Author Archives: admin

მსოფლიო “ნატო უკრაინას ზამთრის გადატანაში დაეხმარება” – სტოლტენბერგი

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსი უკრაინას გვერდში იმდენ ხანს დაუდგება, რამდენიც საჭირო იქნება. ამის შესახებ მან ბუქარესტში ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, – წერს The Washington Post-ი. მისი თქმით, ზამთრის სეზონის მოახლოებასთან ერთად, გაცილებით მეტი დახმარება იქნება საჭირო, განსაკუთრებით – რუსეთის მიერ უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის ფონზე. “ნატო გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას მანამ, სანამ ეს ...

Read More »

OPEC-ის ნავთობის მწარმოებლები დღიური მოპოვების გაზრდას განიხილავენ

OPEC ჯგუფის წევრი სახელმწიფოები და მისი მოკავშირეები ნავთობის დღიური მოპოვების 500,000 ბარელამდე გაზრდას განიხილავენ. The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, საკითხზე მსჯელობა 4 დეკემბერსაა ჩანიშნული. შეხვედრა ერთი დღით უსწრებს ევროკავშირის მიერ რუსულ ნავთობზე სანქციების ამოქმედებას და „დიდი შვიდეულის“ მიერ რუსულ საწვავზე ზედა ზღვის დაწესებას, რაც რუსეთის ბაზრიდან განდევნას ნიშნავს. თუმცა გავრცელებული ინფორმაცია საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრმა, პრინცმა აბდულაზიზ ბინ სალმანმა უარყო. მინისტრის ...

Read More »

უკრაინამ ყველა ატომური ელექტროსადგური ეროვნულ ელექტრო ქსელთან მიაერთა

უკრაინის ყველა ატომურმა ელექტროსადგურმა სრული გამორთვის შემდეგ, ეროვნულ ელექტრო ქსელზე წვდომა დაიბრუნა. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალური დირექტორის რაფაელ მარიანო გროსის განცხადებით, უკრაინამ დაადასტურა, რომ რივნის, სამხრეთ უკრაინისა და ხმელნიცკის ატომური ელექტროსადგურები კვლავ ჩართულია ქსელში და მუშაობენ ქვეყნისთვის ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის. ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზეც. უკრაინის ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის (ZNPP) გარე კავშირი ელექტრო ქსელთან მისი გათიშვიდან ერთი დღის ...

Read More »

USAID-მა უკრაინას კიდევ 80 გენერატორი გადასცა

USAID-მა უკრაინელებს 80 გენერატორი და 22 500 საბანი გადასცა. ამის შესახებ კიევში აშშ-ის ელჩმა, ბრიჯიტ ბრინკმა განაცხადა. „იმ დროს, როდესაც რუსეთი შუქის ჩაქრობას ცდილობს, USAID-ი უკრაინას 80 გენერატორს აწვდის“, – დაწერა ელჩმა “ტვიტერზე”. მისი თქმით, საბნებს გათბობის პუნქტებს გადასცემენ. ნოემბრის დასაწყისში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მთავრობამ ამ მიზნით 55 მილიონი დოლარი გამოყო და უკრაინისთვის 1600 გენერატორის მიწოდება იგეგმება. ...

Read More »

უკრაინამ საწვავი შეშის ექსპორტი აკრძალა

უკრაინის მთავრობამ საწავი შეშის ექსპორტი აკრძალა, რადგან ის უკრაინის ბევრ დასახლებაში გათბობისთვის ძირითადი რესურსია, განსაკუთრებით ფრონტის ხაზთან ახლოს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა 25 ნოემბერს. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მისი თქმით, რუსეთის თავდასხმები ენერგოსისტემაზე მხოლოდ ზრდის საწვავი შეშის სტრატეგიულ მნიშვნელობას. მოსკოვმა 23 ნოემბერს უკრაინაზე ფართომასშტაბიანი სარაკეტო დარტყმა განახორციელა. ეს იყო რუსეთის მეხუთე მასიური საჰაერო დარტყმა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე. წინა შეტევა 10 ...

Read More »

სამხრეთ კორეა უკრაინას მაღალი ძაბვის გენერატორებს მიაწვდის

სამხრეთ კორეა უკრაინას 20 მაღალი ძაბვის გენერატორს და ხუთ ელექტრო მინი ექსკავატორს გაუგზავნის. ამის შესახებ უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალექსანდრე კორნიენკომ 25 ნოემბერს განაცხადა. ოფიციალური პირის თქმით, გენერატორები უკრაინას 12 დეკემბერს მიეოდება. Ukrenergo-მ 25 ნოემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქვეყანაში ელექტროენერგიის დეფიციტი 30%-მდე შემცირდა მას შემდეგ, რაც 23 ნოემბერს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის ბოლო ფართომასშტაბიანი დარტყმის შედეგად უკრაინის ყველა რეგიონში მასობრივად ...

Read More »

დღეს თბილისის ერთ უბანს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 26 ნოემბერს თბილისის ერთ უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

Read More »

ნავთობის ფასი მცირედით გაიზარდა, თუმცა კვლავ $80-ს ქვემოთ რჩება

2022 წლის 25 ნოემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  85.45 (+0.11)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  78.38 (+0.44)  დოლარი/ბარელზე.  

Read More »

ალიევი: აზერბაიჯანი გაზის მოპოვებას გაზრდის

„ეს კონფერენცია დაგვეხმარება, უკეთ გავიგოთ რეგიონის რეალიები, აზერბაიჯანის გეგმები და ასევე ჩვენი ურთიერთქმედებები მეზობელ სახელმწიფოებთან“, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საერთაშორისო კონფერენციაზე „შუა დერეფნის გასწვრივ: გეოპოლიტიკა, უსაფრთხოება და ეკონომიკა“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელიც ბაქოში მიმდინარეობს. პრეზიდენტის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კონფერენციის მთავარი თემა შუა დერეფანია, მისი მონაწილეებით თუ ვიმსჯელებთ, ასევე განიხილება პოლიტიკის, უსაფრთხოებისა და ეკონომიკის საკითხები. ალიევის თქმით, ...

Read More »
მექსიკაში ნავთობის ხუთი ახალი საბადო აღმოაჩინეს

კასპიის ზღვის აზერბაიჯანის სექტორში, უმიდის საბადოზე, გაზის მოპოვებამ 6 მილიარდ კუბურ მეტრს გადააჭარბა

კასპიის ზღვის აზერბაიჯანის სექტორში, უმიდის საბადოზე, გაზის მოპოვებამ 6 მილიარდ კუბურ მეტრს გადააჭარბა. მიმდინარე წლის პირველ ნოემბრამდე, კონდენსატის წარმოებამ 950 000 შეადგინა. აზერბაიჯანული მედია, ინფორმაციას, ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობითავრცელებს. აღსანიშნავია, რომ უმიდის ველი 2010 წლის 24 ნოემბერს აღმოაჩინეს. ეს არის პირველი გაზის კონდენსატის საბადო აზერბაიჯანში, რომელიც დამოუკიდებლობის პერიოდში აღმოაჩინეს. ველი ექსპლუატაციაში 2012 წელს შევიდა. წინასწარი შეფასებით, საბადოს მთლიანი მარაგი 200 მილიარდ კუბურ ...

Read More »