყვეტილებით, 2021 წლის 1-ლი იანვრიდან საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის ტარიფი 3.5 თეთრით გაიზარდა. კერძოდ, „თელმიკოს“ სამომხმარებლო ტარიფების ნაწილში, თვეში 101 კილოვატ საათამდე და საერთო მრიცხველის მქონე აბონენტებისთვის ელექტროენერგიის მოხმარების ტარიფი დღგ-ს ჩათვლით კვტ.სთ ელექტროენერგიაზე 14.544 თეთრიდან 18.041 თეთრამდე გაიზარდა და შესაბამისად, ერთ კვტ.სთ.-ზე ზრდამ 3.498 თეთრი შეადგინა. ამასთან, თვეში ...

Read More »

სემეკი აბონენტებისთვის განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ენერგეტიკისა დ წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ-ი) მიერ დანერგილ *303#-ის მომსახურებას ახალი ფუნქცია დაემატა, რომლის საშუალებითაც მოქალაქეს შეუძლია, მოითხოვოს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების დარიცხული გადასახადის გადამოწმება. აღნიშნულის შესახებ სემეკ-ში აცხადებენ. „*303#-ის ახალი ფუნქციით სარგებლობის შემთხვევაში მომხმარებელს აღარ დასჭირდება კომუნალური კომპანიისთვის განცხადებით მიმართვა ან ქოლ ცენტრთან დაკავშირება, არამედ *303#-ის საშუალებით მარტივად და მოკლე დროში მიიღებს კომუნალური კომპანიისგან განმარტებას. დარიცხვის გადამოწმება ...

Read More »

ევროპას ელექტროენერგია 2021 წელს რეკორდულად ძვირი დაუჯდა

ევროპას არასოდეს გადაუხდია ელექტროენერგიისთვის იმდენი, რამდენიც 2021 წელს გადაიხადა. ელექტროენერგიის მიწოდების საშუალო ღირებულება 200%-იანი ზრდით წელიწადს რეკორდულ დონეზე დაასრულებს. ეს გერმანიაში, საფრანგეთში, ესპანეთსა და დიდ ბრიტანეთში. რაც შეეხება სკანდინავიის რეგიონს, აქ ხარჯები წინა წელთან შედარებით 470%-ით არის გაზრდილი. 2022 წელს რიგითი მომხმარებლები და მძიმე ინდუსტრიული მწარმოებლები ენერგიის მზარდი გადასახადებით შეხვდებიან. საფრანგეთიდან ესპანეთამდე ლითონების ქარხნები იძულებულნი არიან შეზღუდონ გამოშვება. სასუქების ზოგიერთ ...

Read More »

ნათია თურნავამ საქართველოს მოსახლეობას ახალი წელი სახელმწიფო ელექტროსისტემის ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრიდან მიულოცა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ტრადიციულად, ახალი წელი სრულიად საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ეროვნული სადისპეტჩეროდან მიულოცა, საიდანაც იმართება ქვეყნის ენერგეტიკული სექტორი. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ნათია თურნავა ადგილზე გაეცნო უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი მართვის ფარის მუშაობას, რომელიც ენერგოსისტემის ოპერატიულ მართვაზეა პასუხისმგებელი. „მინდა, სრულიად საქართველოს მივულოცო ახალი წლის დადგომა და ვუსურვო კეთილდღეობა, წარატება, ჯანმრთელობა და კოვიდპანდემიის დასრულება. დარწმუნებულები ვართ, რომ მომავალი ...

Read More »

IEA: 2021 წელს მსოფლიო ნახშირისგან ენერგიის რეკორდულ რაოდენობის გამოიმუშავებს

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) ინფორმაციით, 2021 წელს ქვანახშირისგან გამომუშავებული ელექტროენერგიის რაოდენობა, სავარაუდოდ, ყველა დროის მაქსიმუმს მიაღწევს. დაბალი ნახშირბადშემცველობის ალტერნატივებისგან ელექტროენერგიაზე შედარებით მაღალმა მოთხოვნამ შესაძლოა, მსოფლიოს კლიმატური მიზნები უფრო მიუწვდომელი გახადოს. პარიზის მთავრობათაშორისი ორგანიზაციის Coal 2021-ის ანგარიშის თანახმად, მიმდინარე წელს, ნახშირისგან მიღებული გლობალური ენერგია შესაძლოა 9%-ით გაიზარდოს. ქვანახშირზე მომუშავე ელექტროენერგიების მოცულობა ამჟამად CO2-ის გლობალური ემისიების დაახლოებით 30%-ს შეადგენს. ნახშირის ენერგიის ზრდას ...

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი ზრდას აგრძელებს

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 1,09%-ით, 0,89 აშშ დოლარით გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 82,13 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »