ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანიების განცალკევების მონიტორინგის განხორციელების მიზნით, სემეკთან შეთანხმებით კომპანიებში დანიშნული შესაბამისობის ოფიცრის შერჩევის წესები გამკაცრდა. სემეკის გადაწყვეტილებით „გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის განცალკევების წესებში“ შესული ცვლილების შესაბამისად, შესაბამისობის ოფიცრის შერჩევა ღია კონკურსის საფუძველზე მოხდება. ცვლილებით განსაზღვრა, რომ შესაბამისობის ოფიცრობის კანდიდატი არ უნდა წარმოადგენდეს ვერტიკალურად ინტეგრირებული საწარმოს ან/და მისი სხვა შემადგენელი ნაწილის მიერ დასაქმებულ პირს, არანაკლებ 2 წლის განმავლობაში. ...
Read More »