Author Archives: admin

სექტემბერში საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა ენერგეტიკისთვის 3 უმნიშვნელოვანეს პროექტს დაასრულებს

სსე წელს 10-მდე ელექტროგადამცემი ხაზის პროექტის დაგეგმარებას დაასრულებს

“საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ში კორპორატიზაციის პროცესი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს, – ამის შესახებ თავად კომპანია აცხადებს. “მოგეხსენებათ, რეფორმის შედეგად, კომპანია შეძლებს სახელმწიფოს დახმარების გარეშე მოიზიდოს ფინანსური რესურსი, როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოურ ბაზარზე. აღსანიშნავია, რომ „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ პირველი სახელმწიფო საწარმოა, სადაც, კორპორაციული მართვის სისტემის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, კორპორატიზაციის პროცესი დაიწყო”. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ უკვე ჰყავს სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც კონკურსის საფუძველზე, ...

Read More »

იტალიის ხუთ რეგიონში გვალვის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

იტალიის ხუთ რეგიონში გვალვის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. როგორც „ევრონიუსი“ იუწყება, ბოლო 70 წლის განმავლობაში ქვეყანაში ასეთი გვალვა არ ყოფილა. საგანგებო რეჟიმი მოქმედებს ემილია რომანაში, ფრიული ვენეცია ჯულიაში, ლომბარდიაში, პიემონტსა და ვენეტოში. მედიის ცნობით, მდინარე პო ველის ტერიტორიაზე, სადაც იტალიაში წარმოებული საკვები პროდუქტების 40 პროცენტი მოდის, ნალექი უკვე ოთხი თვეა, არ მოსულა. ადგილობრივი ხელისუფლება, გვალვის შედეგების დასაძლევად, 36 მილიონი ევროს გამოყოფას გეგმავს. ...

Read More »

ყაზახეთმა ნავთობპროდუქტების ექსპორტზე შეზღუდვები გაახანგრძლივა

ყაზახეთმა, ბენზინის, დიზელის საწვავისა და სხვა სახის ნავთობპროდუქტების საავტომობილო გზით ექსპორტზე აკრძალვა, ექვსი თვით გაახანგრძლივა. კერძოდ, აკრძალვა არ ვრცელდება ყაზახეთიდან საპოხი ზეთებისა და საავტომობილო მანქანების მწარმოებლის მიერ მოწოდებულ გაზის ავზებში, აგრეთვე ცალკეულ კონტეინერებში არაუმეტეს 20 ლიტრი მოცულობის საწვავის ექსპორტზე. აკრძალვა ძალაში 2022 წლის 12 ივლისს შედის. ყაზახეთიდან დიზელის საწვავისა და ნავთობპროდუქტების გარკვეული სახეობების საავტომობილო გზით ექსპორტის აკრძალვას ვადა 2022 წლის 21 ...

Read More »

ევროპაში ელექტროენერგია რეკორდულად გაძვირდა

ევროპაში ელექტროენერგიის ფასები რეკორდულ ნიშნულზეა. Financial Times ცნობით, ამის მიზეზი გაზზე შექმნილი დეფიციტი გახდა. შედეგად გერმანიაში ელექტროენერგია 13%-ით გაძვირდა და საათში/მეგავატზე 325 ევრო შეადგინა. საფრანგეთში ელექტროენერგიის ფასი საათში/მეგავატზე 366 ევროა. ამასთან ევროკავშირის ქვეყნებში გაზის ფასიც რეკორდულ ნიშნულზეა და 1000 კუბურ მეტრზე $1 800 შეადგინა. გასულ წელთან შედარებით, გაზის ტარიფი 4-ჯერაა გაზრდილი, მას შემდეგ რაც „გაზპრომმა“ ამ ბაზარზე მიწოდება შეამცირა. ვითარება გამწვავებულია საფრანგეთში ...

Read More »
რუსეთი და საუდის არაბეთი შეთანხმდნენ, ერთ დონეზე გაყინონ ნავთობის წარმოება

რუსეთის ენერგეტიკა უცხოურ ტექნოლოგიებზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული

დასავლურმა სანქციებმა დაგვანახეს, რომ რუსეთის ენერგეტიკა სერიოზულად არის დამოკიდებული უცხოურ ტექნოლოგიებზე, მოწყობილობები და პროგრამული უზრუნველყოფა მოკლე ვადებში უნდა გახდეს იმპორტდამოუკიდებელი ისეთ სფეროებში, რომლებიც კრიტიკულად აუცილებელია რუსული ენერგეტიკის ფუნქციონირებისთვის – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა განაცხადა. აღნიშნულის შესახებ პატრუშევმა ხაბაროვსკში გამართულ ეროვნული უშიშროების საბჭოს გასვლით სხდომაზე განაცხადა, სადაც შორეული აღმოსავლეთის უსაფრთხოებაზე იმსჯელეს. მისი თქმით, დასავლურმა სანქციებმა ნათლად დაანახა ...

Read More »

რომეო მიქაუტაძემ განახლებადი ენერგიების მიმართულებით შექმნილი გადამზადების პროგრამების პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიცირებით და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ განახლებადი ენერგიების მიმართულებით შექმნილი გადამზადების პროგრამების პრეზენტაცია გაიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ღონისძიებას დაესწრო და მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე. „მისი განცხადებით, უნარების განვითარება განახლებადი ენერგიის დარგში პირდაპირ ეხება იმ სტრატეგიასა და პოლიტიკას, რომელზედაც აქტიურად მუშაობს ეკონომიკისა და ...

Read More »
მდინარეზე აშენებული მაგისტრალით ტყის მასივები გაკაფვას გადაურჩა

მომავალი კვირიდან შვეიცარიაში რევოლუციური “წყლის ბატარეა” ამუშავდება

მომავალი კვირიდან შვეიცარიაში ფუნქციონირებას დაიწყებს “წყლის ბატარეა”, რომელსაც 400 000 ელექტრომობილის ბატარეის ეკვივალენტური ელექტროენერგიის შენახვა შეუძლია. ბატარეა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს შვეიცარიასა და ევროპაში ელექტრომომარაგების სტაბილიზაციაში, რამდენადაც მას დიდი ოდენობით ჰიდროელექტრო ენერგიის შენახვისა და გენერირების უნარი აქვს. რა არის “წყლის ბატარეა”? “წყლის ბატარეა” იგივე სატუმბი ელექტროსადგური ჰიდროელექტრო ენერგიის შენახვის საშუალებაა. ბატარეა შედგება წყლის ორი დიდი აუზისგან, რომელიც სხვადასხვა სიმაღლეზე მდებარეობს. ჭარბი ელექტროენერგია ქვედა აუზიდან ...

Read More »

„თბილისი ენერჯი“ განცხადებას ავრცელებს

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო გაზის მიწოდება დროებით 6100-მდე აბონენტს შეუწყდება, – ამის შესახებ ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს. „გაცნობებთ, რომ გაზსადენის სარეაბილიტაციოს სამუშაოების გამო, 6 ივლისის 09:00 საათიდან, 7 ივლისის 10:00 საათამდე გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება: ქიზიყის ქ. 2, 3, 5, 7, 7ა, 7ბ, 8, 9, 9ა, 11, 11ა, 13/12, 14, 23, 34, გუმათგესის ქ. 11, 12, 13, 14, 16ა, 17, 18, 19, ...

Read More »
იაპონიაში ატომური ელექტრსადგურების მუშაობა განახლდა

IEA: 2050 წლისთვის გლობალური ბირთვული ენერგიის სიმძლავრე უნდა გაორმაგდეს

რამდენიმე ქვეყანა წმინდა ნულოვანი ემისიის მიღწევას 50-იანი წლებისთვის გეგმავს, რაც მეცნიერების განცხადებით, გლობალური ტემპერატურის მატების 1.5 გრადუს ცელსიუსამდე შეზღუდვას შეუწყობს ხელს. არსებული ენერგეტიკული კრიზისის ფონზე, ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მთავრობები იმპორტირებულ საწვავზე დამოკიდებულების შემცირებასაც ცდილობენ. ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) ანგარიშით, წმინდა ნულოვანი ემისიების მისაღწევად, 2050 წლისთვის ატომური ენერგიის სიმძლავრე უნდა გაორმაგდეს. არსებული 413 გიგავატიდან ბირთვული ენერგიის სიმძლავრემ 812 გიგავატს უნდა მიაღწიოს. ...

Read More »

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო 5 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. კომპანიის ინფორმაციით, ნაძალადევის და დიდუბის რაიონებში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მტკვრის მარცხენა სანაპიროს, აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), რობაქიძის გამზირის (ნაწილობრივ), დავით სარაჯიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), დიდუბის დასახლების, მეტრო „დიდუბე“-ს მიმდებარე ტერიტორიას, ცოტნე დადიანის (ნაწილობრივ), ჭყონდიდელის, ერისთავის, მექანიზაციის, მოლითის, ქსნის, კარალეთის, ...

Read More »