Author Archives: admin

თბილისის ზოგიერთ რაიონს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

კომპანია „თელასის“ ცნობით, სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 22 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. საბურთალოს რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ), ბროწეულის და მაჭავარიანის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი თხინვალას (ნაწილობრივ) და ავთო ვარაზის ...

Read More »

2024 წლისთვის ელექტრომობილების გაყიდვებით შესაძლოა, Tesla-ს Volkswagen-მა გადაუსწროს

2024 წლისთვის, შესაძლოა, ელექტრომობილების ბაზარი მნიშვნელოვნად შეიცვალოს და გაყიდვებში გლობალური ლიდერის პოზიცია გერმანულმა ავტოკონცერნმა Volkswagen-მა დაიკავოს. ამისთვის მან ამჟამინდელ ლიდერს – ამერიკულ Tesla-ს უნდა გადაუსწროს. Bloomberg Intelligence-ის ანგარიშის თანახმად, VW-ის უპირატესობა მის მრავალფეროვან პორტფელშია – ავტოკონცერნი მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ბრენდებს ფლობს, მათ შორისაა: Porsche, Lamborghini, Bugatti, Bentley და Audi. კომპანია VW მომხმარებელს მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს, მაგალითად: ბიუჯეტურ კატეგორიაში – VW ...

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა

2022 წლის  21 ივნისის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  115.1 (+0.88)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  111.52 (+1.96)  დოლარი/ბარელზე

Read More »

ევროპამ სამხრეთ აფრიკიდან ნახევარ წელიწადში უფრო მეტი ნახშირი შეისყიდა, ვიდრე გასულ წელს მთლიანად

ევროპის ქვეყნებმა მიმდინარე წლის ხუთი თვის განმავლობაში, მთელ გასულ წელთან შედარებით, სამხრეთ აფრიკიდან 40%-ით მეტი ქვანახშირი შეიტანეს, რადგან, Reuters-ის შეფასებით, ევროპა რუსული ქვანახშირის ალტერნატივას ეძებს. მიმდინარე წლის მაისის ბოლოსთვის სამხრეთ აფრიკის რიჩარდს ბეის ქვანახშირის ტერმინალმა (RBCT) ევროპის ქვეყნებს 3 240 752 ტონა ქვანახშირი მიაწოდა, რაც RBCT-ის მთლიანი ექსპორტის 15%-ს შეადგენს, მაშინ, როცა მთელი 2021 წლისთვის 2,32 მლნ ტონა, ანუ მთლიანი ...

Read More »

BITCOIN-მა აღდგენა დაიწყო, კრიპტოვალუტის ღირებულება 7.6%-ით გაიზარდა

Bitcoin აღდგენას იწყებს, დღეის მონაცემებით, ციფრული ვალუტის ღირებულება თითქმის 8%–ით გაიზარდა.  შეგახსენებთ, რომ წინა კვირაში Bitcoin–ი 30%–ით გაუფასურდა და მისი ღირებულება $20 000–ს ჩამოცდა. ენდრიუ ბრენერმა, National Alliance Securities-ის საერთაშორისო ფიქსირებული შემოსავლის ხელმძღვანელმა, კვირას განაცხადა, რომ Bitcoin–ის მატება სავარაუდოდ საცალო ინვესტორების მიერ შაბათ–კვირას ციფრული ვალუტის შეძენის შედეგია. “ზოგიერთი მყიდველი ფიქრობს, რომ ახლა კარგი დროა კრიპტობაზარზე შესვლისთვის, რადგან Bitcoin მომხიბვლელად გაიაფდა, ...

Read More »

რუსეთი ევროპისთვის გაზის მიწოდების გაზრდაზე უარს ამბობს

რუსეთმა ევროპისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებაზე კონტროლი კვლავ გაამკაცრა. ქვეყანამ უარყო უკრაინის შეთავაზება სატრანზიტო შესაძლებლობების გაზრდის შესახებ, რომელიც გერმანიისთვის შემცირებული ნაკადების კომპენსაციას მოახდენდა. რუსეთის Gazprom-მა გადაწყვიტა, არ გამოეყენებინა დამატებითი შესაძლებლობა უკრაინის გავლით ევროპაში გაზის ტრანსპორტირებისთვის. ეს კიდევ ერთი ნიშანია, რომ მოსკოვის მხრიდან ნაკადები კვირების განმავლობაში შეზღუდული დარჩება მას შემდეგ, რაც Nord Stream-ის მილსადენით მიწოდება მაქსიმალური შესაძლებლობის 40%-მდე შეამცირა. მიწოდების შემცირებამ გაზის ფასების ...

Read More »
გადამუშავებული ნახშირბადის მომავალი და მისი გავლენა კლიმატის ცვლილებებზე

გერმანიაში და ავსტრიაში ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურების აღდგენა დაიწყეს

გერმანული და ავსტრიული საინფორმაციო საშუალებები ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურების აღდგენის შესახებ ქვეყნის ხელისუფალთა მიერ გადადგმული ნაბიჯების შესახებ წერენ. გერმანიის ეკონომიკის მინისტრ რობერტ ჰაბეკის მიერ პრესასთან გაცხადებული გეგმების თანახმად, გერმანია, გაზის მოხმარების მაქსიმალურად შემცირებას და ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურების აღდგენას გეგმავს. ჰაბეკის თქმით, ამჟამად გერმანიის გაზსაცავების შევსების მაჩვენებელი 57%-ია, მიზანი კი საზამთროდ 90%-მდე გაზრდაა. გაზსაცავის სრულად შევსების შემთხვევაში გაზის მარაგი ქვეყანის საჭიროებას ~2,5 ...

Read More »

მერკელი – Nord Stream 2-ზე: რაღაც გაგებით, ბუნებრივი აირი არ იყო რუსეთის იარაღი

გერმანიის ყოფილმა კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ის არ მიიჩნევს მცდარ გადაწყვეტილებად Nord Stream 2-ის მშენებლობის დაშვებას და არ თვლის, რომ ამან უკრაინა უფრო დაუცველ მდგომარეობაში დააყენა რუსეთთან მიმართებაში. „ევროპული პრავდას“ ცნობით, ამის შესახებ მერკელმა RND-თან ინტერვიუში განაცხადა. „მე მჯეროდა ცვლილებების არა ვაჭრობის, არამედ მსოფლიოში სიდიდით მეორე ბირთვულ სახელმწიფოსთან სავაჭრო გზით“, – განაცხადა ყოფილმა კანცლერმა. სწორედ ამ ფონზე მიიჩნია მან ...

Read More »

გარემოს დაცვის კომიტეტი საქართველოში დეკარბონიზაციის შესაძლებლობების მოკვლევას იწყებს

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი საქართველოში დეკარბონიზაციის მიზნების მიღწევისთვის არსებული გამოწვევების იდენტიფიცირების მიზნით, თემატურ მოკვლევას იწყებს. კომიტეტის თავმჯდომარის, მაია ბითაძის განცხადებით, დეკარბონიზაციის ეროვნული მიზნების მიღწევისთვის, მნიშვნელოვანია, საკანონმდებლო და აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ერთობლივად იმუშაოს. “საქართველომ გაეროს კლიმატის ჩარჩო კონვენციის პარიზის შეთანხმების გათვალისწინებით  ამბიციური გეგმები დაისახა და მნიშვნელოვანი ვალდებულებები აიღო. კერძოდ, დამტკიცებული იქნა განახლებული, ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის დოკუმენტი, რომლითაც ქვეყანამ აიღო ვალდებულება, ...

Read More »
ნამახვანჰესი დაპატარავდა, შემდეგი ხუდონჰესია

ხუდონჰესის ალტერნატიული პროექტი მთლიანად შეცვლის გიგანტურ ჰესზე შექმნილ წარმოდგენას

მთავრობა ,,ხუდონჰესის“ პროექტის ,,გაცოცხლებას“ გეგმავს. ქვეყნის ენერგეტიკული რისკებიდან გამომდინარე, ასეთ ინიციატივას სპეციალისტების ნაწილი მხარს უჭერს, თუმცა საუბრობენ პროექტის ცვლილებაზე, მათ შორის მივიწყებული ვერსიების გადახედვაზე, რომელიც წლების წინ ინჟინრებისა და ენერგეტიკოსების ერთ ნაწილს მთავრობისთვის აქვს წარდგენილი და ,,ხუდონჰესის ახალი სქემით“ არის ცნობილი.  ხუდონჰესის სახეცვლილებისა და პრაქტიკაში გამოყენების შემთხვევაში, როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, ენერგეტიკული თვალსაზრისით, 1,5-ჯერ უკეთესი შედეგი მიიღწევა. თუკი ძველი პროექტის მიხედვით, ...

Read More »