უკრაინამ საწვავი შეშის ექსპორტი აკრძალა

უკრაინის მთავრობამ საწავი შეშის ექსპორტი აკრძალა, რადგან ის უკრაინის ბევრ დასახლებაში გათბობისთვის ძირითადი რესურსია, განსაკუთრებით ფრონტის ხაზთან ახლოს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა 25 ნოემბერს. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მისი თქმით, რუსეთის თავდასხმები ენერგოსისტემაზე მხოლოდ ზრდის საწვავი შეშის სტრატეგიულ მნიშვნელობას.

მოსკოვმა 23 ნოემბერს უკრაინაზე ფართომასშტაბიანი სარაკეტო დარტყმა განახორციელა.

ეს იყო რუსეთის მეხუთე მასიური საჰაერო დარტყმა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე. წინა შეტევა 10 ოქტომბერს, 17 ოქტომბერს, 31 ოქტომბერს და 15 ნოემბერს განხორციელდა.

დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებსგადასცემენ.

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები.

Leave a Reply