IEA: 2021 წელს მსოფლიო ნახშირისგან ენერგიის რეკორდულ რაოდენობის გამოიმუშავებს

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) ინფორმაციით, 2021 წელს ქვანახშირისგან გამომუშავებული ელექტროენერგიის რაოდენობა, სავარაუდოდ, ყველა დროის მაქსიმუმს მიაღწევს. დაბალი ნახშირბადშემცველობის ალტერნატივებისგან ელექტროენერგიაზე შედარებით მაღალმა მოთხოვნამ შესაძლოა, მსოფლიოს კლიმატური მიზნები უფრო მიუწვდომელი გახადოს.

პარიზის მთავრობათაშორისი ორგანიზაციის Coal 2021-ის ანგარიშის თანახმად, მიმდინარე წელს, ნახშირისგან მიღებული გლობალური ენერგია შესაძლოა 9%-ით გაიზარდოს. ქვანახშირზე მომუშავე ელექტროენერგიების მოცულობა ამჟამად CO2-ის გლობალური ემისიების დაახლოებით 30%-ს შეადგენს.

ნახშირის ენერგიის ზრდას ძირითადად ჩინეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, ინდოეთი და  ევროკავშირი განაპირობებს. კონკრეტულად ჩინეთში, ნახშირის ელექტროენერგიის გამომუშავება 9%-ით გაიზრდება, ხოლო ინდოეთში 12%-იანი მატებაა მოსალოდნელი, რაც ორივე ქვეყანაში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწევს. რაც შეეხება აშშ-სა და ევროკავშირს, აქ ნახშირის ელექტროენერგიის გამომუშავება წინა წელთან შედარებით 20%-ით გაიზრდება, თუმცა დიდი ალბათობით კლების ტენდენციას მომავალი წლიდან დაუბრუნდება.

აღსანიშნავია, რომ IEA-ს ანგარიშით, მთლიანი გლობალური მოთხოვნა ნახშირზე, მათ შორის ელექტროენერგიის გამომუშავების მიღმა გამოყენებაზე, როგორიცაა ცემენტისა და ფოლადის წარმოება, მიმდინარე წელს 6%-ით გაიზრდება და 2022 წლისთვის შესაძლოა, ახალი რეკორდული მაჩვენებელიც დააფიქსიროს.

წყარო: forbes.ge

Leave a Reply