Author Archives: admin

2022 წლის იანვარ-სექტემბერში ელექტროენერგიის მოხმარება 6,6%-ით გაიზარდა, გამომუშავება კი 20.9%-ით

საქართველოს ელექტროენერგიის ბალანსის შესახებ არსებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, მომდინარე წლის ცხრა თვეში საქართველოში 10 მილიარდ 965 მილიონ 800 ათასი კვტსთ ელექტროენერგიაა გამომუშავებული. 2022 წლის იანვარ-სექტემბერში გამომუშავებული ელექტროენერგიის მოცულობა შარშანდელ იანვარ-სექტემბერთან (9073,645) შედარებით გაზრდილია 20,9%-ით. თბოსადგურების გამომუშავებული ელექტროენერგიის მოცულობა 65%-ით არის გაზრდილი, ჰიდროსადგურების გამომუშავებულის (8854,5 →7770,76) 13,9%-ით, ხოლო ქარის სადგურის გამომუშავებულის (64,7→62,4) კი 3,7%-ით. თბოსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ხვედრითი წილი მთლიან ...

Read More »
აფხაზეთის ელექტროენერგიით მომარაგებისთვის გაწეული მილიონობით ლარი ჩამოიწრება

თბილისის ქუჩები, რომლებსაც დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

დღეს, 19 ოქტომბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს. მთაწმინდის და კრწანისის რაიონები გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ავლევის, ალექსანდრე ჩიკვაიძის, ვერცხლის, იეთიმ გურჯის, ვენერა ურუშაძის, ილია და ნინო ნაკაშიძეების ქუჩების მოსახლეობას. ვაკის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცა ღოღობერიძის ქუჩის მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან ...

Read More »

არქტიკული ტბები ნავარაუდევზე თითქმის ერთი საუკუნით ადრე შრება

ახალი კვლევის თანახმად, არქტიკული ტბები ნავარაუდევზე თითქმის ერთი საუკუნით ადრე შრება, რაც რეგიონს მტკნარი წყლის კრიტიკულ წყაროს ართმევს. გლობალური დათბობის პირობებში, თბილი ამინდი ათბობს არქტიკას, ყინული სწრაფად დნება და იწვევს ტბების გაფართოებას. საბოლოოდ, ეს ტბები წყლით ვეღარ მომარაგდება და დაშრება. ადრინდელი პროგნოზით ამ პროცესს საუკუნეზე ნაკლები უნდა დასჭირვებოდა, მაგრამ სატელიტურმა სურათებმა ცხადყო, რომ ტბები იმაზე სწრაფად მცირდება, ვიდრე ნავარაუდევი იყო. ...

Read More »

ნავთობის ფასი შემცირდა

2022 წლის  18 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  91.62 (-  0.01)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  85.46  (-  0.15)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

მოსალოდნელი სანქციების ფონზე, Rosneft-ი ტანკერების დაქირავების ბიზნესს აფართოებს

რუსეთის ნავთობის უმსხვილესმა ექსპორტიორმა, Rosneft-მა, მყიდველთათვის ნავთობის მიწოდების გასაადვილებლად, ტანკერების დაქირავების ბიზნესი გააფართოვა. საკითხთან დაკავშირებული სამი წყაროს თანახმად, კომპანიის გადაწყვეტილება რუსული ნავთობის გადაზიდვებზე ევროკავშირის მხრიდან მოსალოდნელ სანქციებს უკავშირდება. წარსულში სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი Rosneft-ი, ნავთობს ე.წ. „დატვირთვის პორტის“ საშუალებით ყიდდა, რაც ნიშნავს, რომ მყიდველს თავად უწევდა როგორც ტანკერების მოძიება, ასევე ტვირთის გადატანისა და სადაზღვევო ხარჯების ანაზღაურება. თუმცა, წყაროთა ცნობით, ევროკავშირის მიერ ...

Read More »

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ, მდინარეების რიონისა და ენგურის აუზებში ეკოლოგიური მონიტორინგი დაიწყო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ, მდინარეების რიონისა და ენგურის აუზებში ეკოლოგიური მონიტორინგი დაიწყო, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მონიტორინგი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ევროკავშირი გარემოსათვის – წყლის რესურსები და გარემოსდაცვითი მონაცემები (EU4WD)“ ფარგლებში მიმდინარეობს. პროექტის მთავარი მიზანია წყლის რესურსების სააუზო მართვის გეგმების შემუშავება და გარემოსდაცვითი მონიტორინგის აქტივობების მხარდაჭერა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, მათ შორის ...

Read More »

ნავთობის ამერიკული კორპორაცია ExxonMobil-ი რუსეთს ტოვებს

ამერიკულმა ნავთობის კორპორაციამ ExxonMobil-მა გამოაცხადა რუსეთიდან გასვლის შესახებ, სადაც ის იყო “სახალინ-1” ნავთობისა და გაზის პროექტის ოპერატორი, წერს რუსული მედია. მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას რუსული ოპერატორის “სახალინ-1”-ის შექმნის შესახებ, რომლის მიხედვითაც არსებული ოპერატორი Exxon Neftegas Limited-ის ყველა უფლება და ვალდებულება გადაეცემა. “სახალინ-1”-ის უკვე ყოფილმა ოპერატორმა Exxon-მა, რომლის წილიც 30%-ს შეადგენდა, მარტში გამოაცხადა რუსეთის დატოვების გეგმები შესახებ, ომის დაწყების ...

Read More »

ევროპაში გაზის ფასი $1 200-მდე შემცირდა

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი შემცირდა. დღვანდელი მონაცეებით, ევროპაში გაზის სექტემბრის ფიუჩერსების ფასი ბოლო 24 სთ-ის მანძილზე დაახლოებით 7%-ით შემცირდა და 1000 კუბურ მეტრზე 1 202 დოლარი შეადგინა. 2000 დოლარიან ფსიქოლოგიურ ნიშანულს ბუნებრივი აირის ფასი ბოლოს 26 ივლისს ასცდა, როდესაც „გაზპრომმა“ გამოაცხადა, რომ Nord Stream-ის გაზსადენზე მდებარე პორტოვაიას სადგურზე Siemens-ის კიდევ ერთი ტურბინა იყო გაჩერებული. 27 ივლისს Nord Stream-ით გადასატანი გაზის ...

Read More »
ინდუსტრიული ჯგუფი 150 მგვტ სიმძლავრის თბოსადგურს ააშენებს

თბოსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის მოცულობა, წინა წლის სექტემბერთან შედარებით 117%-ით გაიზარდა

სექტემბერში თბოსადგურებმა 316 მილიონ 451 ათასი კვტსთ ელექტროენერგია გამოიმუშავეს, რაც წინა წლის მაჩვენებელს (146 მილიონ 133 ათასი კვტსთ) 2,17-ჯერ ანუ 117%-ით აღემატება. სულ, მიმდინარე წლის ცხრა თვეში თბოელექტროსადგურებმა 2 მილიარდ 46 მილიონ 700 ათასი კვტსთ ელექტროენერგია გამოიმუშავეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდში გამომუშავებულზე (1 მილიარდ 240 მილიონ 562 ათასი კვტსთ) 65%-ით მეტია. თბოსადგურების მიერ ელექტროენერგიის გამომუშავება მატება თურქეთში ელექტროენერგიაზე მოთხოვნის ...

Read More »

დაბომბვის გამო მიკოლაევში მოსახლეობის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი

რუსული ძალები მიკოლაივის ოლქს წუხელ „კამიაძე-დრონებით” დაესხნენ თავს. ამასთან, ქალაქი მიკოლაივი და ოლქი დროებით ოკუპირებული ხერსონიდან დაბომბეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, თავდასხმის შედეგად ქალაქი და ოლქის დასახლებების ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ამასთან, მიკოლაივის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვიტალი კიმმა განაცხადა, რომ სიტუაციის მოგვარების მიზნით სამუშაოები მიმდინარეობს.

Read More »